უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში 11 პოლიტიკური პარტიის საქმიანობა შეზღუდა, მათ ნაწილს რუსეთთან თანამშრომლობა ედება ბრალად.
აღნიშნულ ინფორმაციას ზელენსკის ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანება ჩამოთვალა, მათ შორის - "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი საპარლამენტო პარტია. BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება არის პრორუსული.
შეზღუდულ პარტიათა ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ: "ოპოზიციური ბლოკი“, "შარიას პარტია“, "ჩვენები“, "მემარცხენე ოპოზიცია“, "მემარცხენე ძალების კავშირი”, "სახელმწიფო“, "უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტია“, "უკრაინის სოციალისტური პარტია“, "სოციალისტები“ და "ვლადიმირ სალდოს ბლოკი“.
BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო მიიღებს დაუყონებლივ ზომებს, რათა აკრძალვა დაუყონებლივ ამოქმედდეს. როგორც ბრიტანული მედიასაშუალება იუწყება, აღნიშნული შეზღუდვა უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის დასრულებამდე დარჩება.