პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ არ კვდება შენი ხათუნა...“ - რას წერს უკრაინაში გარდაცვლილ ძმაზე ხათუნა ხოფერია
"რატომ არ კვდება შენი ხათუნა...“ - რას წერს უკრაინაში გარდაცვლილ ძმაზე ხათუნა ხოფერია

რუს ოკუ­პან­ტებ­თან ბრძო­ლა­ში უკ­რა­ი­ნა­ში გუ­შინ 2 ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, გია ბე­რი­აშ­ვი­ლი და და­ვით რა­ტი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ირ­პენ­ში მომ­ხდარ და­ბომბვა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 ქარ­თვე­ლის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი მოჰ­ყვა.

ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ბახ­ვა ჩი­ქო­ბა­ვა ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ას ძმა გახ­ლდათ. ამა­ზე ჯერ კი­დევ გუ­შინ, ხა­თუ­ნას უმ­ცრო­სი შვი­ლი ბექა ხო­ფე­რია წერ­და.

"არ მიყ­ვარს პოს­ტე­ბის წერა მაგ­რამ ყვე­ლამ მინ­და იცო­დეს, რო­გო­რი ბიძა მყავ­და და რომ ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ­დი მი­სით!

პირ­ვე­ლი სუ­რა­თი აგ­ვის­ტოს ომ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, მა­შინ ღმერ­თმა გვა­ჩუ­ქა მისი თავი და გა­დარ­ჩა…

პოლ­კოვ­ნი­კი ბახ­ვა ჩი­ქო­ბა­ვა ჩემი გმი­რი ბი­ძია მიყ­ვარ­ხარ, ვა­მა­ყობ და მუ­დამ ვი­ა­მა­ყებ შე­ნით. მშვი­დო­ბით ბახუ..." - და­წე­რა ბექა ხო­ფე­რი­ამ.

ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბას დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან ძმას­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა.

"რა­ტომ არ კვდე­ბა შენი ხა­თუ­ნა...“

ირ­პენ­ში თავ­დას­ხმის დროს ასე­ვე და­იჭ­რა ერთი ქარ­თვე­ლი და ერთი ფრან­გი მო­ხა­ლი­სე. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ტი­ა­ნი და ბე­რი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი იყ­ვნენ და უკ­რა­ი­ნა­ში მო­ხა­ლი­სედ იბ­რძოდ­ნენ. მათ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 2014 წელს და­ტო­ვეს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართლელი
2

დიდება გმირებს,დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ და უკრაინელ ხალხს,დიდება და მარადიული უკვდავება ბახვა ჩიქობავას,გია ბერიშვილს,დათო რატიანს,ანწუხელიძეს და შინდისის გმირებს,ნათელი დაადგეთ წამებით მოკლულ ტატუნაშვილს და აფხაზეთში მტრის ბომბით ჩამოგდებული თვითფრინავში მყოფ მეომრებს და მოქალაქეებს,საკენიჭუბერის უღელტეხილზე ყინვისგან გაყინულ ბავშვებს,მოხუცებს,ქალებს,ნათელი დაადგეთ გაგრის სტადიონზე ცოცხლად დამარხული მსხვერპლების ხსოვნას! როდესაც ერთი ქართველი მეომარი დაიღუპება გაიხსენეთ და შენდობა შეუთვალეთ რუსული ოკუპაციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას! მარადიული ხსოვნა გმირებს!

....
46

ეს ქალი სამი დღის წინ ზელენსკის ლანძღავდა და ღარიბაშვილს აქებდა. ეგეთი აზროვნების სახლში რომ გყავს, საბრძოლველად უკრაინაში კი არა ზამბიაში წახვალ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"რატომ არ კვდება შენი ხათუნა...“ - რას წერს უკრაინაში გარდაცვლილ ძმაზე ხათუნა ხოფერია

"რატომ არ კვდება შენი ხათუნა...“ - რას წერს უკრაინაში გარდაცვლილ ძმაზე ხათუნა ხოფერია

რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინაში გუშინ 2 ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპა. ირპენში მომხდარ დაბომბვაში, დაახლოებით, 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა.

ერთ-ერთი გარდაცვლილი ბახვა ჩიქობავა ხათუნა ხოფერიას ძმა გახლდათ. ამაზე ჯერ კიდევ გუშინ, ხათუნას უმცროსი შვილი ბექა ხოფერია წერდა.

"არ მიყვარს პოსტების წერა მაგრამ ყველამ მინდა იცოდეს, როგორი ბიძა მყავდა და რომ ყოველთვის ვამაყობდი მისით!

პირველი სურათი აგვისტოს ომშია გადაღებული, მაშინ ღმერთმა გვაჩუქა მისი თავი და გადარჩა…

პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა ჩემი გმირი ბიძია მიყვარხარ, ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ შენით. მშვიდობით ბახუ..." - დაწერა ბექა ხოფერიამ.

ძმის გარდაცვალებას დღეს სოციალურ ქსელში ხათუნა ხოფერია გამოეხმაურა. მან ძმასთან და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა.

"რატომ არ კვდება შენი ხათუნა...“

ირპენში თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ. მათ თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს დატოვეს.

ასევე იხილეთ: