უკრაინის დედაქალაქ კიევში, პოდოლსკის რაიონში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა, - ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამში“ ავრცელებს.
"დედაქალაქის პოდოლსკის რაიონში რამდენიმე აფეთქება მოხდა. კერძოდ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებები დასახლებულ პუნქტსა და ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მოხდა“, - განაცხადა მან.
კლიჩკოს თქმით, ადგილზე უკვე იმყოფებიან მაშველები, ექიმები და პოლიცია.
კიევის მერი ასევე აცხადებს, რომ მაშველები ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გაჩენილ ძლიერ ხანძარს ებრძვიან. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი.
იხილეთ ასევე: