მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიდრე რუსეთში სანქციები, მის ხელისუფლებაში კი პუტინია, შანსი გვაქვს საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს " - პაატა ზაქარეიშვილი
"ვიდრე რუსეთში სანქციები, მის ხელისუფლებაში კი პუტინია, შანსი გვაქვს საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს " - პაატა ზაქარეიშვილი

ვიდ­რე სან­ქცი­ე­ბია რუ­სეთ­ში და პუ­ტი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მა­ნამ­დე გვაქვს შან­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დე­ო­კუ­პა­ცია მო­ახ­დი­ნოს და რუ­სეთს ჯა­რე­ბი გა­აყ­ვა­ნი­ნოს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ კონ­ფლიქ­ტო­ლოგ­მა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომმა სა­ქარ­თვე­ლოს არა­თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფან­ჯა­რა, ჭიშ­კა­რი გა­უხ­სნა, რა­საც მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ იყე­ნებს.

"დე­ო­კუ­პა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს შან­სე­ბი იზ­რდე­ბა, მაგ­რამ არა სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბით. თუ ვინ­მეს გა­უჩ­ნდა გან­ცდა, რომ ახლა არის დრო, როცა სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ "სამ­ხრეთ ოსე­თის“ და აფხა­ზე­თის დაბ­რუ­ნე­ბა, ეს არის უაღ­რე­სად მცდა­რი და წინ­და­უ­ხე­და­ვი მო­საზ­რე­ბა, მაგ­რამ გაჩ­ნდა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შან­სე­ბი, მოხ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ის გალ­ღო­ბა და პრო­ცე­სე­ბის არ­სე­ბი­თად მარ­თვა, თუ ჩვენ ჩა­ვერ­თვე­ბით იმ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში, რაც მსოფ­ლი­ო­შია. უნდა მოვ­ხვდეთ უკ­რა­ი­ნის დღის წეს­რიგ­ში. ძალ­ზედ უც­ნა­უ­რია, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­დუმ­და ისეთ თე­მებ­ზე, რო­მელ­ზეც მუდ­მი­ვად ლა­პა­რა­კობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და რუ­სეთ­მა უნდა შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს 6-პუნ­ქტი­ან გეგ­მა­ზე ხელ­მო­წე­რით აიღო და გა­იყ­ვა­ნოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი.

მსოფ­ლი­ოს უნდა ვუ­თხრათ, რომ რა იმე­დი აქვთ უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბის, რო­მელ­საც ხელი ოდეს­ღაც მა­ინც მო­ე­წე­რე­ბა, როცა რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­თან­ხმე­ბას არ ას­რუ­ლებს?! ამას­თან, მთე­ლი მსოფ­ლიო ლა­პა­რა­კობს, რომ რუ­სეთ­მა უკან უნდა წა­ი­ღოს აფხა­ზე­თის და "სამ­ხრეთ ოსე­თის“ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა. ამა­ზე სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა დო­ნეც­კის და ლუ­განსკის ოლ­ქე­ბის კონ­ტექ­სტშიც. ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­ქარ­თვე­ლო მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში და რო­დე­საც ამ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი და­ი­წყე­ბა უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ასე­ვე უნდა იყოს ჩვე­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­მარ­თე­ბა­შიც. ეს სა­კი­თხე­ბი მსოფ­ლიო დღის წეს­რი­გის ნა­წი­ლად უნდა ვაქ­ცი­ოთ, რად­გან აქ შან­სე­ბი გვაქვს. თუმ­ცა, უც­ნა­უ­რია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც ახლა და­დუმ­და“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

რა­ტომ დუმს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა? - ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხად ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, მას დი­რექ­ტი­ვე­ბი რუ­სე­თი­დან აქვს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახლა შე­ში­ნე­ბუ­ლი სი­რაქ­ლე­მას პო­ზი­ცი­ა­შია.

"რუ­სე­თი იტანს სა­ქარ­თვე­ლოს კო­ლექ­ტი­ურ აღტყი­ნე­ბას რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­დაც ვართ ჯოგ­ში, ჯო­გუ­რი ქცე­ვა გვაქვს, იქ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, მაგ­რამ სა­დაც სა­ჭი­როა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ქცე­ვა - "და­მი­ნა­ხეთ, და­მი­ნა­ხეთ ხალ­ხო, ჩვენც ვართ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი“, ეს იკ­რძა­ლე­ბა და ჩრდილ­ში ექ­ცე­ვა. თუ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამა­ზე რუ­სეთ­მა გა­აფრ­თხი­ლა, ეს არის უდი­დე­სი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი ქცე­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰგო­ნია, რომ რუ­სეთს არ უნდა შე­ვახ­სე­ნოთ ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა - თუ არ ვარ­სე­ბობთ, ვერ დაგ­ვი­ნა­ხავს და გაგ­ვა­ტა­რებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის შე­ში­ნე­ბუ­ლი სი­რაქ­ლე­მას პო­ზი­ცი­ა­ში. არ მგო­ნია, რომ მათ რუ­სე­თი უყ­ვართ, მაგ­რამ რუ­სე­თის ეში­ნი­ათ და ურ­ჩევ­ნი­ათ არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნონ. რო­დე­საც სა­უბ­რო­ბენ არ­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა­ზე, აქ პო­ლი­ტი­კა სა­ერ­თოდ არ არის, მარ­ტო არ­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბაა. უნდა ვი­მოძ­რა­ოთ, მაგ­რამ ფრთხი­ლად. რა­ტომ არ ვა­ღი­ზი­ა­ნებთ, ამა­ზე პა­სუ­ხი ხომ უნდა გვქონ­დეს? ან მივ­დი­ვართ ნატო-ში თუ არა? ვმუ­შა­ობთ დე­ო­კუ­პა­ცი­ა­ზე თუ არა? რა არის ამ არ­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის ფასი? ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ ბორ­დე­რი­ზა­ცია ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ირაკ­ლი ბე­ბუა ისევ ტყვე­ო­ბა­ში გვყავს სო­ხუმ­ში, გა­ხე­ლა­ძე გა­მო­იხ­სნეს, მაგ­რამ სა­პატ­რი­არ­ქომ გა­ა­კე­თა ეს და არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

თუ უკ­რა­ი­ნა მარ­ცხდე­ბა, ჩვენც აუ­ცი­ლებ­ლად ვმარ­ცხდე­ბით, მაგ­რამ თუ უკ­რა­ი­ნა იმარ­ჯვებს, მა­შინ ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის შან­სე­ბიც ერთი-ორად იზ­რდე­ბა და სად ვართ მა­შინ ჩვე­ნი ფრთხი­ლი პო­ლი­ტი­კით? უკ­რა­ი­ნის თე­მამ არა­თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფან­ჯა­რა, ჭიშ­კა­რიც კი გახ­სნა. თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­ღაც დი­რექ­ტი­ვა გვაქვს რუ­სე­თი­დან, რა უნდა ვა­კე­თოთ და რა არ უნდა ვა­კე­თოთ, მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა ხმა მივ­ცეთ გა­ე­რო­ში, მაგ­რამ არ უნდა მი­ვუ­ერ­თდეთ სან­ქცი­ებს; შე­იძ­ლე­ბა ხმა მივ­ცეთ ჰა­ა­გა­ში, მაგ­რამ სხვა ქვეყ­ნებ­ში ვით­ქვი­ფე­ბით. რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ის მთა­ვა­რი კონ­ტექ­სტია სა­ქარ­თვე­ლო არ გა­მოჩ­ნდეს, რო­გორც უკ­რა­ი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ერთ-ერთი გა­მო­სა­ვა­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბაა და ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­თვის იმის ჩვე­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დუ­მი­ლის პო­ლი­ტი­კას ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა არ ეთან­ხმე­ბა.

"კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ყო­ველ­დღე თუნ­დაც ერთი სა­ა­თით 10 ათა­სი კაცი მუდ­მი­ვად გა­რეთ იქ­ნე­ბა ქუ­ჩა­ში და გა­აპ­რო­ტეს­ტებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას, ამას მსოფ­ლიო და­ი­ნა­ხავს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა არ ეთან­ხმე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მსოფ­ლი­ომ ნა­ხოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის თავს უკ­რა­ი­ნას­თან აი­გი­ვებს. ასე­ვე უნდა იყოს მშვი­დო­ბი­ა­ნი მი­ტინ­გე­ბი ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს­თან, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის სა­ელ­ჩო­ებ­თან, რომ არ და­გა­ვი­წყდეთ სა­ქარ­თვე­ლო, ჩვენ თქვე­ნი იმე­დი გვაქვს, ნუ ენ­დო­ბით მხო­ლოდ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. ამ ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სხვა გა­მო­სა­ვალს ვერ ვხე­დავ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გაგ­რძელ­დეს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ტემ­პე­რა­ტუ­რის არ­დაგ­დე­ბა. რო­გორც კი რუ­სე­თი და უკ­რა­ი­ნა შე­თან­ხმე­ბას ხელს მო­ა­წერს და ამ სან­ქცი­ე­ბის მოხ­სნა და­ი­წყე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო უნდა იყოს დღის წეს­რიგ­ში და ამ სან­ქცი­ე­ბის მოხ­სნის პი­რო­ბად ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც უნდა იყოს, ასე­ვე აფხა­ზე­თის და "სამ­ხრეთ ოსე­თის“ აღი­ა­რე­ბის უკან წა­ღე­ბა. თუ ჩვენ ჩა­მოვ­რჩით, მე არ მეს­მის, მერე რა მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აკ­რი­ტი­კოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­მელ­მაც, მა­თი­ვე აზ­რით, საქ­მე 2008 წელს საკ­მა­რი­სად ვერ გა­ა­კე­თა? დღეს "ოც­ნე­ბას“ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის შან­სი გა­უჩ­ნდა და არ იყე­ნებს. ამე­რი­კე­ლე­ბი და ევ­რო­პე­ლე­ბი უფრო ხში­რად გვახ­სე­ნე­ბენ ჩვენ, ვიდ­რე ჩვენ ვახ­სე­ნებთ თავს მსოფ­ლი­ოს. ივა­ნიშ­ვილ­მა და­ფერთხა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კო­ა­ლი­ცია, გა­მო­ყა­რა იქი­დან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და და­ტო­ვა მედ­რო­ვე­ე­ბი - მდი­ნა­რა­ძე­ე­ბის და კო­ბა­ხი­ძე­ე­ბის სა­ხით, რათა არა­ფე­რი კეთ­დე­ბო­დეს. ვიდ­რე სან­ქცი­ე­ბია რუ­სეთ­ში და პუ­ტი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მა­ნამ­დე გვაქვს შან­სე­ბი. მაგ­რამ თუ კარი ღიაა და არ შე­დი­ხარ, რომ და­ი­კე­ტე­ბა, არა­ვის ბრა­ლი არ იქ­ნე­ბა ეს ჩვე­ნი თა­ვის გარ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ბოლო 30 წლის ის­ტო­რია არის ის­ტო­რია, რო­მელ­საც სა­ხე­ლად შე­იძ­ლე­ბა და­ვარ­ქვათ "გაშ­ვე­ბუ­ლი შან­სე­ბის ის­ტო­რია“. სულ გაშ­ვე­ბუ­ლი შან­სე­ბი გვაქვს, სამ­წუ­ხა­როდ. ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, აქ­ტი­უ­რე­ბი უნდა იყ­ვნენ არ­ჩევ­ნებ­ში და ოპო­ზი­ცი­ა­მაც უნდა გა­ან­ძრი­ოს ერთი ად­გი­ლი და მო­ტი­ვა­ცია შე­უქ­მნას მო­სახ­ლე­ო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბრაიანი
1

ეს ბლუკუნა მილიტარისტი რამის თავი მაინც ქონდეს

პატიკო!
3

შენ, ცხელ-კარტოფილ-ყლაპია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ვიდრე რუსეთში სანქციები, მის ხელისუფლებაში კი პუტინია, შანსი გვაქვს საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს " - პაატა ზაქარეიშვილი

"ვიდრე რუსეთში სანქციები, მის ხელისუფლებაში კი პუტინია, შანსი გვაქვს საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს " - პაატა ზაქარეიშვილი

ვიდრე სანქციებია რუსეთში და პუტინი ხელისუფლებაში, მანამდე გვაქვს შანსები საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს და რუსეთს ჯარები გააყვანინოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან“ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, უკრაინა-რუსეთის ომმა საქართველოს არათუ შესაძლებლობების ფანჯარა, ჭიშკარი გაუხსნა, რასაც მისივე შეფასებით, ხელისუფლება არ იყენებს.

"დეოკუპაციის მიმართულებით, საქართველოს შანსები იზრდება, მაგრამ არა სამხედრო მოქმედებებით. თუ ვინმეს გაუჩნდა განცდა, რომ ახლა არის დრო, როცა სამხედრო შეიარაღებული ძალებით უნდა მოვახერხოთ "სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დაბრუნება, ეს არის უაღრესად მცდარი და წინდაუხედავი მოსაზრება, მაგრამ გაჩნდა მნიშვნელოვანი შანსები, მოხდეს სიტუაციის გალღობა და პროცესების არსებითად მართვა, თუ ჩვენ ჩავერთვებით იმ პოლიტიკურ პროცესებში, რაც მსოფლიოშია. უნდა მოვხვდეთ უკრაინის დღის წესრიგში. ძალზედ უცნაურია, როდესაც საქართველოს ხელისუფლება დადუმდა ისეთ თემებზე, რომელზეც მუდმივად ლაპარაკობდა, რომ საქართველო ოკუპირებულია და რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიან გეგმაზე ხელმოწერით აიღო და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები.

მსოფლიოს უნდა ვუთხრათ, რომ რა იმედი აქვთ უკრაინა-რუსეთის შეთანხმების შესრულების, რომელსაც ხელი ოდესღაც მაინც მოეწერება, როცა რუსეთი საქართველოსთან შეთანხმებას არ ასრულებს?! ამასთან, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარება. ამაზე საუბარი იქნება დონეცკის და ლუგანსკის ოლქების კონტექსტშიც. ამიტომ კარგი იქნება, თუ საქართველო მუდმივად იქნება ყურადღების ცენტრში და როდესაც ამ თემებზე საუბარი დაიწყება უკრაინასთან მიმართებაში, ასევე უნდა იყოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებაშიც. ეს საკითხები მსოფლიო დღის წესრიგის ნაწილად უნდა ვაქციოთ, რადგან აქ შანსები გვაქვს. თუმცა, უცნაურია, რომ ხელისუფლება მაინცდამაინც ახლა დადუმდა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რატომ დუმს ხელისუფლება? - ამ კითხვაზე პასუხად ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ, მას დირექტივები რუსეთიდან აქვს და ხელისუფლება ახლა შეშინებული სირაქლემას პოზიციაშია.

"რუსეთი იტანს საქართველოს კოლექტიურ აღტყინებას რუსეთის წინააღმდეგ, სადაც ვართ ჯოგში, ჯოგური ქცევა გვაქვს, იქ ვმონაწილეობთ, მაგრამ სადაც საჭიროა ინდივიდუალური ქცევა - "დამინახეთ, დამინახეთ ხალხო, ჩვენც ვართ დაზარალებული“, ეს იკრძალება და ჩრდილში ექცევა. თუ ჩვენი ხელისუფლება ამაზე რუსეთმა გააფრთხილა, ეს არის უდიდესი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ქცევა. საქართველოს ხელისუფლებას ჰგონია, რომ რუსეთს არ უნდა შევახსენოთ ჩვენი არსებობა - თუ არ ვარსებობთ, ვერ დაგვინახავს და გაგვატარებს. ხელისუფლება არის შეშინებული სირაქლემას პოზიციაში. არ მგონია, რომ მათ რუსეთი უყვართ, მაგრამ რუსეთის ეშინიათ და ურჩევნიათ არ გააღიზიანონ. როდესაც საუბრობენ არგაღიზიანების პოლიტიკაზე, აქ პოლიტიკა საერთოდ არ არის, მარტო არგაღიზიანებაა. უნდა ვიმოძრაოთ, მაგრამ ფრთხილად. რატომ არ ვაღიზიანებთ, ამაზე პასუხი ხომ უნდა გვქონდეს? ან მივდივართ ნატო-ში თუ არა? ვმუშაობთ დეოკუპაციაზე თუ არა? რა არის ამ არგაღიზიანების ფასი? ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბორდერიზაცია ისევ მიმდინარეობს, ირაკლი ბებუა ისევ ტყვეობაში გვყავს სოხუმში, გახელაძე გამოიხსნეს, მაგრამ საპატრიარქომ გააკეთა ეს და არაფერი გაუკეთებია ხელისუფლებას.

თუ უკრაინა მარცხდება, ჩვენც აუცილებლად ვმარცხდებით, მაგრამ თუ უკრაინა იმარჯვებს, მაშინ ჩვენი გამარჯვების შანსებიც ერთი-ორად იზრდება და სად ვართ მაშინ ჩვენი ფრთხილი პოლიტიკით? უკრაინის თემამ არათუ შესაძლებლობების ფანჯარა, ჭიშკარიც კი გახსნა. თუმცა, სავარაუდოდ, რაღაც დირექტივა გვაქვს რუსეთიდან, რა უნდა ვაკეთოთ და რა არ უნდა ვაკეთოთ, მაგალითად, შეიძლება ხმა მივცეთ გაეროში, მაგრამ არ უნდა მივუერთდეთ სანქციებს; შეიძლება ხმა მივცეთ ჰააგაში, მაგრამ სხვა ქვეყნებში ვითქვიფებით. რუსეთის პოზიციის მთავარი კონტექსტია საქართველო არ გამოჩნდეს, როგორც უკრაინა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, არსებული სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალი ახალგაზრდების აქტიურობაა და ჩვენი პარტნიორებისთვის იმის ჩვენება, რომ საქართველოს ხელისუფლების დუმილის პოლიტიკას ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არ ეთანხმება.

"კარგი იქნება, თუ ყოველდღე თუნდაც ერთი საათით 10 ათასი კაცი მუდმივად გარეთ იქნება ქუჩაში და გააპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას, ამას მსოფლიო დაინახავს, რომ მოსახლეობა არ ეთანხმება ხელისუფლებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსოფლიომ ნახოს, რომ საქართველო თავის თავს უკრაინასთან აიგივებს. ასევე უნდა იყოს მშვიდობიანი მიტინგები ამერიკის საელჩოსთან, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებთან, რომ არ დაგავიწყდეთ საქართველო, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, ნუ ენდობით მხოლოდ "ქართულ ოცნებას“. ამ ტიპის აქტივობები მნიშვნელოვანია, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჰუმანიტარული დახმარების ღონისძიებები და ტემპერატურის არდაგდება. როგორც კი რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ხელს მოაწერს და ამ სანქციების მოხსნა დაიწყება, საქართველო უნდა იყოს დღის წესრიგში და ამ სანქციების მოხსნის პირობად ჯარების გაყვანა საქართველოდანაც უნდა იყოს, ასევე აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის“ აღიარების უკან წაღება. თუ ჩვენ ჩამოვრჩით, მე არ მესმის, მერე რა მორალური უფლება ექნება "ქართულ ოცნებას“ აკრიტიკოს "ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც, მათივე აზრით, საქმე 2008 წელს საკმარისად ვერ გააკეთა? დღეს "ოცნებას“ “ნაციონალური მოძრაობის“ დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსი გაუჩნდა და არ იყენებს. ამერიკელები და ევროპელები უფრო ხშირად გვახსენებენ ჩვენ, ვიდრე ჩვენ ვახსენებთ თავს მსოფლიოს. ივანიშვილმა დაფერთხა "ქართული ოცნების“ კოალიცია, გამოყარა იქიდან პოლიტიკოსები და დატოვა მედროვეები - მდინარაძეების და კობახიძეების სახით, რათა არაფერი კეთდებოდეს. ვიდრე სანქციებია რუსეთში და პუტინი ხელისუფლებაში, მანამდე გვაქვს შანსები. მაგრამ თუ კარი ღიაა და არ შედიხარ, რომ დაიკეტება, არავის ბრალი არ იქნება ეს ჩვენი თავის გარდა. საქართველოს ბოლო 30 წლის ისტორია არის ისტორია, რომელსაც სახელად შეიძლება დავარქვათ "გაშვებული შანსების ისტორია“. სულ გაშვებული შანსები გვაქვს, სამწუხაროდ. ბევრი რამ არის დამოკიდებული საზოგადოებაზე, აქტიურები უნდა იყვნენ არჩევნებში და ოპოზიციამაც უნდა გაანძრიოს ერთი ადგილი და მოტივაცია შეუქმნას მოსახლეობას“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.