კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ დავმარცხდებით უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი მიუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე" - ნატო-ს ყოფილი მრჩეველი
"თუ დავმარცხდებით უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი მიუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე" - ნატო-ს ყოფილი მრჩეველი

"თუ დავ­მარ­ცხდე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში, თუ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და­მარ­ცხდე­ბი­ან, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, თუ სხვა რა­მის გა­სა­კე­თებ­ლად საკ­მა­რი­სი ძალა ექ­ნე­ბა, მი­უბ­რუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და აი­ღებს კონ­ტროლს მას­ზე, მი­უბ­რუნ­დე­ბა მოლ­დო­ვას და და­ამ­ყა­რებს კონ­ტროლს. შემ­დეგ ის და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ნატო-ს, ეც­დე­ბა ნატო-ს დაშ­ლას და და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ჩვენს დე­მოკ­რა­ტი­ას", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის თავ­დაც­ვის მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ, ნა­ტოს სა­მი­ტის ყო­ფილ­მა მრჩე­ველ­მა ევე­ლინ ფარ­კას­მა CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სე­თი არ გა­ჩერ­დე­ბა, თუ ის უკ­რა­ი­ნა­ში არ იქ­ნე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი.

"ვერ ვი­ტან სი­ტყვას : "რუ­სე­თის პრო­ვო­ცი­რე­ბა". თუ ვინ­მეა პრო­ვო­კა­ტო­რი, ეს რუ­სე­თია. რუ­სეთ­მა აირ­ჩია ეს ომი და რუ­სეთ­მა აირ­ჩია და­ე­ხო­ცა უდა­ნა­შა­უ­ლო უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი. ამი­ტომ ცხა­დია, ისი­ნი პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი არი­ან.

არ­სე­ბობს შე­კი­თხვა ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე. დიახ. ეს სი­ტყვა უფრო მომ­წონს. ჩვენ არ გვინ­და ეს­კა­ლა­ცია, ჩვენ არ გვინ­და ისე­თი რა­მის გა­კე­თე­ბას, რაც გა­მო­იწ­ვევს რუ­სე­თის მხრი­დან ეს­კა­ლა­ცი­ას.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ არ შე­იძ­ლე­ბა იმ­დე­ნად გვე­ში­ნო­დეს ეს­კა­ლა­ცი­ის, რომ გა­მოვ­რი­ცხოთ ისე­თი ქმე­დე­ბე­ბი, რი­თიც უკ­რა­ი­ნე­ლებს რე­ა­ლუ­რად და­ვეხ­მა­რე­ბით. ასე რომ, რის­კე­ბი ფრთხი­ლად უნდა შე­ვა­ფა­სოთ, მაგ­რამ მზად უნდა ვი­ყოთ ზო­გი­ერ­თი რის­კის მი­სა­ღე­ბად,“- აღ­ნიშ­ნა ნატო-ს სა­მი­ტის ყო­ფილ­მა მრჩე­ველ­მა.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lia
0

rom davmarcxdeto ase ambobs martla? rom ar damarcxde ukrainis omi sheni omi unda yofiliyo. maram sheni qveyanam piriqit, vitom "gadamwyveti" sanqciebis imedzea. patara qveynebis shvilebis sisxlze cdilobs rusetis dasustebas.

გიორგი-1
0

ასეთი მრჩევლები რომ ყავთ, ყველგან და ყველაჯერში, იმიტომ არის ასეთი განუკითხაობა მთელ მსოფლიოში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"თუ დავმარცხდებით უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი მიუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე" - ნატო-ს ყოფილი მრჩეველი

"თუ დავმარცხდებით უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი მიუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე" - ნატო-ს ყოფილი მრჩეველი

"თუ დავმარცხდებით უკრაინაში, თუ უკრაინელები დამარცხდებიან, ვლადიმერ პუტინი, თუ სხვა რამის გასაკეთებლად საკმარისი ძალა ექნება, მიუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე, მიუბრუნდება მოლდოვას და დაამყარებს კონტროლს. შემდეგ ის დაუპირისპირდება ნატო-ს, ეცდება ნატო-ს დაშლას და დაუპირისპირდება ჩვენს დემოკრატიას", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, ნატოს სამიტის ყოფილმა მრჩეველმა ეველინ ფარკასმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი არ გაჩერდება, თუ ის უკრაინაში არ იქნება შეჩერებული.

"ვერ ვიტან სიტყვას : "რუსეთის პროვოცირება". თუ ვინმეა პროვოკატორი, ეს რუსეთია. რუსეთმა აირჩია ეს ომი და რუსეთმა აირჩია დაეხოცა უდანაშაულო უკრაინელები. ამიტომ ცხადია, ისინი პროვოკატორები არიან.

არსებობს შეკითხვა ესკალაციაზე. დიახ. ეს სიტყვა უფრო მომწონს. ჩვენ არ გვინდა ესკალაცია, ჩვენ არ გვინდა ისეთი რამის გაკეთებას, რაც გამოიწვევს რუსეთის მხრიდან ესკალაციას.

ამის მიუხედავად, ჩვენ არ შეიძლება იმდენად გვეშინოდეს ესკალაციის, რომ გამოვრიცხოთ ისეთი ქმედებები, რითიც უკრაინელებს რეალურად დავეხმარებით. ასე რომ, რისკები ფრთხილად უნდა შევაფასოთ, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ზოგიერთი რისკის მისაღებად,“- აღნიშნა ნატო-ს სამიტის ყოფილმა მრჩეველმა.