ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკი ოსკარის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს, რათა მსოფლიოს რუსეთის აგრესიაზე უამბოს

ვოლოდიმირ ზელენსკი ოსკარის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს, რათა მსოფლიოს რუსეთის აგრესიაზე უამბოს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოსკარის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს.

"უნიანის“ ინფორმაციით, ამერიკელმა კომიკოსმა ემი შუმერმა, რომელიც წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის თანაწამყვანი იქნება, განაცხადა, რომ ზელენსკის დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობისთვის იწვევს, რათა ზელენსკიმ ამერიკელებს მიმართოს.

მისი თქმით, ოსკარი კარგი პლატფორმა იქნებოდა უკრაინის პრეზიდენტისთვის, რათა მილიონობით ამერიკელს რუსეთის აგრესიის შესახებ უამბოს.