პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრემლის მხარდამჭერმა, ქართული წარმოშობის მომღერალმა, გრეგორი ლეპსმა სანქციების გამო 20 მილიონამდე დოლარი დაკარგა
კრემლის მხარდამჭერმა, ქართული წარმოშობის მომღერალმა, გრეგორი ლეპსმა სანქციების გამო 20 მილიონამდე დოლარი დაკარგა

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რალ­მა გრე­გო­რი ლეპს­მა მის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის გამო უდი­დე­სი ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლი გა­ნი­ცა­და.

მომ­ღე­რალს ამე­რი­კი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის ბან­კებ­ში ან­გა­რი­შე­ბი გა­უ­ყი­ნეს, რის შე­დე­გა­დაც ჯამ­ში 20 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­კარ­გა. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ლეპ­სი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი არ­ტის­ტია რუ­სეთ­ში. მისი სა­კონ­ცერ­ტო დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ ლეპ­სის შე­მო­სავ­ლის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ამე­რი­კი­სა და ბრი­ტა­ნე­თის ბან­კებ­ში ინა­ხე­ბო­და, ახლა კი მისი ან­გა­რი­შე­ბი გა­ყი­ნუ­ლია. ცნო­ბი­ლია, რომ ლეპ­სი პერ­სო­ნა ნონ გრა­ტად მი­იჩ­ნი­ეს და მას სხვა ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბაც შე­ე­ზღუ­და.

გრი­გო­რი ლეპ­სი დიდი ხა­ნია, რაც რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მომ­ღე­რა­ლია. მისი სა­ღა­მოს ღი­რე­ბუ­ლე­ბა 120 ათას ევ­რომ­დეა.

რუ­სულ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ლეპ­სი თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლის ნა­წილს ამე­რი­კულ და ლონ­დო­ნის ბან­კებ­ში ინა­ხავ­და.

მომ­ღე­რა­ლი შავ სი­ა­ში ჯერ კი­დევ 2013 წელს მოხ­ვდა, რო­დე­საც აშშ-ს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ სა­ხე­ლი ლეპ­სი ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "პოსტსაბ­ჭო­თა მა­ფი­ის“ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა. შემ­დეგ კი სი­ა­ში შე­მა­ვა­ლი პი­რე­ბის აქ­ტი­ვე­ბი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში დაბ­ლო­კეს და ამე­რი­კე­ლებს აეკ­რძა­ლათ მათ­თან საქ­მი­ა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბი.

ლეპსს ასე­ვე არ უშ­ვებ­დნენ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში. მომ­ღე­რალ­მა სა­ელ­ჩოს ვი­ზა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უარი ეთ­ქვა. მომ­ღე­რა­ლი აღ­შფო­თე­ბუ­ლი იყო იმით, რომ მისი დო­კუ­მენ­ტე­ბი ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­და და სა­ბო­ლო­ოდ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე უა­რით გა­მო­უშ­ვეს.

მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თი შე­იჭ­რა, მომ­ღე­რა­ლი კრემ­ლის მხარ­დამ­ჭე­რად რჩე­ბა და რუ­სეთ­ში კონ­ცერ­ტებს აგ­რძე­ლებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

რისი ღირსია კაცი, რომელსაც საკუთარი სახელის, გვარის, ეროვნების რცხვენია და იცვლის და მალავს მას?!

ვახო ხო
0

ჩასვეს ეგეც იმ გემში უკვე გარკვეული მიმართულებით რომ მიდის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

კრემლის მხარდამჭერმა, ქართული წარმოშობის მომღერალმა, გრეგორი ლეპსმა სანქციების გამო 20 მილიონამდე დოლარი დაკარგა

კრემლის მხარდამჭერმა, ქართული წარმოშობის მომღერალმა, გრეგორი ლეპსმა სანქციების გამო 20 მილიონამდე დოლარი დაკარგა

რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალმა გრეგორი ლეპსმა მის მიმართ დაწესებული სანქციების გამო უდიდესი ფინანსური ზარალი განიცადა.

მომღერალს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ბანკებში ანგარიშები გაუყინეს, რის შედეგადაც ჯამში 20 მილიონი დოლარი დაკარგა. რუსული მედია წერს, რომ ლეპსი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი არტისტია რუსეთში. მისი საკონცერტო დირექტორი ამბობს, რომ ლეპსის შემოსავლის უდიდესი ნაწილი ამერიკისა და ბრიტანეთის ბანკებში ინახებოდა, ახლა კი მისი ანგარიშები გაყინულია. ცნობილია, რომ ლეპსი პერსონა ნონ გრატად მიიჩნიეს და მას სხვა ქვეყანაში შესვლის უფლებაც შეეზღუდა.

გრიგორი ლეპსი დიდი ხანია, რაც რუსული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალია. მისი საღამოს ღირებულება 120 ათას ევრომდეა.

რუსულ მედიაში წერენ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ლეპსი თავისი შემოსავლის ნაწილს ამერიკულ და ლონდონის ბანკებში ინახავდა.

მომღერალი შავ სიაში ჯერ კიდევ 2013 წელს მოხვდა, როდესაც აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ სახელი ლეპსი ეგრეთ წოდებული "პოსტსაბჭოთა მაფიის“ სიაში შეიყვანა. შემდეგ კი სიაში შემავალი პირების აქტივები შეერთებულ შტატებში დაბლოკეს და ამერიკელებს აეკრძალათ მათთან საქმიანი კონტაქტები.

ლეპსს ასევე არ უშვებდნენ დიდ ბრიტანეთში. მომღერალმა საელჩოს ვიზაზე რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ ყოველთვის უარი ეთქვა. მომღერალი აღშფოთებული იყო იმით, რომ მისი დოკუმენტები ოთხი თვის განმავლობაში განიხილებოდა და საბოლოოდ ახსნა-განმარტების გარეშე უარით გამოუშვეს.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, მომღერალი კრემლის მხარდამჭერად რჩება და რუსეთში კონცერტებს აგრძელებს.