უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინა რუს ოკუპანტებზე გამარჯვებას აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში იზეიმებს.
"აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში ვფიქრობ, ისეთი შუალედური გამარჯვება გვექნება, როცა მივხვდებით, რომ ისინი დავამარცხეთ", - განაცხადა მან.
არესტოვიჩის თქმით, შესაძლოა, ეს არ ნიშნავდეს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ ყველასთვის გასაგები იქნება, რომ რუსეთის სამხედრო მცდელობების დასასრული დადგა.
შეგახსენებთ, მანამდე არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუს ოკუპანტებთან აქტიური საომარი მოქმედებები უკრაინაში შეიძლება, ორ-სამ კვირაში დასრულდეს.
იხილეთ ასევე:
რუსეთს არავის დახმარება არ სჭირდება თავისი თავის დასამარხად. თვითონ გააკეთებს ამ საქმეს. ომი უკრაინაშია და აგერ 100 ათასი რუსი ლტოლვილი გვიზის ბათუმსა და თბილისში. სავსეა რუსი ლტოლვილებით სომხეთი, აზერბაიჯანი, ემირატები, ტაილანდი. პუტინმა ათასობით რუსი ახალგაზრდები ჩააკლა უკრაინაში. არსებობის ბოლო თვებს ითვლიან.
იზეიმეთ, ოღონდ ისე გამოვგივიდეთ, რუსთაველზე რომ იზეიმა მიშამ 2008-ში ომის მოგება.