გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მოწოდებით გამოდის შეწყდეს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული "აბსურდული ომი", რომელიც "ადამიანთა თავზარდამცემ ტანჯვას" იწვევს, "მძაფრდება" და "ყოველ საათში უფრო არაპროგნოზირებადი ხდება".
ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე, გუტერეშმა სერიოზული მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას გაუსხვა ხაზი.
"მარიუპოლი რომც დაეცეს, უკრაინის ქალაქ -ქალაქ, ქუჩ-ქუჩა, სახლ-კარ დაპყრობა ვერ მოხდება", - განაცხადა გუტერეშმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ "უკრაინელი ხალხი ცოცხალ ჯოჯოხეთს ითმენს“.
"კიდევ რამდენი სიცოცხლე უნდა დაიკარგოს? კიდევ რამდენი ბომბი უნდა ჩამოვარდეს? კიდევ რამდენი უკრაინელი და რუსი უნდა დაიღუპოს, სანამ ყველა მიხვდება, რომ ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებულები, არამედ მხოლოდ დამარცხებულები?" - განაცხადა მან.
გენერალური მდივნის თქმით უკრაინაში ომის გამოძახილი მთელ მსოფლიოში იგრძნობა, რადგან მზარდია სურსათის, ენერგეტიკისა და სასუქის ფასები.