ავტორი:

რომან აბრამოვიჩის იახტას თურქეთის პორტში აქციით დახვდნენ - რა მოხდა ბოდრუმში?

რომან აბრამოვიჩის იახტას თურქეთის პორტში აქციით დახვდნენ - რა მოხდა ბოდრუმში?

უკრაინელებმა რუსი მილიარდერის რომან აბრამოვიჩის სუპერ იახტის თურქეთის პორტში შესვლას ხელი შეუშალეს. ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს უკრაინის დროშები ეკავათ, რომლებზეც ეწერა: "არა ომს". გაურკვეველია, იმყოფებოდა თუ არა თავად აბრამოვიჩი მის 140 მეტრიან იახტაზე ("My Solaris"), როდესაც ის ნაშუადღევს ბოდრუმის პორტს მიადგა.

"აქციაში ახალგაზრდა მეიახტეთა გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც ქალაქ ოდესიდან არიან და თურქეთში ყოველწლიურ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად იყვნენ ჩასულები" - იუწყება ტელეკომპანია "Nexta".

ისინი ოლიგარქის კუთვნილ იახტას პატარა ნავით დახვდნენ. აქცია მაშინ დასრულდა, როცა ადგილზე პოლიცია მივიდა და იახტა პორტში გაჩერდა. როგორც გაირკვა, ახალგაზრდა მცურავებმა უკრაინა მანამდე დატოვეს, ვიდრე იქ რუსეთი შეიჭრებოდა.

ჩელსის გუნდის მფლობელს, რომლის ქონებაც 10 მილიარდ ფუნტს შეადგენს, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც რუსეთმა უკრაინასთან ომი წამოიწყო და აბრამოვიჩის პუტინთან კავშირმა შეშფოთება გამოიწვია. ოლიგარქი გასულ კვირას, 3 დღის განმავლობაში სამჯერ გაფრინდა თურქეთიდან რუსეთში და - პირიქით.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა