ავტორი:

"ყველამ მინდა იცოდეს... აგვისტოს ომში ღმერთმა გვაჩუქა მისი თავი და გადარჩა…ჩემი გმირი ბიძია" - ბექა ხოფერია უკრაინაში გარდაცვლილ ქართველზე

"ყველამ მინდა იცოდეს... აგვისტოს ომში ღმერთმა გვაჩუქა მისი თავი და გადარჩა…ჩემი გმირი ბიძია" - ბექა ხოფერია უკრაინაში გარდაცვლილ  ქართველზე

რუს ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა. მარიუპოლთან მტერთან ბრძოლისას ბახვა ჩიქობავა გარდაიცვალა. მის შესახებ "ფეისბუქში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ბექა ხოფერია წერს და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი მისი ბიძა იყო.

"არ მიყვარს პოსტების წერა მაგრამ ყველამ მინდა იცოდეს, როგორი ბიძა მყავდა და რომ ყოველთვის ვამაყობფი მისით!

პირველი სურათი აგვისტოს ომშია გადაღებული, მაშინ ღმერთმა გვაჩუქა მისი თავი და გადარჩა…

პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა ჩემი გმირი ბიძია მიყვარხარ, ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ შენით

მშვიდობით ბახუ", - წერს ბექა ხოფერია.

ცნობისთვის, უკრაინაში გუშინ 2 ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპა. როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, ირპენში დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა.

თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ. მათ თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს დატოვეს.