ავტორი:

უკრაინელმა სამხედროებმა ჩერნობაევკაში რუსი გენერალი ანდრეი მორდვიჩევი მოკლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ჩერნობაევკაში რუსი გენერალი ანდრეი მორდვიჩევი მოკლეს

უკრაინულმა ჯარმა ჩერნობაევკაში რუსი გენერალი ანდრეი მორდვიჩევი მოკლა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოკლული უკვე მეხუთე რუსი გენერალია.

"ჩერნობაევკაში მეხუთე გენერალი გავანადგურეთ. ეს გენერალ-ლეიტენანტი მორდვიჩევია, ერთ-ერთი რუსული არმიის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხს აგებდა ვითარებაზე დონბასში. ეს მეხუთე გენერალია სამი კვირის განმავლობაში!

ჩემი აზრით, მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ იყო მსგავსი შემთხვევები, რომ საბჭოთა კავშირს 3 კვირის განმავლობაში 5 გენერალი დაეკარგა“,- განაცხადა დენისენკომ.