მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გეგმავს თუ არა ჯო ბაიდენი უკრაინაში გამგზავრებას - რა განცხადებას ავრცელებს თეთრი სახლი
გეგმავს თუ არა ჯო ბაიდენი უკრაინაში გამგზავრებას - რა განცხადებას ავრცელებს თეთრი სახლი

თეთ­რი სახ­ლის პრესმდი­ვან­მა ჯენ ფსა­კიმ გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი, ამ კვი­რა­ში ევ­რო­პა­ში სა­გან­გე­ბო სა­მი­ტე­ბის­თვის ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბას არ გეგ­მავს.

"ვი­ზი­ტი ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვის უწყვე­ტო­ბა­ზე უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად და პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბა არ იგეგ­მე­ბა“, - და­წე­რა ფსა­კიმ „ტვი­ტე­რის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე.

CNN-ის ცნო­ბით, პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა აშშ-ის ელჩი გა­ე­რო­ში ლინ­და თო­მას-გრინ­ფილ­დიც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც „ეს არ გა­ნი­ხი­ლე­ბა“.

უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ 19 მარტს CNN-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ბა­ი­დე­ნის ვი­ზი­ტი უკ­რა­ი­ნა­ში იქ­ნე­ბა "ჩვენ­და­მი სო­ლი­და­რო­ბის სიმ­ბო­ლო". პო­რო­შენ­კომ დას­ძი­ნა, რომ აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტი "უკი­დუ­რე­სად სწო­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა იმის სა­დე­მონ­სტრა­ცი­ოდ, რომ მთე­ლი მსოფ­ლიო ჩვენ­თან ერ­თად არის რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ".

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

დროზე უნდა მიმხვდარიყავით, რომ ავაზაკი ბოლშევიკისაგან მხოლოდ ახალი ავაზაკი შეიძლება დადგეს , თქვენ კი , დასავლეთმა მთლიანად ამხელა იმპერია 30 წლით ისევ ავაზაკებს - ბოლშევიკური კომპარტიის პოლიტბიუროს გადარჩენილ წევრებს და სსრკ რესპუბლიკების ცეკას მდივნებს ჩააბარეთ და იმედი გქონდათ რაიმე ახალს მოიტანდნენ ეგენი ? მხოლოდ სიღატაკეს, სისხლს და ნგრევას, ეს მათი ხელობაა ! ფაქტია გამილიარდერდნენ და ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდა !

ტტ
0

იცით რა ვერ გავიგე? ვეხმარები, მაგრამ მე არ ვმონაწილეობ, ეს რა პოზიციაა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

გეგმავს თუ არა ჯო ბაიდენი უკრაინაში გამგზავრებას - რა განცხადებას ავრცელებს თეთრი სახლი

გეგმავს თუ არა ჯო ბაიდენი უკრაინაში გამგზავრებას - რა განცხადებას ავრცელებს თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ამ კვირაში ევროპაში საგანგებო სამიტებისთვის ვიზიტის ფარგლებში, უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს.

"ვიზიტი ფოკუსირებული იქნება მსოფლიოს ერთიანი ძალისხმევის უწყვეტობაზე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება“, - დაწერა ფსაკიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

CNN-ის ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის შესაძლებლობას გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი გაეროში ლინდა თომას-გრინფილდიც, რომლის თანახმადაც „ეს არ განიხილება“.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 19 მარტს CNN-ს განუცხადა, რომ ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში იქნება "ჩვენდამი სოლიდარობის სიმბოლო". პოროშენკომ დასძინა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტი "უკიდურესად სწორი ნაბიჯი იქნება იმის სადემონსტრაციოდ, რომ მთელი მსოფლიო ჩვენთან ერთად არის რუსეთის წინააღმდეგ".