სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ "ომის პარტიის", ასევე მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა" - მამუკა მდინარაძე
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ "ომის პარტიის", ასევე მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა" - მამუკა მდინარაძე

"ომის პარ­ტი­ის" მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ არ გან­ვი­ხი­ლოთ "ომის პარ­ტი­ის", ასე­ვე მისი და­ნა­ყო­ფე­ბის არ­ცერ­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა, - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ "ომის პარ­ტი­ის" მიერ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ არ­ცერთ ინი­ცი­ა­ტი­ვას არ გა­ნი­ხი­ლავს.

"პირ­ველ რიგ­ში, კი­დევ ერთხელ, ჩვე­ნი სო­ლი­და­რო­ბა უკ­რა­ი­ნას და უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს! სა­ქარ­თვე­ლო გა­ნაგ­რძობს მხარ­და­ჭე­რას უკ­რა­ი­ნის მი­მართ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კურ პლატ­ფორ­მა­ზე. ასე­ვე გრძელ­დე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა. უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ღია აგ­რე­სი­ი­სა და სა­ო­მა­რი ქმე­დე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ომის პარ­ტია და მისი და­ნა­ყო­ფე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ სა­ინ­ფორ­მა­ციო, ჰიბ­რი­დულ ომს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ქარ­თვე­ლო კვლავ ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი რუ­სე­თის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ომის პა­რა­ლე­ლუ­რად თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში ჰიბ­რი­დუ­ლი ომის წარ­მო­ე­ბით ებ­რძვის სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას და მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ალ­ბათ ყვე­ლას გახ­სოვთ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის კას­კა­დი და ომში ჩარ­თვის რე­გუ­ლა­რუ­ლი მცდე­ლო­ბე­ბი მათი მხრი­დან, რა­საც ბოლო დღე­ებ­ში ახა­ლი, ჰა­ე­რი­დან მო­ტა­ნი­ლი ტყუ­ი­ლე­ბი და­ე­მა­ტა. მა­გა­ლი­თად: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტეტს და­აბ­რა­ლეს, თით­ქოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში რუ­სუ­ლი სექ­ტო­რის აღ­დგე­ნა ხდე­ბა, ასე­ვე მო­ი­გო­ნეს თით­ქოს ბა­თუმ­ში იხ­სნე­ბა რუ­სუ­ლი სკო­ლა, თით­ქოს პარ­ლა­მენ­ტში გან­სა­ხილ­ვე­ლად შე­დის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც მა­თი­ვე შექ­მნი­ლი ფე­ი­კის მი­ხედ­ვით სა­ზღვარ­ზე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უკონ­ტრო­ლო შე­მო­დი­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა; თქვეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე რუ­სულ­მა სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნავ­მა გა­დაკ­ვე­თა; სა­უბ­რობ­დნენ ჩეჩ­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბის სას­წრა­ფო წე­სით და­წყე­ბა­ზე და ა.შ. ეს არის მათი მავ­ნებ­ლო­ბე­ბის მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი.

ყვე­ლა მათ­გა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მღელ­ვა­რე­ბის გა­მო­საწ­ვე­ვად შექ­მნი­ლი მა­თი­ვე მო­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვია! ამის პა­რა­ლე­ლუ­რად აყე­ნე­ბენ სხვა­დას­ხვა ინი­ცი­ა­ტი­ვებს, რომ­ლე­ბიც, თან პრო­პა­გან­დის­ტულ თუ პო­პუ­ლის­ტურ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში კი პირ­და­პირ ან ირი­ბად უკავ­შირ­დე­ბა ომის პარ­ტი­ის მიერ წარ­მო­ე­ბულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ულ კამ­პა­ნი­ას, ჰიბ­რი­დულ ომს და სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩათ­რე­ვის მი­ზანს. ამას­თან ერ­თად, ბოლო დღე­ებ­ში და­ი­წყეს ისე­თი თე­მე­ბის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც, ამ ვი­თა­რე­ბა­ში, ცალ­კე აღე­ბუ­ლიც, წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მტრო­ბას. ერთ-ერთი ასე­თი თემა 17 მარტს, თა­ვის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ახ­სე­ნა ომის პარ­ტი­ის ლი­დერ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა, რის შემ­დე­გაც მათ თა­ვი­ანთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში ში­დაპ­რო­პა­გან­და და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დარ­წმუ­ნე­ბაც კი დას­ჭირ­დათ, რომ თე­მის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია მო­ეხ­დი­ნათ და სა­კი­თხის წა­მო­წე­ვა დღეს, სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბი­დან მხო­ლოდ მე­ხუ­თე დღეს გა­ბე­დეს. ცალ­სა­ხად უნდა ით­ქვას, ამ ვი­თა­რე­ბა­ში, მსგავ­სი თე­მე­ბის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია არის არა მხო­ლოდ მტრის წის­ქვილ­ზე წყლის დას­ხმა, არა­მედ პირ­და­პირ სა­ქარ­თვე­ლოს მტრო­ბა! შე­სა­ბა­მი­სად, ომის პარ­ტი­ის მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ არ გან­ვი­ხი­ლოთ ომის პარ­ტი­ის, ასე­ვე მისი და­ნა­ყო­ფე­ბის არ­ცერ­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა”, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, შეხ­ვი­დე იმ ხალ­ხის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის ში­ნა­არ­სის გან­ხილ­ვა­ში, რომ­ლე­ბიც ჰიბ­რი­დულ, სა­ინ­ფორ­მა­ციო ომს აწარ­მო­ე­ბენ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

"მათი მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო ჩა­ით­რი­ონ ომში, გა­ზარ­დონ სა­მო­მავ­ლო რის­კე­ბი ან, რო­გორც მი­ნი­მუმ, უკი­დუ­რე­სი, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნონ ქვეყ­ნის იმიჯს, მის ეროვ­ნულ და ეკო­ნო­მი­კურ ინ­ტე­რე­სებს, ამით კი თა­ვად რა­მე­ნა­ი­რად ისარ­გებ­ლონ. ამი­ტომ ჩვენ, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მათ არ­ცერთ ინი­ცი­ა­ტი­ვას არ გან­ვი­ხი­ლავთ! ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე! ამი­სათ­ვის ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ!“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რამზეს
1

რითი ვერ დაასრულეთ ეს ნაცები თქვე მართლა უნიათოებო. ყველაფერზე ნაცების ძახილი გაგიგიათ. ათი წელი გავიდა რაც ხელისუფლებაში ხართ და ნაცების ერთი რომელიმე ინიციატივა თუ გაგიხილავთ, მიღებაზე აღარ ვამბობ. ჩვენ ყველა იდიოტები გგონივართ, თქვე მართლაც იდიოტებო

ცულს მოვიტან ცუნცულასა
1

ცულს მოვიტან ცუბცულას ... ჯერ იმას და მერე შენო...

ავტორი:

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ "ომის პარტიის", ასევე მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა" - მამუკა მდინარაძე

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ "ომის პარტიის", ასევე მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა" - მამუკა მდინარაძე

"ომის პარტიის" მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ "ომის პარტიის", ასევე მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება“ "ომის პარტიის" მიერ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ არცერთ ინიციატივას არ განიხილავს.

"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, ჩვენი სოლიდარობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს! საქართველო განაგრძობს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე. ასევე გრძელდება ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ღია აგრესიისა და საომარი ქმედებების პარალელურად, საქართველოში ომის პარტია და მისი დანაყოფები აგრძელებენ საინფორმაციო, ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო კვლავ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად თავის ქვეყანაში ჰიბრიდული ომის წარმოებით ებრძვის საკუთარ ქვეყანას და მის ხელისუფლებას. ალბათ ყველას გახსოვთ ცრუ ინფორმაციების კასკადი და ომში ჩართვის რეგულარული მცდელობები მათი მხრიდან, რასაც ბოლო დღეებში ახალი, ჰაერიდან მოტანილი ტყუილები დაემატა. მაგალითად: საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტს დააბრალეს, თითქოს საჯარო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სექტორის აღდგენა ხდება, ასევე მოიგონეს თითქოს ბათუმში იხსნება რუსული სკოლა, თითქოს პარლამენტში განსახილველად შედის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები, რაც მათივე შექმნილი ფეიკის მიხედვით საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებას უკავშირდება; თქვეს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა; საუბრობდნენ ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის სასწრაფო წესით დაწყებაზე და ა.შ. ეს არის მათი მავნებლობების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი.

ყველა მათგანი საზოგადოებაში მღელვარების გამოსაწვევად შექმნილი მათივე მოგონილი ამბავია! ამის პარალელურად აყენებენ სხვადასხვა ინიციატივებს, რომლებიც, თან პროპაგანდისტულ თუ პოპულისტურ მიზნებს ემსახურება, პარალელურ რეჟიმში კი პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება ომის პარტიის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, ჰიბრიდულ ომს და საქართველოს ომში ჩათრევის მიზანს. ამასთან ერთად, ბოლო დღეებში დაიწყეს ისეთი თემების აქტუალიზაცია, რომლებიც, ამ ვითარებაში, ცალკე აღებულიც, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს მტრობას. ერთ-ერთი ასეთი თემა 17 მარტს, თავის სასამართლო პროცესზე ახსენა ომის პარტიის ლიდერმა სააკაშვილმა, რის შემდეგაც მათ თავიანთ მედიასაშუალებებში შიდაპროპაგანდა და თანამშრომლების დარწმუნებაც კი დასჭირდათ, რომ თემის აქტუალიზაცია მოეხდინათ და საკითხის წამოწევა დღეს, სააკაშვილის განცხადებიდან მხოლოდ მეხუთე დღეს გაბედეს. ცალსახად უნდა ითქვას, ამ ვითარებაში, მსგავსი თემების აქტუალიზაცია არის არა მხოლოდ მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, არამედ პირდაპირ საქართველოს მტრობა! შესაბამისად, ომის პარტიის მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ ომის პარტიის, ასევე მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა”, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, შეხვიდე იმ ხალხის მიერ ინიცირებული საკითხების შინაარსის განხილვაში, რომლებიც ჰიბრიდულ, საინფორმაციო ომს აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

"მათი მიზანია საქართველო ჩაითრიონ ომში, გაზარდონ სამომავლო რისკები ან, როგორც მინიმუმ, უკიდურესი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ ქვეყნის იმიჯს, მის ეროვნულ და ეკონომიკურ ინტერესებს, ამით კი თავად რამენაირად ისარგებლონ. ამიტომ ჩვენ, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ მათ არცერთ ინიციატივას არ განვიხილავთ! ეს გადაწყვეტილება დღევანდელ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფის და ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე! ამისათვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ!“, - განაცხადა მდინარაძემ.