უკრაინელების 74 % ომის დასრულებასთან დაკავშირებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის პირდაპირი დიალოგის გამართვას ემხრობა.
ამის შესახებ სააგენტო "უნიანი“ სოციოლოგიურ ჯგუფ "რეიტინგზე“ დაყრდნობით წერს.
"რეიტინგმა“ გამოკითხვა 18 მარტს ჩაატარა.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 25 % პრეზიდენტებს შორის ასეთი დიალოგის გამართვის წინააღმდეგია.
გარდა ამისა, გამოკითხულთა უმეტესობა - 89 % უარყოფითად არის განწყობილი უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის გარეშე რუსეთთან დროებითი ზავის ხელმოწერის საკითხზე.
აღსანიშნავია, რომ "რეიტინგის“ გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 90 % გამარჯვებაში დარწმუნებულია, 70%-ზე მეტი უკრაინის ნატოში ინტეგრაციის მომხრეა.