ავტორი:

ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, აბრამოვიჩს სანქციები არ დაუწესოს - რას წერს მედია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზად?

ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, აბრამოვიჩს სანქციები არ დაუწესოს - რას წერს მედია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზად?

მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას სთხოვა, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩისთვის არ დაეწესებინა სანქციები, რადგან ის, შესაძლოა, მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებისას, სასარგებლო იყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, შედეგად, თეთრმა სახლმა დაარწმუნა სახაზინო დეპარტამენტი, რომ არ გაეგრძელებინა აბრამოვიჩის სანქცირების გეგმები.

აღნიშნულის შესახებ, თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

"ჩვენ პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ ზელენსკის პირად საუბრებზე ლაპარაკს არ ვაპირებთ", - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ემილი ჰორნმა, წერს დასავლური მედია.