პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ლიდერების მიმართვები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა - 38 გამოსვლა, რომლებიც ყოველთვის აქტუალურია
მსოფლიო ლიდერების მიმართვები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა - 38 გამოსვლა, რომლებიც ყოველთვის აქტუალურია

არ­სე­ბო­ბენ ლი­დე­რე­ბი, რო­მელ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი დღემ­დე გავ­ლე­ნას ახ­დენს მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე. ბევ­რი ახ­ლან­დე­ლი ლი­დე­რი მათი მო­საზ­რე­ბე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს, სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი­სას მათი ცი­ტა­ტე­ბით მი­მარ­თავს აუ­დი­ტო­რი­ას და ასე ცდი­ლობს მისი გუ­ლის მო­გე­ბას. თა­ვის მხრივ კი აუ­დი­ტო­რია სა­ხე­ლო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის სი­ტყვე­ბის ცი­ტი­რე­ბი­სას უფრო მე­ტად ენ­დო­ბა სი­ტყვით გა­მომ­სვლელს.

მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი მი­მარ­თვე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოა არა მხო­ლოდ დღე­ვან­დე­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ლი­დე­რე­ბის­თვის, არა­მედ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის­თვი­საც. ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ გა­მოს­ვლებ­ზე სა­უბ­რი­სას მა­შინ­ვე გვახ­სენ­დე­ბა დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სი­ტყვა (We should never surrender), რო­მე­ლიც 1940 წელს წარ­მოთ­ქვა და დღე­საც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ასე­ვე, უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის არა­ერთ ემო­ცი­ურ და და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ გა­მოს­ვლას შო­რის ის­ტო­რი­უ­ლად ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია 1946 წელს ფულ­ტონ­ში, მი­სუ­რის შტატ­ში (აშშ) ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი, როცა მან პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნა გე­ბელ­სის ტერ­მი­ნი „რკი­ნის ფარ­და“ (იგი­ვე სა­ზღვა­რი, რო­მე­ლიც სიმ­ბო­ლუ­რად, იდე­ო­ლო­გი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად ყოფ­და ევ­რო­პას ორ ნა­წი­ლად მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­სას­რუ­ლი­დან ცივი ომის დას­რუ­ლე­ბამ­დე (1945-1990). ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გა­მოს­ვლას­თან ერ­თად, ერთ წიგნ­შია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რე­ბის მი­მარ­თვე­ბი 1945 წლი­დან დღემ­დე და ის მკი­თხველ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის მი­მარ­თვე­ბი, რომ­ლებ­მაც ეპო­ქა შეც­ვა­ლა, აერ­თი­ა­ნებს 38 ლი­დე­რის გა­მოს­ვლას და უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის 1946 წელს წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვი­დან ამო­ნა­რიდ­თან ერ­თად, გი­ზი­ა­რებთ კი­დევ 4 ლი­დე­რის ემო­ცი­ურ და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გა­მოს­ვლას.

უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლი - ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი 1940-45წწ; 1951-55წწ

1946 წელი, ფულ­ტო­ნი, მი­სუ­რის შტა­ტი.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი რამ­დე­ნი­მე თვის დას­რუ­ლე­ბუ­ლია. უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლი და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჰარი ტრუ­მე­ნი უეს­ტმინ­სტე­რის კო­ლეჯ­თან ეს­კორ­ტის თან­ხლე­ბით მი­ვიდ­ნენ, სა­დაც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბათ, სწო­რედ აქ წარ­მოთ­ქვამს ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი სი­ტყვებს, რო­მე­ლიც აშშ-სა და მთე­ლი და­სავ­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მე­სი­ჯებს შე­ი­ცავს:

„ცოტა ხნის წინ ალი­ან­სის გა­მარ­ჯვე­ბე­ბით გა­ნა­თე­ბულ სცე­ნა­ზე სიბ­ნე­ლე ჩა­მოწ­ვა... ბალ­ტი­ის ზღვის შჩე­ცი­ნი­დან ად­რი­ა­ტი­კის ტრი­ეს­ტამ­დე, მთე­ლი კონ­ტი­ნენ­ტის გას­წვრივ „რკი­ნის ფარ­და“ და­ეშ­ვა. ამ ბა­რი­ე­რის იქით დარ­ჩნენ ცენ­ტრა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის უძ­ვე­ლე­სი დე­და­ქა­ლა­ქე­ბი: ვარ­შა­ვა, ბერ­ლი­ნი, პრა­ღა, ვენა, ბუ­და­პეშ­ტი, ბელგრა­დი, ბუ­ქა­რეს­ტი და სო­ფია - და ყვე­ლა ეს ცნო­ბი­ლი ქა­ლა­ქი და მო­სახ­ლე­ო­ბა მოქ­ცე­უ­ლია, რო­გორც მე ვუ­წო­დებ საბ­ჭო­თა სფე­რო­ში და ყვე­ლა მათ­გა­ნი, ამა თუ იმ ფორ­მით წარ­მო­ად­გენს არა მხო­ლოდ საბ­ჭო­თა გავ­ლე­ნის ობი­ექტს, არა­მედ იმ­ყო­ფე­ბა მოს­კო­ვის ჭარ­ბი და მზარ­დი კონ­ტრო­ლის ქვეშ. მხო­ლოდ ათენს - სა­ბერ­ძნეთს, მისი უკ­ვდა­ვი დი­დე­ბით - აქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გა­და­წყვი­ტოს სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე ბრი­ტა­ნე­თის, ამე­რი­კი­სა და საფ­რან­გე­თის დაკ­ვირ­ვე­ბის რე­ჟიმ­ში. რუ­სე­თის გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი პო­ლო­ნე­თის მთავ­რო­ბა წა­ა­ხა­ლი­სეს, გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა გერ­მა­ნი­ის ტე­რი­ტო­რი­ის მას­შტა­ბუ­რი და უკა­ნო­ნო ხელ­ყო­ფა და ახლა ად­გი­ლი აქვს მი­ლი­ო­ნო­ბით გერ­მა­ნე­ლის სამ­წუ­ხა­რო და წარ­მო­უდ­გე­ნელ მა­სობ­რივ გა­ძე­ვე­ბას...

ომის შემ­დგო­მი მსოფ­ლიო ვე­რაფ­რით იქ­ნე­ბა მარ­თლა უსაფრ­თხო, ახა­ლი, ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პის შექ­მნის გა­რე­შე, რომ­ლის არ­ცერ­თმა ერმა არ უნდა იგ­რძნოს თავი სა­მუ­და­მოდ გა­რი­ყუ­ლად ევ­რო­პის ერთა ოჯა­ხი­დან...“ - ამ­ბობ­და ჩერ­ჩი­ლი.

ალ­ბერტ აინშტა­ი­ნი - ფი­ზი­კოს-თე­ო­რე­ტი­კო­სი, მე-20 სა­უ­კუ­ნის უდი­დე­სი მეც­ნი­ე­რი

უდი­დეს­მა მეც­ნი­ერ­მა ალ­ბერტ აინშტა­ინ­მა წა­მო­ა­ყე­ნა ფარ­დო­ბი­თო­ბის თე­ო­რია, ასე­ვე, უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა კვან­ტუ­რი მე­ქა­ნი­კის, სტა­ტის­ტი­კუ­რი მე­ქა­ნი­კი­სა და კოს­მო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. 1921 აინშტა­ინ­მა მი­ი­ღო ნო­ბე­ლის პრე­მია ფი­ზი­კა­ში. მის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მიღ­წე­ვებ­თან ერ­თად, და­უ­ვი­წყა­რია მეც­ნი­ე­რის სი­ტყვით გა­მოს­ვლა 1945 წელს, ალფ­რედ ნო­ბე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ორ­მოც­და­მე­ა­თე წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნილ ვახ­შამ­ზე.

აინშტა­ი­ნი გა­მო­ვი­და ინი­ცი­ა­ტი­ვით, და­არ­სე­ბუ­ლი­ყო სა­ერ­თა­შო­რი­სო, სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ზემ­დგო­მი ინ­სტან­ცია, რო­მელ­საც მთავ­რო­ბე­ბი თა­ვი­ან­თი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ნა­წილს გა­და­ა­ბა­რებ­დნენ და რო­მე­ლიც და­ი­ცავ­და ატო­მუ­რი ბომ­ბის შექ­მნი­სათ­ვის სა­ჭი­რო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას და იქ­ნე­ბო­და გა­რან­ტი „კა­ცობ­რი­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის, მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სა“. 1955 წელს, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, ბრი­ტა­ნელ მა­თე­მა­ტი­კოს­სა და ფი­ლო­სო­ფოს­თან, ბერტრან რა­სელ­თან ერ­თად ხელი მო­ა­წე­რა დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც რა­სელ-აინშტა­ი­ნის დო­კუ­მენ­ტი. ეს იყო ერ­თგვა­რი მოწ­ვე­ვა, გა­ნე­ხი­ლათ საფრ­თხე­ე­ბი, მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის არ­სე­ბო­ბა რომ წარ­მო­ად­გენ­და კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის. სა­ბო­ლო­ოდ, აინშტა­ი­ნის ძა­ლის­ხმე­ვას ამა­ოდ არ ჩა­უვ­ლია.

„დღეს, ფი­ზი­კო­სებს, რომ­ლებ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე სა­ზა­რე­ლი და სა­ში­ში ია­რა­ღის შექ­მნა­ში, არა­ნაკ­ლებ აწუ­ხებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა, თუ და­ნა­შა­უ­ლი­სა არა. ჩვენ არ უნდა შევ­წყვი­ტოთ გაფრ­თხი­ლე­ბა და კვლავ და კვლავ, არ უნდა შე­ვა­სუს­ტოთ მცდე­ლო­ბა, რათა მსოფ­ლი­ოს ერებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს ვამ­ცნოთ, რო­გორ ენით აღუ­წე­რელ და გარ­და­უ­ვალ კა­ტას­ტრო­ფას გა­მო­იწ­ვე­ვენ, თუ არ შეც­ვლი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ერ­თმა­ნე­თი­სა და მო­მავ­ლის მი­მართ“, - ამ­ბობ­და უდი­დე­სი ფი­ზი­კო­სი ალ­ბერტ აინშტა­ი­ნი.

მარ­ტინ ლუ­თერ კინ­გი - ამე­რი­კე­ლი ორა­ტო­რი და 1955 წლი­დან სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რი

მარ­ტინ ლუ­თერ კინ­გი ამე­რი­კი­სა და მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფი­გუ­რაა. ის უძღვე­ბო­და 1955 წლის მონტგო­მე­რის ავ­ტო­ბუ­სის ბო­ი­კოტს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და სამ­ხრე­თის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რა პე­რი­ოდ­შიც ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და სხვა­დას­ხვა არა­ძა­ლა­დობ­რივ პრო­ტესტს. მარ­ტინ ლუ­თერ კინ­გის სი­ტყვა - „მე მაქვს ოც­ნე­ბა“, რო­მე­ლიც 1963 წელს აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნის მე­მო­რი­ალ­თან წარ­მოთ­ქვა. მომ­დევ­ნო წელს კი გა­და­ე­ცა ნო­ბე­ლის პრე­მია მშვი­დო­ბის დარ­გში.

„მე­გობ­რე­ბო, მე თქვენ მოგ­მარ­თავთ დღეს: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს-ხვალ სირ­თუ­ლე­ებს ვა­წყდე­ბით, კვლავ მაქვს ოც­ნე­ბა. ეს არის ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც ღრმად ეფუძ­ნე­ბა ამე­რი­კულ ოც­ნე­ბას.

მე მაქვს ოც­ნე­ბა და მწამს, რომ ერთ დღეს ჩვე­ნი ერი აღ­დგე­ბა და ნამ­დვი­ლად იცხოვ­რებს თა­ვი­სი მრწამ­სის შე­სა­ბა­მი­სად: „ჩვენ­თვის უპი­რო­ბოდ ცხა­დია ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი შექ­მნი­ლია თა­ნას­წო­რო­ბის­თვის“. მე მაქვს ოც­ნე­ბა, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ჯორ­ჯი­ის წი­თელ გო­რა­კებ­ზე ყო­ფი­ლი მო­ნე­ბი­სა და ყო­ფი­ლი მო­ნათ­მფლო­ბე­ლე­ბის შვი­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ, ძმო­ბის მა­გი­დას ერ­თად მი­უს­ხდნენ. მე მაქვს ოც­ნე­ბა, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მი­სი­სი­პის შტა­ტიც კი, რო­მე­ლიც უსა­მარ­თლო­ბი­სა და ჩაგ­ვრის ალ­შია გახ­ვე­უ­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ოა­ზი­სად გარ­და­იქ­მნე­ბა. მე მაქვს ოც­ნე­ბა, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ჩემი ოთხი პა­ტა­რა შვი­ლი იცხოვ­რებს ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მათ­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ არა მათი კა­ნის ფე­რის, არა­მედ მათი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მი­ხედ­ვით“, - ამ­ბობ­და მარ­ტინ ლუ­თერ კინ­გი 1963 წლის თა­ვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ გა­მოს­ვლა­ში.

და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოს­ვლე­ბი მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ჰქონ­დათ არამ­ხო­ლოდ მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში, რომ­ლის შუა ხა­ნებ­ში და რომ­ლის ბო­ლო­საც მსოფ­ლი­ო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და, არა­მედ ჩვენს ეპო­ქა­შიც. მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ბა­რაკ ობა­მა­სა და პუშ­ტუ­ნი პა­კის­ტა­ნე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის მა­ლა­ლა იუ­საფ­ზა­ის გა­მოს­ვლე­ბიც.

38-ვე სი­ტყვას სრუ­ლად წა­ი­კი­თხავთ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ მიერ ნა­თარ­გმნ და გა­მო­ცე­მულ კარ­ლო ბა­ტას კრე­ბულ­ში.

წიგ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის 24 მარტს, ხუთ­შა­ბათს, ლო­ლი­ტას სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა შეხ­ვედ­რა თე­მა­ზე "იდეა, რომ­ლი­საც მწამს...“

შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში სპი­კე­რე­ბი და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძე, ან­დრო დგე­ბუ­ა­ძე, და­ვით კენ­ჭა­ძე, თა­თია დო­ლი­ძე და ნინო ზამ­ბა­ხი­ძე ისა­უბ­რე­ბენ სა­კუ­თარ იდე­ებ­ზე, რომ­ლე­ბი­საც სწამთ და გა­ნი­ხი­ლა­ვენ კარ­ლო ბა­ტას წიგნ­ში - "მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის გა­მოს­ვლე­ბი, რომ­ლებ­მაც ეპო­ქა შეც­ვა­ლა“ - წარ­მოდ­გე­ნი­ლი სპი­კე­რე­ბის სი­ტყვით გა­მოს­ვლებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად და­ა­ჭი­რეთ აქ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

მსოფლიო ლიდერების მიმართვები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა - 38 გამოსვლა, რომლებიც ყოველთვის აქტუალურია

მსოფლიო ლიდერების მიმართვები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა - 38 გამოსვლა, რომლებიც ყოველთვის აქტუალურია

არსებობენ ლიდერები, რომელთა გადაწყვეტილებები დღემდე გავლენას ახდენს მსოფლიოს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე. ბევრი ახლანდელი ლიდერი მათი მოსაზრებებით ხელმძღვანელობს, საჯარო გამოსვლებისას მათი ციტატებით მიმართავს აუდიტორიას და ასე ცდილობს მისი გულის მოგებას. თავის მხრივ კი აუდიტორია სახელოვანი საზოგადო მოღვაწის სიტყვების ციტირებისას უფრო მეტად ენდობა სიტყვით გამომსვლელს.

მსოფლიო ლიდერების შთამაგონებელი მიმართვები საინტერესოა არა მხოლოდ დღევანდელი და პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერებისთვის, არამედ სამოქალაქო პირებისთვისაც. ყველაზე დასამახსოვრებელ გამოსვლებზე საუბრისას მაშინვე გვახსენდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის უმნიშვნელოვანესი სიტყვა (We should never surrender), რომელიც 1940 წელს წარმოთქვა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე, უინსტონ ჩერჩილის არაერთ ემოციურ და დასამახსოვრებელ გამოსვლას შორის ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია 1946 წელს ფულტონში, მისურის შტატში (აშშ) ნათქვამი სიტყვები, როცა მან პირველად გამოიყენა გებელსის ტერმინი „რკინის ფარდა“ (იგივე საზღვარი, რომელიც სიმბოლურად, იდეოლოგიურად და ფიზიკურად ყოფდა ევროპას ორ ნაწილად მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან ცივი ომის დასრულებამდე (1945-1990). ამ უმნიშვნელოვანეს გამოსვლასთან ერთად, ერთ წიგნშია გაერთიანებული მსოფლიოს ლიდერების მიმართვები 1945 წლიდან დღემდე და ის მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მსოფლიო ლიდერების მიმართვები, რომლებმაც ეპოქა შეცვალა, აერთიანებს 38 ლიდერის გამოსვლას და უინსტონ ჩერჩილის 1946 წელს წარმოთქმული სიტყვიდან ამონარიდთან ერთად, გიზიარებთ კიდევ 4 ლიდერის ემოციურ და უმნიშვნელოვანეს გამოსვლას.

უინსტონ ჩერჩილი - ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი 1940-45წწ; 1951-55წწ

1946 წელი, ფულტონი, მისურის შტატი.

მეორე მსოფლიო ომი რამდენიმე თვის დასრულებულია. უინსტონ ჩერჩილი და აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი უესტმინსტერის კოლეჯთან ესკორტის თანხლებით მივიდნენ, სადაც ათასობით ადამიანი ელოდებათ, სწორედ აქ წარმოთქვამს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი სიტყვებს, რომელიც აშშ-სა და მთელი დასავლური დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანეს მესიჯებს შეიცავს:

„ცოტა ხნის წინ ალიანსის გამარჯვებებით განათებულ სცენაზე სიბნელე ჩამოწვა... ბალტიის ზღვის შჩეცინიდან ადრიატიკის ტრიესტამდე, მთელი კონტინენტის გასწვრივ „რკინის ფარდა“ დაეშვა. ამ ბარიერის იქით დარჩნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უძველესი დედაქალაქები: ვარშავა, ბერლინი, პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, ბელგრადი, ბუქარესტი და სოფია - და ყველა ეს ცნობილი ქალაქი და მოსახლეობა მოქცეულია, როგორც მე ვუწოდებ საბჭოთა სფეროში და ყველა მათგანი, ამა თუ იმ ფორმით წარმოადგენს არა მხოლოდ საბჭოთა გავლენის ობიექტს, არამედ იმყოფება მოსკოვის ჭარბი და მზარდი კონტროლის ქვეშ. მხოლოდ ათენს - საბერძნეთს, მისი უკვდავი დიდებით - აქვს თავისუფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი არჩევნებზე ბრიტანეთის, ამერიკისა და საფრანგეთის დაკვირვების რეჟიმში. რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი პოლონეთის მთავრობა წაახალისეს, განეხორციელებინა გერმანიის ტერიტორიის მასშტაბური და უკანონო ხელყოფა და ახლა ადგილი აქვს მილიონობით გერმანელის სამწუხარო და წარმოუდგენელ მასობრივ გაძევებას...

ომის შემდგომი მსოფლიო ვერაფრით იქნება მართლა უსაფრთხო, ახალი, ერთიანი ევროპის შექმნის გარეშე, რომლის არცერთმა ერმა არ უნდა იგრძნოს თავი სამუდამოდ გარიყულად ევროპის ერთა ოჯახიდან...“ - ამბობდა ჩერჩილი.

ალბერტ აინშტაინი - ფიზიკოს-თეორეტიკოსი, მე-20 საუკუნის უდიდესი მეცნიერი

უდიდესმა მეცნიერმა ალბერტ აინშტაინმა წამოაყენა ფარდობითობის თეორია, ასევე, უდიდესი წვლილი შეიტანა კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 აინშტაინმა მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში. მის უმნიშვნელოვანეს მიღწევებთან ერთად, დაუვიწყარია მეცნიერის სიტყვით გამოსვლა 1945 წელს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების ორმოცდამეათე წლისთავისადმი მიძღვნილ ვახშამზე.

აინშტაინი გამოვიდა ინიციატივით, დაარსებულიყო საერთაშორისო, სახელმწიფოების ზემდგომი ინსტანცია, რომელსაც მთავრობები თავიანთი სუვერენიტეტის ნაწილს გადააბარებდნენ და რომელიც დაიცავდა ატომური ბომბის შექმნისათვის საჭირო ტექნოლოგიების საიდუმლოებას და იქნებოდა გარანტი „კაცობრიობის უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობისა“. 1955 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ბრიტანელ მათემატიკოსსა და ფილოსოფოსთან, ბერტრან რასელთან ერთად ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ცნობილია, როგორც რასელ-აინშტაინის დოკუმენტი. ეს იყო ერთგვარი მოწვევა, განეხილათ საფრთხეები, მასობრივი განადგურების იარაღის არსებობა რომ წარმოადგენდა კაცობრიობისთვის. საბოლოოდ, აინშტაინის ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია.

„დღეს, ფიზიკოსებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ყველა დროის ყველაზე საზარელი და საშიში იარაღის შექმნაში, არანაკლებ აწუხებთ პასუხისმგებლობის გრძნობა, თუ დანაშაულისა არა. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ გაფრთხილება და კვლავ და კვლავ, არ უნდა შევასუსტოთ მცდელობა, რათა მსოფლიოს ერებს, განსაკუთრებით კი ხელისუფლებებს ვამცნოთ, როგორ ენით აღუწერელ და გარდაუვალ კატასტროფას გამოიწვევენ, თუ არ შეცვლიან დამოკიდებულებას ერთმანეთისა და მომავლის მიმართ“, - ამბობდა უდიდესი ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი.

მარტინ ლუთერ კინგი - ამერიკელი ორატორი და 1955 წლიდან სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი

მარტინ ლუთერ კინგი ამერიკისა და მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ის უძღვებოდა 1955 წლის მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტს და მოგვიანებით გახდა სამხრეთის ქრისტიანული კონფერენციის პირველი პრეზიდენტი, რა პერიოდშიც ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა არაძალადობრივ პროტესტს. მარტინ ლუთერ კინგის სიტყვა - „მე მაქვს ოცნება“, რომელიც 1963 წელს აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან წარმოთქვა. მომდევნო წელს კი გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

„მეგობრებო, მე თქვენ მოგმართავთ დღეს: მიუხედავად იმისა, რომ დღეს-ხვალ სირთულეებს ვაწყდებით, კვლავ მაქვს ოცნება. ეს არის ოცნება, რომელიც ღრმად ეფუძნება ამერიკულ ოცნებას.

მე მაქვს ოცნება და მწამს, რომ ერთ დღეს ჩვენი ერი აღდგება და ნამდვილად იცხოვრებს თავისი მრწამსის შესაბამისად: „ჩვენთვის უპირობოდ ცხადია ჭეშმარიტება, რომ ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორობისთვის“. მე მაქვს ოცნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჯორჯიის წითელ გორაკებზე ყოფილი მონებისა და ყოფილი მონათმფლობელების შვილები შეძლებენ, ძმობის მაგიდას ერთად მიუსხდნენ. მე მაქვს ოცნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისისიპის შტატიც კი, რომელიც უსამართლობისა და ჩაგვრის ალშია გახვეული, თავისუფლებისა და მართლმსაჯულების ოაზისად გარდაიქმნება. მე მაქვს ოცნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი ოთხი პატარა შვილი იცხოვრებს ქვეყანაში, სადაც მათზე იმსჯელებენ არა მათი კანის ფერის, არამედ მათი პიროვნული თვისებების მიხედვით“, - ამბობდა მარტინ ლუთერ კინგი 1963 წლის თავის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ გამოსვლაში.

დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი გამოსვლები მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებსა და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლებს ჰქონდათ არამხოლოდ მე-20 საუკუნეში, რომლის შუა ხანებში და რომლის ბოლოსაც მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, არამედ ჩვენს ეპოქაშიც. მათ შორის გამორჩეულია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და პუშტუნი პაკისტანელი უფლებადამცველის მალალა იუსაფზაის გამოსვლებიც.

38-ვე სიტყვას სრულად წაიკითხავთ „ლურჯი ოკეანის“ მიერ ნათარგმნ და გამოცემულ კარლო ბატას კრებულში.

წიგნით დაინტერესებული პირებისთვის 24 მარტს, ხუთშაბათს, ლოლიტას საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა თემაზე ,,იდეა, რომლისაც მწამს...“

შეხვედრის ფარგლებში სპიკერები დავით ჩიკვაიძე, ანდრო დგებუაძე, დავით კენჭაძე, თათია დოლიძე და ნინო ზამბახიძე ისაუბრებენ საკუთარ იდეებზე, რომლებისაც სწამთ და განიხილავენ კარლო ბატას წიგნში - ,,მსოფლიო ლიდერების გამოსვლები, რომლებმაც ეპოქა შეცვალა“ - წარმოდგენილი სპიკერების სიტყვით გამოსვლებს.

ღონისძიებაზე დასასწრებად დააჭირეთ აქ.