მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი, ჯიგარო, არ მიცემიხარ..." - სასამართლო სხდომა, რომელზეც განიხილავენ ირაკლი ზარქუასა და ლევან ხაბეიშვილს შორის კონფლიტისას, ვინ გაილახა?
"ირაკლი, ჯიგარო, არ მიცემიხარ..." - სასამართლო სხდომა, რომელზეც განიხილავენ ირაკლი ზარქუასა და ლევან ხაბეიშვილს შორის კონფლიტისას, ვინ გაილახა?

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტატ, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ა­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერთი ლი­დერ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს შო­რის 2020 წლის 24 იან­ვარს მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ. ასე­ვე ხა­ბე­იშ­ვი­ლის­თვის შე­ფარ­დე­ბულ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას გა­და­სინ­ჯა­ვენ.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­ა­ლუ­რი მო­ძა­ლა­დე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­წყვე­ტი­ლია და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ნაც­ვლად, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ვარ­ძელ­ზე აღ­მოჩ­ნდა.

მი­სი­ვე თქმით, წარ­დგე­ნი­ლი აქვთ არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ არა­ვი­თა­რი ძა­ლა­დო­ბა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ა­ზე არ მომ­ხდა­რა და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ მი­უ­ღია, რაც ვი­დე­ო­მა­სა­ლებ­შიც ნათ­ლად ჩანს.

"2 წლის წინ მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იხი­ლა, რო­გორ იძა­ლა­და თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­ზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა. ეს საქ­მე პა­რა­დოქ­სუ­ლია, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო უმოძ­რა­ოდ, დღეს რე­ა­ლუ­რი მო­ძა­ლა­დე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა არის შე­წყვე­ტი­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ნაც­ვლად, ხა­ბე­იშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ვარ­ძელ­ზე. ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ ამ საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტა­ტი ირაკ­ლი ზარ­ქუა, რო­მელ­საც გა­ახ­სენ­და, რომ მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და გა­ნი­ცა­და მძი­მე ტკი­ვი­ლი ლე­ვა­ნის­გან შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ. სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ღე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და და­ი­წყეს და­ი­წყეს საქ­მის შე­კერ­ვა ხა­ბე­იშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.

სურთ გა­მო­ი­ყე­ნონ ეს საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად, მაგ­რამ წარ­დგე­ნი­ლი გვაქვს არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ არა­ვი­თა­რი ძა­ლა­დო­ბა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ა­ზე არ მომ­ხდა­რა, მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ მი­უ­ღია, რაც ნათ­ლად ჩანს ვი­დე­ო­მა­სა­ლებ­ში”, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა.

"მინ­და მო­ვუ­წო­დო ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას მის­სა­ვე ენა­ზე - ირაკ­ლი, ჯი­გა­რო არ მი­ცე­მი­ხარ, არც გვერ­დე­ბი მიტ­კე­ნია, მობ­რძან­დი ამ რუ­სულ სა­სა­მარ­თლო­ში და თა­ვად მო­უ­ყე­ვი მო­სა­მარ­თლეს, რომ რაც და­წე­რე ტყუ­ი­ლი იყო" - ამის შე­სა­ხებ ხა­ბე­იშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას­თან 2020 წლის 24 იან­ვარს მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე სა­უბ­რი­სას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის თქმით, ეს არის სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა მის წი­ნა­აღ­მდეგ.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად ნახა რაც მოხ­და, რო­დე­საც ირაკ­ლი ზარ­ქუა მოჰ­ყვა მოთ­ქმა-გო­დე­ბას ხა­ბე­იშ­ვილ­მა მცე­მა და ნეკ­ნე­ბი და­მიმ­ტვრი­აო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლებს ჩემი სა­უ­ბა­რი უფრო ტკი­ვათ, ვიდ­რე ფი­ზი­კუ­რად რა­ი­მე ეტ­კი­ნა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას. ტკვილს გა­ნიც­დი­ან ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი და გო­მე­ლა­უ­რი, რომ­ლე­ბიც სა­ჯა­როდ ვამ­ხი­ლე და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს”, - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, 24 იან­ვარს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­სა და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას შო­რის საკ­რე­ბუ­ლო­ში და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” დე­პუ­ტატს 2 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და. მას ბრა­ლი სსკ-ს 126-ე მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც ცე­მას ან სხვაგ­ვარ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zuriko
11

რას უბრახუნებთ რატომ არ გრცხვენიათ.დაანებეთ თავი ფარესევლობას,.არც ნაცი ვარ და არც ქოცი.ხაბეიშვილი არააა მტყუანი.საჩივარი ზარქუადან შევიდა ხომ ასეა.კეთილი ინებოს ამ ხერხებით რასაც ქოცობა სჩადის არა კაცურიცააა და არც ადამიანური საქციელია.მიბრძანდეს ზარქუა სასამართლოში და თქვას მაშინ,რომ ხაბეიშვილმა ცემა ის.ეხლა იმ ბიჭებს მივმართავ ზარქუას რომ გვერდით უდგებოდნენ,არჩევნების დროსასაც და მის მერედაც.ბლატატა მყავს მხედველობაში.ვის უდექით გვერდშიიი? მე კი ვიცი,აი თქვენ ატმასკების გარეშე ჩაიხედეთ თქვენს გულებში.სარკეში მაინც ჩაიხედეთ თქვენ მასკიანებო.გინება არ დამიწყია აქ და იქნებ არ დადოთ.

ისევ მე
6

ერტი ჰემპიონს უბრახუნებს, მეორე მტელ საკრებულოს, საწყალი მტავრობა,არა გცხვენიატ მაიც

ავტორი:

"ირაკლი, ჯიგარო, არ მიცემიხარ..." - სასამართლო სხდომა, რომელზეც განიხილავენ ირაკლი ზარქუასა და ლევან ხაბეიშვილს შორის კონფლიტისას, ვინ გაილახა?

"ირაკლი, ჯიგარო, არ მიცემიხარ..." - სასამართლო სხდომა, რომელზეც განიხილავენ ირაკლი ზარქუასა და ლევან ხაბეიშვილს შორის კონფლიტისას, ვინ გაილახა?

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ქართული ოცნების” დეპუტატ, ირაკლი ზარქუასა და "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერ ლევან ხაბეიშვილს შორის 2020 წლის 24 იანვარს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე საქმეში არსებულ მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ასევე ხაბეიშვილისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას გადასინჯავენ.

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, რეალური მოძალადეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილია და დაზარალებულის ნაცვლად, ლევან ხაბეიშვილი ბრალდებულის სავარძელზე აღმოჩნდა.

მისივე თქმით, წარდგენილი აქვთ არაერთი მტკიცებულება, რომ არავითარი ძალადობა ირაკლი ზარქუაზე არ მომხდარა და დაზიანებები არ მიუღია, რაც ვიდეომასალებშიც ნათლად ჩანს.

"2 წლის წინ მთელმა საზოგადოებამ იხილა, როგორ იძალადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე ლევან ხაბეიშვილზე რამდენიმე ადამიანმა. ეს საქმე პარადოქსულია, 2 წლის განმავლობაში იყო უმოძრაოდ, დღეს რეალური მოძალადეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არის შეწყვეტილი და დაზარალებულის ნაცვლად, ხაბეიშვილი აღმოჩნდა ბრალდებულის სავარძელზე. ხაზგასასმელია, რომ ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილია "ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა, რომელსაც გაახსენდა, რომ მიიღო დაზიანებები და განიცადა მძიმე ტკივილი ლევანისგან შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ. სავარაუდოდ, მიღებული იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და დაიწყეს დაიწყეს საქმის შეკერვა ხაბეიშვილის წინააღმდეგ.

სურთ გამოიყენონ ეს საქმე პოლიტიკური ლიდერის გასანეიტრალებლად, მაგრამ წარდგენილი გვაქვს არაერთი მტკიცებულება, რომ არავითარი ძალადობა ირაკლი ზარქუაზე არ მომხდარა, მას დაზიანებები არ მიუღია, რაც ნათლად ჩანს ვიდეომასალებში”, - აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.

"მინდა მოვუწოდო ირაკლი ზარქუას მისსავე ენაზე - ირაკლი, ჯიგარო არ მიცემიხარ, არც გვერდები მიტკენია, მობრძანდი ამ რუსულ სასამართლოში და თავად მოუყევი მოსამართლეს, რომ რაც დაწერე ტყუილი იყო" - ამის შესახებ ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების” დეპუტატ ირაკლი ზარქუასთან 2020 წლის 24 იანვარს მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე საუბრისას სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ეს არის სადამსჯელო ღონისძიება მის წინააღმდეგ.

"საზოგადოებამ კარგად ნახა რაც მოხდა, როდესაც ირაკლი ზარქუა მოჰყვა მოთქმა-გოდებას ხაბეიშვილმა მცემა და ნეკნები დამიმტვრიაო. დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ჩემი საუბარი უფრო ტკივათ, ვიდრე ფიზიკურად რაიმე ეტკინა ირაკლი ზარქუას. ტკვილს განიცდიან ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და გომელაური, რომლებიც საჯაროდ ვამხილე დანაშაულებრივი მოქმედებების შესახებ. შესაბამისად, ეს არის სადამსჯელო ღონისძიება ჩემს წინააღმდეგ, რომელიც ჩემი საქმიანობიდან გამომდინარეობს”, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, 24 იანვარს ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში დაპირისპირების ფაქტზე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.