საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა საშინელი ყოფილა, როდესაც გლოვაც არ შეგიძლია წესისამებრ..." - რას წერს ხათუნა ხოფერია უკრაინაში დაღუპულ ძმაზე?
"რა საშინელი ყოფილა, როდესაც გლოვაც არ შეგიძლია წესისამებრ..." - რას წერს ხათუნა ხოფერია უკრაინაში დაღუპულ ძმაზე?

რუს ოკუ­პან­ტებ­თან ბრძო­ლა­ში და­ი­ღუ­პა პო­ლი­ტი­კო­სი­სა და ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ას ძმა ბახ­ვა ჩი­ქო­ბა­ვა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხო­ფე­რია ბახ­ვა ჩი­ქო­ბას იხ­სე­ნებს და წერს:

"ასე მგო­ნია, რე­ა­ლო­ბას მოვ­წყდი. მო­გო­ნე­ბებ­ში ვცხოვ­რობ და მო­გო­ნე­ბებს დავ­ტი­რი­ვარ.

54 წელი შენ­თან ერ­თად... და­წყე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი სი­ტყვით, რო­მე­ლიც დე­და­ჩემს უთხა­რი ფა­ფის ჭა­მის დროს - გა­გა­ქავ... დამ­თავ­რე­ბუ­ლი შენი ბოლო წე­რი­ლით... უამ­რა­ვი სი­ხა­რუ­ლით და ბედ­ნი­ე­რე­ბით... ჩემ­ზე და ჩემ შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვით. ბი­ჭებს რომ ვერ ვე­რე­ო­დი, ვე­უბ­ნე­ბო­დი, - ბახ­ვას ვუ­რე­კავ, მე მოვ­რჩი თქვენ­თან ჭი­და­ო­ბას - თქო და... ოღონდ შენ­თან არ ჩა­მეშ­ვა, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი­ვით მი­ყუ­რებ­დნენ თვა­ლებ­ში. რო­გორ ქვე­მოთ, ფო­ტო­ზე, ასე იყ­ვნენ გა­შე­შე­ბუ­ლე­ბი შენ­თან.

რა სა­ში­ნე­ლი ყო­ფი­ლა, რო­დე­საც გლო­ვაც არ შე­გიძ­ლია წე­სი­სა­მებრ... რო­დე­საც ტირი და იმე­დის სხი­ვი გუ­ლის კუნ­ჭულ­ში მა­ინც ანა­თებს და... ისევ ხვდე­ბი, რომ მო­გო­ნე­ბებს დას­ტი­რი...

რა მტკივ­ნე­უ­ლი ყო­ფი­ლა ეს იმე­დის სხი­ვი... იქ­ნებ... იქ­ნებ... იქ­ნებ...

ბახ­ვან­ხუ­ლა, ბახ­ვან­ხო, ბა­ხუ­ლია, გეხ­ვე­წე­ბი რააა...

მა­მი­და ამ­ბობს, - და­ვე­ლო­დე­ბიო...

მე ვფიქ­რობ, იქ­ნებ სჯობ­დეს, იმე­დის სხი­ვით წა­ვი­დეს...

არ ვიცი... რე­ა­ლო­ბას მოვ­წყდი..."

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფიქრია
2

გზა მართალსაა აწი უფალმა განსაჯოს

!
11

დანაშაულებრივი წარსულის გამო მას ქვეყნიდან გასვლა არ შეეძლო, ვინ გაუშვა?! ყოფილიყო აქ და ცოცხალი. ან ციხეს ვინ აარიდა?! ზღვაში გაყვანილი, მოკლული და გადაგდებულის ოჯახს კითხეთ?! ეძახეთ ახლა გმირი!!!

ავტორი:

"რა საშინელი ყოფილა, როდესაც გლოვაც არ შეგიძლია წესისამებრ..." - რას წერს ხათუნა ხოფერია უკრაინაში დაღუპულ ძმაზე?

"რა საშინელი ყოფილა, როდესაც გლოვაც არ შეგიძლია წესისამებრ..." - რას წერს ხათუნა ხოფერია უკრაინაში დაღუპულ ძმაზე?

რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა პოლიტიკოსისა და ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერიას ძმა ბახვა ჩიქობავა.

სოციალურ ქსელში ხოფერია ბახვა ჩიქობას იხსენებს და წერს:

"ასე მგონია, რეალობას მოვწყდი. მოგონებებში ვცხოვრობ და მოგონებებს დავტირივარ.

54 წელი შენთან ერთად... დაწყებული პირველი სიტყვით, რომელიც დედაჩემს უთხარი ფაფის ჭამის დროს - გაგაქავ... დამთავრებული შენი ბოლო წერილით... უამრავი სიხარულით და ბედნიერებით... ჩემზე და ჩემ შვილებზე ზრუნვით. ბიჭებს რომ ვერ ვერეოდი, ვეუბნებოდი, - ბახვას ვურეკავ, მე მოვრჩი თქვენთან ჭიდაობას - თქო და... ოღონდ შენთან არ ჩამეშვა, პატარა ბავშვებივით მიყურებდნენ თვალებში. როგორ ქვემოთ, ფოტოზე, ასე იყვნენ გაშეშებულები შენთან.

რა საშინელი ყოფილა, როდესაც გლოვაც არ შეგიძლია წესისამებრ... როდესაც ტირი და იმედის სხივი გულის კუნჭულში მაინც ანათებს და... ისევ ხვდები, რომ მოგონებებს დასტირი...

რა მტკივნეული ყოფილა ეს იმედის სხივი... იქნებ... იქნებ... იქნებ...

ბახვანხულა, ბახვანხო, ბახულია, გეხვეწები რააა...

მამიდა ამბობს, - დაველოდებიო...

მე ვფიქრობ, იქნებ სჯობდეს, იმედის სხივით წავიდეს...

არ ვიცი... რეალობას მოვწყდი..."