სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ან გენერლები გაგუდავენ პუტინს, ან პუტინი დაწყვიტავს ყველა გენერალს - პავლე პირველი როგორ მოკლეს? "ტაბაკერკა“ ჩაარტყეს თავში და..." - გუბაზ სანიკიძე
"ან გენერლები გაგუდავენ პუტინს, ან პუტინი დაწყვიტავს ყველა გენერალს - პავლე პირველი როგორ მოკლეს? "ტაბაკერკა“ ჩაარტყეს თავში და..." - გუბაზ სანიკიძე

გე­ნერ­ლებ­მა პუ­ტი­ნი გა­აფრ­თხი­ლეს, ომი არ და­ი­წყოო. ახლა იქ არის ასე­თი სი­ტუ­ა­ცია, რომ ან გე­ნერ­ლე­ბი გა­გუ­და­ვენ პუ­ტინს, ან პუ­ტი­ნი და­წყვი­ტავს ყვე­ლა გე­ნე­რალს, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, თუ რა შე­იძ­ლე­ბა იყოს პუ­ტი­ნის და­სას­რუ­ლი, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე პა­სუ­ხობს, რომ ტრი­ბუ­ნა­ლი გა­ი­წე­ლე­ბა და მას ქვეყ­ნის "შიგ­ნი­დან“ მო­ი­შო­რე­ბენ.

"შიგ­ნი­დან, ტრი­ბუ­ნა­ლი გა­ი­წე­ლე­ბა და... შიგ­ნი­დან. მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ "ტა­ბა­კერ­კა“, პავ­ლე პირ­ველს რომ რე­კეს თავ­ში, თამ­ბა­ქოს ყუთი. პავ­ლე პირ­ვე­ლი რო­გორ მოკ­ლეს? "ტა­ბა­კერ­კა“ ჩა­არ­ტყეს თავ­ში და მერე თა­ვა­დი იაშ­ვი­ლის ყელ­სახ­ვე­ვით გა­გუ­დეს. რუ­სე­თის ის­ტო­რია სულ შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბის ის­ტო­რი­აა, აშ­კა­რად ჩანს გე­ნე­რა­ლი­ტეტ­სა და პუ­ტინს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა. გე­ნერ­ლებ­მა პუ­ტი­ნი გა­აფრ­თხი­ლეს, რომ ომი არ და­ი­წყოო. მა­ინც და­ი­წყო, ხომ? ახლა იქ არის ასე­თი სი­ტუ­ა­ცია, რომ ან გე­ნერ­ლე­ბი გა­გუ­და­ვენ პუ­ტინს, ან პუ­ტი­ნი და­წყვი­ტავს ყვე­ლა გე­ნე­რალს. შე­დე­გი მა­ინც ერ­თია - მარ­ცხი," - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნამ, რო­მელ­საც რუ­სეთ­ზე 4-ჯერ ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი აქვს, "მათი სა­ნა­ქე­ბო წი­თე­ლი არ­მია შუ­ა­ზე გა­ა­პო".

სა­ნი­კი­ძის თქმით, რუ­სე­თი, რო­გორც სამ­ხედ­რო იმ­პე­რია, ჩვენს თვალ­წინ მარ­ცხდე­ბა.

"რუ­სე­თის მთე­ლი ის­ტო­რია არის, რომ ჩვენ­ზე მა­გა­რი ხალ­ხი არ და­ბა­დე­ბუ­ლა. ჩვენ ვე­რა­ვინ გვე­რე­ვა. აგერ, მარ­ტო უკ­რა­ი­ნა, რო­მე­ლიც 4-ჯერ ნაკ­ლე­ბია თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბით, რე­სურ­სე­ბით, 4-ჯერ ნაკ­ლებ­მა ქვე­ყა­ნამ მათი სა­ნა­ქე­ბო წი­თე­ლი არ­მია გა­ა­პო შუ­ა­ზე.

უკ­რა­ი­ნის გენშტა­ბის ამო­ცა­ნა არის, რომ რუ­სე­თის და­ნა­კარ­გი ნა­ხევ­რამ­დე აიყ­ვა­ნონ. ახლა რუ­სე­თის და­ნა­კარ­გი 40%-ია. ნა­ხეთ, რო­გორ მოქ­მე­დებს უკ­რა­ი­ნის არ­მია. შე­უძ­ლია გა­და­ვი­დეს კონ­ტრი­ე­რიშ­ზე, მაგ­რამ არ გა­და­დის. მათი შიდა სტრა­ტე­გია არის რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო მან­ქა­ნის დაფ­ქვა. ეს უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მოხ­დე­ბა. რუ­სულ არი­ას ნელ-ნელა ფქვა­ვენ. ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა, რაც ახლა ვლა­დი­მერ პუ­ტინს და რუს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს, ისაა, რომ დრო აღარ აქვთ უკვე.

რუ­სე­თი ის ვე­ღარ იქ­ნე­ბა, რაც იყო. ეს გა­მო­რი­ცხეთ. რუ­სე­თის მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა მოხ­დე­ბა დიდ ქვეყ­ნებს შო­რის. ამა­ზე, რო­გორც ჩანს, უკვე შე­თან­ხმე­ბუ­ლია და­სავ­ლე­თიც და ჩი­ნე­თიც ანუ მთე­ლი მსოფ­ლიო,“ - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მა მარ­თლაც უნ­დო­დეს, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ.

სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბი კი­ე­ვის და­ცე­მას ელო­დე­ბოდ­ნენ და ახლა "ცუდ დღე­ში“ არი­ან.

"ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არის. ესე­ნი არი­ან სა­კუ­თარ ბედ-იღ­ბალ­ზე ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. რა სა­ქარ­თვე­ლო, რის სა­ქარ­თვე­ლო? რა იცის ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სი რა არის? სად უნდა ეს­წავ­ლა? წმინ­და ბი­ძი­ნას გიმ­ნა­ზი­ა­ში? რა იცის ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, რა არის სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი, ან რო­მე­ლი­მე მათ­გან­მა? არ ვიც­ნობ­დე მა­ინც. ეს არის უწიგ­ნუ­რი ხალ­ხი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბნე­ლი ხალ­ხი და არი­ან ცუდ დღე­ში, იმი­ტომ რომ კი­ე­ვის და­ცე­მას ელო­დე­ბოდ­ნენ. ეს ნა­ძირ­ლე­ბი ესე­ნი, ადა­მი­ა­ნი რომ ხარ და კი­ე­ვის და­ცე­მას ელო­დე­ბი. გა­მო­რი­ცხუ­ლია," - აღ­ნიშ­ნა სა­ნი­კი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
0

ქართული პოლიტიკის 200 კილოგრამიანი ბალასტი!

ალექს
1

შენ პირს შაქარი, მაგრამ არ გასუქდე !?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ან გენერლები გაგუდავენ პუტინს, ან პუტინი დაწყვიტავს ყველა გენერალს - პავლე პირველი როგორ მოკლეს? "ტაბაკერკა“ ჩაარტყეს თავში და..." - გუბაზ სანიკიძე

"ან გენერლები გაგუდავენ პუტინს, ან პუტინი დაწყვიტავს ყველა გენერალს - პავლე პირველი როგორ მოკლეს? "ტაბაკერკა“ ჩაარტყეს თავში და..." - გუბაზ სანიკიძე

გენერლებმა პუტინი გააფრთხილეს, ომი არ დაიწყოო. ახლა იქ არის ასეთი სიტუაცია, რომ ან გენერლები გაგუდავენ პუტინს, ან პუტინი დაწყვიტავს ყველა გენერალს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს პუტინის დასასრული, გუბაზ სანიკიძე პასუხობს, რომ ტრიბუნალი გაიწელება და მას ქვეყნის "შიგნიდან“ მოიშორებენ.

"შიგნიდან, ტრიბუნალი გაიწელება და... შიგნიდან. მე მაინც ვფიქრობ, რომ "ტაბაკერკა“, პავლე პირველს რომ რეკეს თავში, თამბაქოს ყუთი. პავლე პირველი როგორ მოკლეს? "ტაბაკერკა“ ჩაარტყეს თავში და მერე თავადი იაშვილის ყელსახვევით გაგუდეს. რუსეთის ისტორია სულ შეთქმულებების ისტორიაა, აშკარად ჩანს გენერალიტეტსა და პუტინს შორის დაპირისპირება. გენერლებმა პუტინი გააფრთხილეს, რომ ომი არ დაიწყოო. მაინც დაიწყო, ხომ? ახლა იქ არის ასეთი სიტუაცია, რომ ან გენერლები გაგუდავენ პუტინს, ან პუტინი დაწყვიტავს ყველა გენერალს. შედეგი მაინც ერთია - მარცხი," - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე განცხადებით, უკრაინამ, რომელსაც რუსეთზე 4-ჯერ ნაკლები ადამიანური რესურსი აქვს, "მათი სანაქებო წითელი არმია შუაზე გააპო".

სანიკიძის თქმით, რუსეთი, როგორც სამხედრო იმპერია, ჩვენს თვალწინ მარცხდება.

"რუსეთის მთელი ისტორია არის, რომ ჩვენზე მაგარი ხალხი არ დაბადებულა. ჩვენ ვერავინ გვერევა. აგერ, მარტო უკრაინა, რომელიც 4-ჯერ ნაკლებია თავისი მოსახლეობით, რესურსებით, 4-ჯერ ნაკლებმა ქვეყანამ მათი სანაქებო წითელი არმია გააპო შუაზე.

უკრაინის გენშტაბის ამოცანა არის, რომ რუსეთის დანაკარგი ნახევრამდე აიყვანონ. ახლა რუსეთის დანაკარგი 40%-ია. ნახეთ, როგორ მოქმედებს უკრაინის არმია. შეუძლია გადავიდეს კონტრიერიშზე, მაგრამ არ გადადის. მათი შიდა სტრატეგია არის რუსული სამხედრო მანქანის დაფქვა. ეს უახლოეს პერიოდში მოხდება. რუსულ არიას ნელ-ნელა ფქვავენ. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ახლა ვლადიმერ პუტინს და რუს ხელისუფლებას აქვს, ისაა, რომ დრო აღარ აქვთ უკვე.

რუსეთი ის ვეღარ იქნება, რაც იყო. ეს გამორიცხეთ. რუსეთის მემკვიდრეობის გადანაწილება მოხდება დიდ ქვეყნებს შორის. ამაზე, როგორც ჩანს, უკვე შეთანხმებულია დასავლეთიც და ჩინეთიც ანუ მთელი მსოფლიო,“ - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, "ქართულ ოცნებას“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსეთისთვის გადაცემა მართლაც უნდოდეს, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ.

სანიკიძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრები კიევის დაცემას ელოდებოდნენ და ახლა "ცუდ დღეში“ არიან.

"ეს ხელისუფლება არ არის. ესენი არიან საკუთარ ბედ-იღბალზე ჩაფიქრებული ადამიანები. რა საქართველო, რის საქართველო? რა იცის ღარიბაშვილმა ქვეყნის ინტერესი რა არის? სად უნდა ესწავლა? წმინდა ბიძინას გიმნაზიაში? რა იცის ღარიბაშვილმა, რა არის საქართველოს ინტერესები, ან რომელიმე მათგანმა? არ ვიცნობდე მაინც. ეს არის უწიგნური ხალხი. ჩვეულებრივი ბნელი ხალხი და არიან ცუდ დღეში, იმიტომ რომ კიევის დაცემას ელოდებოდნენ. ეს ნაძირლები ესენი, ადამიანი რომ ხარ და კიევის დაცემას ელოდები. გამორიცხულია," - აღნიშნა სანიკიძემ.