უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის მოქალაქეებს და დანარჩენ ევროპელებს მოუწოდა, რომ არ დააფინანსონ რუსეთის "სამხედრო მანქანა“.
ზელენსკის თქმით, არავის აქვს "ხალხების განადგურების და ევროპის დაქუცმაცების უფლება“. ამის შესახებ მან საკუთარ ტელეგრამ არხზე გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
"გერმანელებო, ევროპასთან ერთად, თქვენ შეგწევთ ის ძალა, რომელიც ნებისმიერ რაკეტასა და ტანკზე უფრო ძლიერია. თქვენთან ვაჭრობის გარეშე, თქვენი კომპანიებისა და ბანკების გარეშე რუსეთს ამ ომისთვის ფული აღარ ექნება - თქვენ ეს შეგიძლიათ.
ჩვენ ვაფრთხილებდით თქვენს პოლიტიკოსებს, რომ სახიფათოა, როდესაც მოსკოვში წყვეტენ, უნდა გქონდეთ თუ არა ბუნებრივი აირი და რა უნდა ღირდეს ის. ჩვენ ვამბობდით, რომ საჭიროა სანქციები, რათა ომი არ დაიწყოს და როდესაც რუსული რაკეტები ნატო-ს საზღვრიდან 20 კილომეტრში დაეცა, როდესაც რუსული ტანკები ჩვენს ატომურ სადგურებს ესროდნენ, მაშინ ცხადი გახდა, რომ უკრაინას უნდა დაუჯეროთ.
გთხოვთ, არ დააფინანსოთ რუსეთის "სამხედრო მანქანა“. არც ერთი ევრო ოკუპანტებს. დახურეთ მათთვის ყველა თქვენი პორტი, არ მიაწოდოთ სურსათი, უარი თქვით რუსულ ენერგორესურსზე. განახორციელეთ ზეწოლა, რათა რუსეთმა უკრაინა დატოვოს. მჯერა, რომ მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ თქვენ, თითოეულმა ევროპელმა და გერმანელმა უნდა იმოქმედოთ, რათა ამ მშვიდობამდე მივიდეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე იხილეთ :
როგორც იტყვიან - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, რომ არ დააფინანსონ რუსეთის "სამხედრო მანქანა“ და ამ დროს თვითონ უკრაინას ომიც კი არ აქვს გამოცხადებული რუსეთისათვის, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ რუსეთიდან მომავალი გაზსადენიც კი არ აქვს გადაკეტილი.
იკითხავთ რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ მილიარდობით დოლარის დივიდენტებს იღებს ამ გაზის ტრანსპორტირებაში ევროპის მიმართულებით!
ჰო, მახსოვს, 2008 წელს უკრაინამ რუსეთს ყველაფერზე უარი უთხრა, საზღვრები ჩაკეტა, რუსეთიდან აღარაფერი შეჰქონდა, ყველა უკრაინელმა, მათ შორის სპორტსმენმა, ხელოვანმა, მეცნიერმა, ბიზნესმენმა, მუშამ რუსეთი პროტესტის ნიშნად დატოვა, ფრენები აკრძალა, რუსეთიდან წამოსულ ჰაერსაც აღარ სუნთქავდნენ!-ეგ ზღაპარი!
ახლა სიმართლე: ბიჭო, 45 მილიონიან უკრაინაში საქართველოს მხარდასაჭერად ერთი ხალხმრავალი მიტინგი არ ჩაუტარებიათ, სანქცია კი არა, რუსეთის წინააღმდეგ ერთი სიტყვა არავის დასცდენია. იარაღი ორმაგ ფასში მოგვყიდეს და იქედან ნაწილი უვარგისი იყო. ჰოდა, ვის რას თხოვთ?! მეტს აღარ დავწერ, დაბლოკავენ.