ავტორი:

ანჟელიკა ვარუმმა და ლეონიდ აგუტინმა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად ონლაინკონცერტზე იმღერეს - წყვილი რუსეთში დაბლოკილ მომღერალთა სიაშია

ანჟელიკა ვარუმმა და ლეონიდ აგუტინმა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად ონლაინკონცერტზე იმღერეს  - წყვილი რუსეთში დაბლოკილ მომღერალთა სიაშია

მომღერლებმა ანჟელიკა ვარუმმა და ლეონიდ აგუტინმა უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მიიღეს მონაწილეობა.

ონლაინკონცერტზე U FOR UKRAINE ფული იმ უკრაინელი ბავშვებისთვის შეგროვდა, რომლებიც მშობლებთან ერთად იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა.

კონცერტის მოსაწვევში ლეონიდ აგუტინი იყო წარმოდგენილი, როგორც მომღერალი რუსეთიდან, ხოლო ანჟელიკა ვარუმი, როგორც მომღერალი უკრაინიდან.

შეგახსენებთ, რომ ანჟელიკა ვარუმი დაიბადა ლვოვში და ინტერვიუებში მან არაერთხელ ისაუბრა უკრაინაში მყოფ ნათესავებზე.

მანამდე მომღერალმა განაცხადა, რომ კატეგორიულ უარს ამბობდა ოკუპირებულ ყირიმში გამგზავრებასა და იქ კონცერტის გამართვაზე.

სხვათა შორის, ცნობილი მომღერლები და მსახიობები: ანდრეი მაკარევიჩი, ალექსეი კორტნევი, ლია ახეჯაკოვა, მაქსიმ გალკინი ასევე აპროტესტებენ ომს უკრაინაში, რეპერმა Oxxymiron-მა კი საქველმოქმედო კონცერტი გამართა და უკრაინელი ლტოლვილებისთვის 30 ათასი დოლარი შეაგროვა.

აგუტინ-ვარუმის წყვილის ამ ნაბიჯმა კიდევ ერთხელ გააღიზიანა რუსული მედია. ცნობილია, რომ ისინი რუსეთში დაბლოკილთა სიაში მოხვდნენ და კონცერტებზე ვეღარ გამოდიან. უკრაინელი ბავშვების დასახმარებელ კონცერტზე გამოსვლის შემდეგ, წყვილს სამარაში ჰქონდა საღამო დაგეგემილი, რომელიც გაუქმდა. რუსული მედია წერს, რომ კონცერტის გაუქმება სამარაში მცხოვრები ხალხის ინიციატივით მოხდა.

ამის შემდეგ აგუტინმა გულშემატკივრებს აცნობა, რომ ის და ვარუმი სამარაში 29 ოქტომბერს იმღერებენ...

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებიდან მალევე მათ სოციალურ ქსელ Instagram-ის ოფიციალურ გვერდებზე უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის ხელისუფლების უკრაინაში შეჭრა გააპროტესტეს.

იხილეთ ასევე: