საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის - გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის გადმოსვენების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველ ეტაპზე დაგეგმილია ცხედრების ქალაქ ლვოვში გადასვენება.
"საქართველოს საელჩო უკრაინაში აქტიურად მუშაობს საქართველოს დაღუპული მოქალაქეების - გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხედრების ქალაქ ლვოვში გადასვენების პროცესი, რაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით მოითხოვს გარკვეულ დროს, ქალაქ ლვოვიდან მოხდება დაღუპული მებრძოლების პოლონეთის გავლით სამშობლოში გადმოსვენება“, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, ორი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი კიევის ოლქში 18 მარტს დაიღუპნენ. უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, ირპენში დაბომბვაში, დაახლოებით, 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა. თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ. მათ თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს დატოვეს. რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველს, პოლკოვნიკ ბახვა ჩიქობავას, ის მარიუპოლში 19 მარტს დაიღუპა.
12 წელი ვიმსახურე საკონტრაქტო პროფესიულ ჯარში, ვიყავი ავღანეთში, ერაყში, სერჟანტთა კურსები მაქვს გავლილი და ოთხი ნაკადი ჯარისკაცების მყავს გამოშვებული. ყველაფერი ვიცი რაც ჯარისკაცის მომზადებას უნდა. ამ სურათში როგორც უკავია ავტომატი დაღუპულ ჯარისკაცს ეს ნიშნავს რომ მას არ აქვს სამხედრო გამოცდილება. მეგობრებო ლულას მიწაზე არ დებენ და მკლავით კონდახს არ ეყრდნობიან როგორც აქ არის. სამწუხაროდ ვხედავ ანთებულ გულს და საბრძოლო სულისკვეთებას და ნაკლებ ცოდნა-გამოცდილებას. (ესე იყო აფხაზეთშიც) და ამის ნიშნებს აქაც ვხედავ. თუმცა არის პროფესიონალიზმი და ეს აძლებიებს ამ ქვეყანას, საბრძოლო სულისკვეთებასთან ერთად და იმასთან ერთად რომ ცამდე მართალი ხარ. დიდება უკრაინას, გმირებს დიდება.
ჰეჰ აქ დისლაიქებია და გვიკვირს რუსები აქ რო შემოვა ? დიდება გმირებსო წერენ და დისლაიქებს უსვამენ ნეტა რუსები უვვამენ? რაღაც არ მგონოია .