სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, "თბილსერვის ჯგუფი" მოსახლეობას მიმართავს
თბილისში ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, "თბილსერვის ჯგუფი" მოსახლეობას მიმართავს

დე­და­ქა­ლაქ­ში მო­სუ­ლი უხვი ნა­ლე­ქის, ქარ­ბუ­ქი­სა და ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის გამო, შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი“ სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს.

რო­გორც თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ტრან­სპორ­ტი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ, მა­მუ­კა მუმ­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა უწყვე­ტად მუ­შა­ობს.

მი­სი­ვე ცნო­ბით, გზის გაწ­მენ­დი­სა და ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის დაყ­რის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც ცენ­ტრა­ლურ, ასე­ვე შიდა გზებ­ზე. დე­და­ქა­ლაქ­ში წუ­ხელ ღა­მის შემ­დეგ 1 000 ტო­ნა­ზე მეტი ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი და­ი­ყა­რა.

"მო­ვუ­წო­დებთ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღო­ლებს, გარ­და მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის მქო­ნე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი­სა, რომ დრო­ე­ბით აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და, გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბას, ამ ეტაპ­ზე შე­ფერ­ხე­ბე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა ზო­გი­ერთ მარ­შრუტ­ზე, მათ შო­რის: პა­ტა­რა ლილო, სო­ფე­ლი ლისი, წყნე­თი წავ­კი­სი, შინ­დი­სი, ტა­ბახ­მე­ლა, კო­ჯო­რი, კი­კე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი“ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მოხ­დეს გზე­ბის გაწ­მენ­და და გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უ­ფერ­ხებ­ლად გაგ­რძელ­დეს.

ამას­თან შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­გიძ­ლი­ათ დარ­ე­კოთ "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ ცხელ ხაზ­ზე - 2 61 90 50 ან თბი­ლი­სის მე­რი­ის ცხელ ხაზ­ზე - 2 72 22 22“, - აღ­ნიშ­ნა მუმ­ლა­ძემ.

agram2000
50

მე-3 ბინის ყიდვის ნაცვლად ჯობია ზამთარში ზამთრის საბურავი იყიდოთ)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

თბილისში ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, "თბილსერვის ჯგუფი" მოსახლეობას მიმართავს

თბილისში ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, "თბილსერვის ჯგუფი" მოსახლეობას მიმართავს

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, შპს "თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

როგორც თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, მამუკა მუმლაძემ განაცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით, შესაბამისი ტექნიკა უწყვეტად მუშაობს.

მისივე ცნობით, გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა გზებზე. დედაქალაქში წუხელ ღამის შემდეგ 1 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა.

"მოვუწოდებთ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს, გარდა მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანებისა, რომ დროებით აუცილებლობის გარდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, ამ ეტაპზე შეფერხებები ფიქსირდება ზოგიერთ მარშრუტზე, მათ შორის: პატარა ლილო, სოფელი ლისი, წყნეთი წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთის მიმართულებით. "თბილსერვის ჯგუფი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს გზების გაწმენდა და გადაადგილება შეუფერხებლად გაგრძელდეს.

ამასთან შეგახსენებთ, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ "თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22“, - აღნიშნა მუმლაძემ.