ავტორი:

უკრაინაში მოკლეს რუსეთის საავიაციო ქვედანაყოფის მეთაური, რომელიც 2008 წელს საქართველოს დაბომბვაშიც მონაწილეობდა

უკრაინაში მოკლეს რუსეთის საავიაციო ქვედანაყოფის მეთაური, რომელიც 2008 წელს საქართველოს დაბომბვაშიც მონაწილეობდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საჰაერო ძალების საავიაციო ქვედანაყოფის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინცი მოკლეს.

მედიის ცნობით, ვოლინცი უკრაინის ტერიტორიაზე თითქმის ყველა დაბომბვას ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ ვოლინცი 2008 წელს საქართველოს დაბომბვაში იღებდა მონაწილეობას, ის ასევე მხარს უჭერდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს და საომარ მოქმედებებშიც მონაწილეობდა.