ავტორი:

"მინდა, შენი ხმა გავიგო: "ალექს, იარაღი გაასუფთავე?“... გმირულად ცხოვრობდა და გმირად მოკვდა" - რას წერს ომში გარდაცვლილი ქართველების შესახებ უკრაინელი ჟურნალისტი

"მინდა, შენი ხმა გავიგო: "ალექს, იარაღი გაასუფთავე?“... გმირულად ცხოვრობდა და გმირად მოკვდა" - რას წერს ომში გარდაცვლილი ქართველების შესახებ უკრაინელი ჟურნალისტი

კიევის ოლქში, შეტაკებისას ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპნენ. ქართველები ირპენში აფეთქებას ემსხვერპლნენ. როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა.

ქართველ მებრძოლებს უკრაინელი ჟურნალისტი ალექსეი ბობრონიკოვი იხსენებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"პრესაში გავრცელდა და შეიძლება უკვე, რომ მეც ვთქვა.

ბერო და დათო, გია ბერიაშვილი და დათო რატიანი. ისინი გუშინ დაიღუპნენ ირპენისთვის ბრძოლაში, ჩვენი ოცეულის სადაზვერვო ბრძოლისას. ბერო უკვე გარდაცვლილი გამოვიყვანეთ, ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ. ის ბოლო წუთამდე იბრძოდა სიცოცხლისთვის.

დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. მან ჩემი სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ გადაარჩინა. დათომ გარდაცვალებისას რამდენიმე ოკუპანტიც გაიყოლა. ის მსროლელი იყო. დათო ცხოვრობდა როგორც გმირი და გმირად მოკვდა: ფეხში დაჭრილ ფრანგ ჯარისკაცს შეკრების ადგილთან მისვლაში ეხმარებოდა, ნაღმის აფეთქებისას დათო ადგილზე გარდაიცვალა. ის იყო ძლიერი, მორიდებული, მოწესრიგებული და კეთილი.

დათო რატიანი - მესტიიდან, სვანი, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა.

მის შესახებ მშრალად ვწერ, ვწერ მხოლოდ იმ ფაქტებს, რომელთა დაწერის უფლებაც მაქვს. ალბათ, დავწერ დაწვრილებით იმ კაცზე, რომელმაც გაცნობისა და ფრონტზე გასვლის დღიდან ბევრი რამ მასწავლა - სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დემარკაციის ხაზიდან დაწყებული მშობლიურ კიევამდე.

რატიანი...

დღეს ყოველ წუთს მინდა შენი ხმა გავიგო: "ალექს, იარაღი გაასუფთავე?“ "ალექს, წერენ ქალზე, რომელიც სროლისას დაიღუპა, 7 შვილის დედაზე, წაიკითხე“?

დათო თავის უკანასკნელ ბრძოლაში გუშინ დილით, 5:00 საათზე გავიდა. ბოლომდე ერთად ვიყავით.

ჭურვმა დათო და ის მებრძოლი იმსხვერპლა, რომელიც მას მოჰყავდა და ამაცილა მე.

იმ ღამით დათო რატიანის სათვალის საკიდმა გადამარჩინა, შავმა, სქელმა საკიდმა. ქართველებმა და უკრაინელებმა ისინი ტყიდან გამოვიყვანეთ.

დათო, მადლობა, რომ ჩემ გვერდით იყავი. მადლობა, რომ იყავი“, - წერს ჟურნალისტი.