მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ დღეს, როდესაც მამაჩემი აფხაზეთის ომიდან ჩამოასვენეს, დედა საავადმყოფოდან მოდიოდა, პირველი შვილიშვილი შეეძინა" - ნანკა კალატოზიშვილი შვილზე, გმირულად დაღუპულ მამასა და სამოქალაქო პროტესტზე
"იმ დღეს, როდესაც მამაჩემი აფხაზეთის ომიდან ჩამოასვენეს, დედა საავადმყოფოდან მოდიოდა, პირველი შვილიშვილი შეეძინა" - ნანკა კალატოზიშვილი შვილზე, გმირულად დაღუპულ მამასა და სამოქალაქო პროტესტზე

ბოლო პე­რი­ოდ­ში, მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, ტე­ლეკ­რან­ზე ხში­რად ჩნდე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის ამ­პლუ­ა­ში. არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს ის სხვა­დას­ხვა დროს პარ­ლა­მენ­ტის წინ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე. ამის გამო, რო­გორც თა­ვად ჰყვე­ბა, "ტრო­ლე­ბის" აგ­რე­სი­ის ობი­ექ­ტია, თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, ეს სუ­ლაც არ ანაღ­ვლებს.

მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტეს­ტის გა­მოთ­ქმის სურ­ვი­ლი მას შემ­დეგ გა­უმ­ძაფ­რდა, რაც მისი შვი­ლი, დანი, და­ი­ბა­და. და­ნი­ე­ლი ნა­ნა­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილს 2013 წელს კა­ლათ­ბურ­თელ ირაკ­ლი კე­დი­ას­გან შე­ე­ძი­ნა. წყვი­ლი ახლა და­შო­რე­ბუ­ლია.

"მას შემ­დეგ, რაც შვი­ლი გა­მიჩ­ნდა, სამ­ყა­როს მი­მართ უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვიგ­რძე­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბით, შვი­ლის მი­მართ. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც ვლა­პა­რა­კობ ბევ­რს რა­ღა­ცე­ებ­ზე და ვაპ­რო­ტეს­ტებ. მა­ნამ­დეც არ ვი­ყა­ვი ჩუ­მად, თუ რამე არ მომ­წონ­და, მაგ­რამ ბავ­შვის მერე გა­ას­მა­გე­ბუ­ლად და­მე­წყო. მივ­ხვდი, რომ ჩემი ბავ­შვის მო­მა­ვა­ლი და ზო­გა­დად ახა­ლი თა­ო­ბის მო­მა­ვა­ლი, წყდე­ბა და სი­ჩუ­მე და­ნა­შა­უ­ლია! ეს რომ არ გა­ვა­კე­თო, მერე დანი მოტ­რი­ალ­დე­ბა მე­ტყვის - რას აკე­თებ­დი, არ შე­გა­წუ­ხა ამან?!

ზო­გა­დად, კო­მენ­ტა­რე­ბით დი­დად არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი. მივ­ხვდი, რომ არ ვარ ექი­მი. ასე რომ იყოს, დი­აგ­ნო­ზის­თვის, კვლე­ვის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, რა დო­ნის სი­გი­ჟეს­თან გვაქვს საქ­მე, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ასე გლან­ძღა­ვენ. მაგ­რამ სჯობს, ასე და­ი­ცა­ლონ ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში და გა­რეთ ნაკ­ლე­ბი ზი­ზღით გა­მო­ვიდ­ნენ. მგო­ნია, რომ მე მათ ვეხ­მა­რე­ბი. რო­დე­საც შენი შვი­ლი გა­იზ­რდე­ბა და გკი­თხავს, რას აკე­თებ­დი და "ვტრო­ლა­ობ­დიო" რომ ეტყვი, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია ამით რომ ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი და მეტი საქ­მე რომ არ გაქვს. არ­ცერ­თი ეს ადა­მი­ა­ნი მე არ მიც­ნობს, სა­ო­ცა­რი ცი­ლის­წა­მე­ბე­ბია, ისეთ რა­მე­ებს მაბ­რა­ლე­ბენ, ასე რომ მე­ცხოვ­რა, ალ­ბათ, ახლა ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი."- თქვა მსა­ხი­ობ­მა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი".

ნან­კა და და­ნი­ე­ლი

მან ასე­ვე, რამ­დე­ნა­დაც შე­ეძ­ლო, ილა­პა­რა­კა გარ­დაც­ვლილ მა­მა­ზე, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ომში გმი­რუ­ლად და­ი­ღუ­პა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მან ომში სა­კუ­თა­რი სი­ცოხ­ლის ფა­სად ბავ­შვი გა­და­არ­ჩი­ნა.

"ვერ ვყვე­ბი ამ თე­მა­ზე, ვფუჭ­დე­ბი... 30 წელი გა­ვი­და და ვერ ვხვდე­ბი, როცა მე­უბ­ნე­ბი­ან ომი გინ­დაო. ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მე მინ­და ომი, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი ეს რა ტკი­ვი­ლია. სა­ში­ნე­ლე­ბა მო­ლო­დი­ნის რე­ჟი­მი... როცა აცი­ლებ, რო­გორ ბრუნ­დე­ბა... მამა ჩემ­ზე პა­ტა­რა იყო რომ გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, პა­ცი­ფის­ტი და სუ­ლაც არ უნ­დო­და, ვინ­მე მო­ეკ­ლა. ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, მერე კარ­გა ხანი მისი ფეხ­საც­მე­ლე­ბით დავ­დი­ო­დი... მამა რომ ჩა­მო­ას­ვე­ნეს, მო­მი­ტა­ნეს ტყვია: აი, ასე­თი თითო ტყვია გვქონ­და ყვე­ლას, ტყვედ რომ არ ჩავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვით და თავი მოგ­ვეკ­ლაო. მერე მივ­ხვდი, სა­ში­ნე­ლე­ბას ვა­კე­თებ­დი რომ ვი­ნა­ხავ­დი და ის ტყვია გა­და­ვაგ­დე.

თა­ვი­სუფ­ლე­ბას აქვს ფასი და 9 აპ­რი­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ამას სის­ხლით იხ­დი­ან. ვი­ცით რამ­დე­ნი დევ­ნი­ლი გვყავს, რა გზა გა­მო­ი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოსმ 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და არა­ვინ ფიქ­რობს იმა­ზე, სად ვიქ­ნე­ბით ხვალ. რი­თაც ჩვენ ვა­მა­ყობ­დით, სამ­წუ­ხა­როდ დღეს აღარ გვაქვს. ტყვე­ო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა იცხოვ­რო, მაგ­რამ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა არ უნდა გქონ­დეს შე­ლა­ხუ­ლი." - თქვა ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა.

გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა მას ჰკი­თხა დე­დის შე­სა­ხე­ბაც, რო­მე­ლიც 37 წლის ასაკ­ში დაქვრივ­და და 3 შვი­ლის პატ­რო­ნო­ბა მარ­ტოს მო­უ­წია.

"37 წლის იყო დედა რომ დაქვრივ­და, დარ­ჩა სრუ­ლი­ად მარ­ტო სამი ბავ­შვით. მას ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი და უბე­დუ­რი დღე ერთ დღეს ჰქონ­და. იმ დღეს, რო­დე­საც მა­მა­ჩე­მი ჩა­მო­ას­ვე­ნეს, ის მო­დი­ო­და სამ­შო­ბი­ა­რო­დან, ჩემს დას შვი­ლი გა­უჩ­ნდა, დე­დას პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. მახ­სოვს, მა­გი­დის ქვეშ შევ­ძვე­რი, რად­გან არ მინ­დო­და მისი რე­აქ­ცია მე­ნა­ხა. ვერ ვყვე­ბი... ომი გინ­და?! არ მინ­და, სა­ერ­თოდ არ მინ­და, მაგ­რამ არც ის მინ­და ზურ­გი შე­ვაქ­ციო ვინ­მეს და ლაჩ­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მქონ­დეს, არ მინ­და ვიყო მო­ღა­ლა­ტე." - თქვა მსა­ხი­ობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლამარა
4

მიყვარს ეს გოგო.

მაია
5

კარგი გოგოა! არ კეკლუცობს და არ იტყუება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"იმ დღეს, როდესაც მამაჩემი აფხაზეთის ომიდან ჩამოასვენეს, დედა საავადმყოფოდან მოდიოდა, პირველი შვილიშვილი შეეძინა" - ნანკა კალატოზიშვილი შვილზე, გმირულად დაღუპულ მამასა და სამოქალაქო პროტესტზე

"იმ დღეს, როდესაც მამაჩემი აფხაზეთის ომიდან ჩამოასვენეს, დედა საავადმყოფოდან მოდიოდა, პირველი შვილიშვილი შეეძინა" - ნანკა კალატოზიშვილი შვილზე, გმირულად დაღუპულ მამასა და სამოქალაქო პროტესტზე

ბოლო პერიოდში, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, ტელეკრანზე ხშირად ჩნდება სამოქალაქო აქტივისტის ამპლუაში. არაერთხელ გვინახავს ის სხვადასხვა დროს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებზე. ამის გამო, როგორც თავად ჰყვება, "ტროლების" აგრესიის ობიექტია, თუმცა მისივე თქმით, ეს სულაც არ ანაღვლებს.

მსახიობი ამბობს, რომ სამოქალაქო პროტესტის გამოთქმის სურვილი მას შემდეგ გაუმძაფრდა, რაც მისი შვილი, დანი, დაიბადა. დანიელი ნანაკა კალატოზიშვილს 2013 წელს კალათბურთელ ირაკლი კედიასგან შეეძინა. წყვილი ახლა დაშორებულია.

"მას შემდეგ, რაც შვილი გამიჩნდა, სამყაროს მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და განსაკუთრებით, შვილის მიმართ. ალბათ, ამიტომაც ვლაპარაკობ ბევრს რაღაცეებზე და ვაპროტესტებ. მანამდეც არ ვიყავი ჩუმად, თუ რამე არ მომწონდა, მაგრამ ბავშვის მერე გაასმაგებულად დამეწყო. მივხვდი, რომ ჩემი ბავშვის მომავალი და ზოგადად ახალი თაობის მომავალი, წყდება და სიჩუმე დანაშაულია! ეს რომ არ გავაკეთო, მერე დანი მოტრიალდება მეტყვის - რას აკეთებდი, არ შეგაწუხა ამან?!

ზოგადად, კომენტარებით დიდად არ ვინტერესდები. მივხვდი, რომ არ ვარ ექიმი. ასე რომ იყოს, დიაგნოზისთვის, კვლევისთვის საინტერესო იქნებოდა, რა დონის სიგიჟესთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანები ასე გლანძღავენ. მაგრამ სჯობს, ასე დაიცალონ ვირტუალურ სივრცეში და გარეთ ნაკლები ზიზღით გამოვიდნენ. მგონია, რომ მე მათ ვეხმარები. როდესაც შენი შვილი გაიზრდება და გკითხავს, რას აკეთებდი და "ვტროლაობდიო" რომ ეტყვი, ძალიან უხერხულია ამით რომ ხარ დაკავებული და მეტი საქმე რომ არ გაქვს. არცერთი ეს ადამიანი მე არ მიცნობს, საოცარი ცილისწამებებია, ისეთ რამეებს მაბრალებენ, ასე რომ მეცხოვრა, ალბათ, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი."- თქვა მსახიობმა და სამოქალაქო აქტივისტმა გადაცემაში "სთორი".

ნანკა და დანიელი

მან ასევე, რამდენადაც შეეძლო, ილაპარაკა გარდაცვლილ მამაზე, რომელიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. როგორც ცნობილია, მან ომში საკუთარი სიცოხლის ფასად ბავშვი გადაარჩინა.

"ვერ ვყვები ამ თემაზე, ვფუჭდები... 30 წელი გავიდა და ვერ ვხვდები, როცა მეუბნებიან ომი გინდაო. ყველაზე ნაკლებად მე მინდა ომი, რადგან ძალიან კარგად ვიცი ეს რა ტკივილია. საშინელება მოლოდინის რეჟიმი... როცა აცილებ, როგორ ბრუნდება... მამა ჩემზე პატარა იყო რომ გარდაიცვალა. ძალიან კარგი ადამიანი იყო, პაციფისტი და სულაც არ უნდოდა, ვინმე მოეკლა. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მერე კარგა ხანი მისი ფეხსაცმელებით დავდიოდი... მამა რომ ჩამოასვენეს, მომიტანეს ტყვია: აი, ასეთი თითო ტყვია გვქონდა ყველას, ტყვედ რომ არ ჩავვარდნილიყავით და თავი მოგვეკლაო. მერე მივხვდი, საშინელებას ვაკეთებდი რომ ვინახავდი და ის ტყვია გადავაგდე.

თავისუფლებას აქვს ფასი და 9 აპრილიდან მოყოლებული ამას სისხლით იხდიან. ვიცით რამდენი დევნილი გვყავს, რა გზა გამოიარა საქართველოსმ 70 წლის განმავლობაში და არავინ ფიქრობს იმაზე, სად ვიქნებით ხვალ. რითაც ჩვენ ვამაყობდით, სამწუხაროდ დღეს აღარ გვაქვს. ტყვეობაში შეიძლება იცხოვრო, მაგრამ თავმოყვარეობა არ უნდა გქონდეს შელახული." - თქვა ნანკა კალატოზიშვილმა.

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა დედის შესახებაც, რომელიც 37 წლის ასაკში დაქვრივდა და 3 შვილის პატრონობა მარტოს მოუწია.

"37 წლის იყო დედა რომ დაქვრივდა, დარჩა სრულიად მარტო სამი ბავშვით. მას ყველაზე ბედნიერი და უბედური დღე ერთ დღეს ჰქონდა. იმ დღეს, როდესაც მამაჩემი ჩამოასვენეს, ის მოდიოდა სამშობიაროდან, ჩემს დას შვილი გაუჩნდა, დედას პირველი შვილიშვილი შეეძინა. მახსოვს, მაგიდის ქვეშ შევძვერი, რადგან არ მინდოდა მისი რეაქცია მენახა. ვერ ვყვები... ომი გინდა?! არ მინდა, საერთოდ არ მინდა, მაგრამ არც ის მინდა ზურგი შევაქციო ვინმეს და ლაჩრული მდგომარეობა მქონდეს, არ მინდა ვიყო მოღალატე." - თქვა მსახიობმა.