სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავრობა მოქალაქეებს რუსული სამხედრო ძალით გვაშინებს და ამას ეძახიან ფრთხილ პოლიტიკას, ამას ფრთხილი არ ჰქვია, მხდალი ჰქვია" - გიორგი გახარია
"მთავრობა მოქალაქეებს რუსული სამხედრო ძალით გვაშინებს და ამას ეძახიან ფრთხილ პოლიტიკას, ამას ფრთხილი არ ჰქვია, მხდალი ჰქვია" - გიორგი გახარია

"დღეს ვცხოვ­რობთ ისეთ სივ­რცე­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლით გვა­ში­ნებს და ამას ფრთხილ პო­ლი­ტი­კას ეძა­ხი­ან" - ამას ფრთხი­ლი პო­ლი­ტი­კა არ ჰქვია - მხდა­ლი ჰქვია, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დერ­მა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ის პო­ლი­ტი­კა, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის დროს მის­დევს, არ­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა კი არა, არა­მედ პარტნი­ო­რე­ბის­თვის ზურ­გის შექ­ცე­ვის პო­ლი­ტი­კაა.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ფუნ­და­მენტს რე­ცხავს.

"დღეს ჩვენ ვართ გა­რე­მო­ში, ვცხოვ­რობთ ისეთ სივ­რცე­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლით გვა­ში­ნებს. მთავ­რო­ბა იმას კი არ გვე­უბ­ნე­ბა, რომ ასე­თი რის­კე­ბია და ჩვენ ამას ვამ­ზა­დებთ, გა­ვუმკლავ­დე­ბით ასე, ამას არ გვე­უბ­ნე­ბა. დღეს ქარ­თუ­ლი მთავ­რო­ბა ჩვენ რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლით გვა­ში­ნებს და ამას ეძა­ხი­ან ფრთხილ პო­ლი­ტი­კას. ამას ფრთხი­ლი პო­ლი­ტი­კა არ ჰქვია, მხდა­ლი ჰქვია.

მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დიდი მიღ­წე­ვე­ბი აქვს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგ­რამ ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, რაც ხდე­ბა თვი­თონ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ფუნ­და­მენტს რე­ცხა­ვენ.

არ­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა არის პო­ლი­ტი­კა და სწო­რი პო­ლი­ტი­კაა, მა­ნამ, სა­ნამ შენი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას რისკს არ უქ­მნის და დღეს უქ­მნის. ეს არ არის არ­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა ეს არის ფაქ­ტობ­რი­ვად, შენი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც დღეს უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ და არი­ან გა­რან­ტე­ბი შენი უსაფრ­თხო­ე­ბის, მათ­თვის ზურ­გის შექ­ცე­ვის პო­ლი­ტი­კა, მეტი არა­ფე­რი არ არის", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, წარ­მო­უდ­გენ­ლად ცი­ნი­კუ­რია ის პო­ზი­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც დღეს ზო­გი­ერ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იკა­ვებს.

"თქვენ ხომ არ გგო­ნი­ათ, რომ მარ­ტო მთავ­რო­ბას აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან? - ჩვენც გვაქვს. მათ­თვის წარ­მო­უდ­გენ­ლად ცი­ნი­კუ­რია, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ის პო­ზი­ცია, რო­მელ­საც დღეს ზო­გი­ერ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იკა­ვებს. მა­გა­ლი­თად, პო­ზი­ცია, რო­დე­საც ამ­ბობ, რომ ომი იქ არის და მე აქ ეკო­ნო­მი­კას უნდა მივ­ხე­დო. რო­გორ უნდა მი­ხე­დო ეკო­ნო­მი­კას, როცა შენი ორი მთა­ვა­რი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი ერ­თმა­ნეთ­ში ომობს? რა ლო­გი­კაა?! ან რო­დე­საც ამ­ბობ რომ ცუ­დია, რომ უკ­რა­ი­ნამ ვერ მო­ა­ხერ­ხა ომის არი­დე­ბა, მა­შინ რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო ამას არაპ­რო­ვო­ცი­რე­ბულ თავ­დას­ხმას ეძა­ხის", - აღ­ნიშ­ნა მან.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რებს არ ეს­მით რას ლა­პა­რა­კო­ბენ, რაც კომ­პე­ტენ­ცი­ის პრობ­ლე­მას უკავ­შირ­დე­ბა.

წამ­ყვა­ნის მიერ დას­მულ კი­თხვა­ზე, აქვს თუ არა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს კომ­პე­ტენ­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა, გა­ხა­რია პა­სუ­ხობს:

"რას ნიშ­ნავს ღა­რი­ბაშ­ვილს აქვს კომ­პე­ტენ­ცი­ის პრობ­ლე­მა? რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ახლა, ბევ­რს აქვს კომ­პე­ტენ­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

დღეს ქარ­თუ­ლი მთავ­რო­ბა ჩვენ რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლით გვა­ში­ნებს და ამას ეძა­ხი­ან ფრთხილ პო­ლი­ტი­კას. ამას ფრთხი­ლი პო­ლი­ტი­კა არ ჰქვია, მხდა­ლი ჰქვია.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მად
1

მთავრობამ რომ არ გვითხრას ჩვენ ვერ მივხდებით რუსეთი რომ მტერია?და ვერ ვხედავთ მის ძალას და უსამართლობას? ასეთი დებილია ხალხი ხო? კარგით რაა მართლა დაამტრავრეთ ურცხვი ბრალდებები...სასაცილო მდგომარეობაში იგდებთ თავს მთელი ოპოზიცია....... უკრაინიდნ შემოიოარა მიშა და მათგან მოდის პროვოკაციული განცხადებები.....ჩვენ კი მაინც მეგობრულად ვუდგავართ გვერდით.....ის ფარული კავშირებიც გაიფაქტა....საქართველოში ომი გინდათ. ამისკენ გვიბიძგებთ და დაისჯებით.

!!!!
1

აბა ჰეე,გმირებო გვიჩვენეთ ხანია გზა,ოღონდ პროვოკავიების გარეშე! ლაპარაკში მაგრები ხართ და წინ არ იყურებით /სათქვენოდ კი/. ერთი სული გაქვთ ქვეყანას ვინმემ თითი დაუქნიოს და სტარტზე ხართ. აბა მიდი,დაგვამშვიდე,მოგბიხსენი დაძაბულობა თუ შეგიძლია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"მთავრობა მოქალაქეებს რუსული სამხედრო ძალით გვაშინებს და ამას ეძახიან ფრთხილ პოლიტიკას, ამას ფრთხილი არ ჰქვია, მხდალი ჰქვია" - გიორგი გახარია

"მთავრობა მოქალაქეებს რუსული სამხედრო ძალით გვაშინებს და ამას ეძახიან ფრთხილ პოლიტიკას, ამას ფრთხილი არ ჰქვია, მხდალი ჰქვია" - გიორგი გახარია

"დღეს ვცხოვრობთ ისეთ სივრცეში, სადაც საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს რუსული სამხედრო ძალით გვაშინებს და ამას ფრთხილ პოლიტიკას ეძახიან" - ამას ფრთხილი პოლიტიკა არ ჰქვია - მხდალი ჰქვია, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

მისივე თქმით, ის პოლიტიკა, რასაც "ქართული ოცნება" რუსეთ-უკრაინის ომის დროს მისდევს, არგაღიზიანების პოლიტიკა კი არა, არამედ პარტნიორებისთვის ზურგის შექცევის პოლიტიკაა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში "ქართული ოცნება" ფაქტობრივად, სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს რეცხავს.

"დღეს ჩვენ ვართ გარემოში, ვცხოვრობთ ისეთ სივრცეში, სადაც საქართველოს მთავრობა ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს რუსული სამხედრო ძალით გვაშინებს. მთავრობა იმას კი არ გვეუბნება, რომ ასეთი რისკებია და ჩვენ ამას ვამზადებთ, გავუმკლავდებით ასე, ამას არ გვეუბნება. დღეს ქართული მთავრობა ჩვენ რუსული სამხედრო ძალით გვაშინებს და ამას ეძახიან ფრთხილ პოლიტიკას. ამას ფრთხილი პოლიტიკა არ ჰქვია, მხდალი ჰქვია.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ "ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული დიდი მიღწევები აქვს ქართული სახელმწიფოს წინაშე. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად, რაც ხდება თვითონ სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს რეცხავენ.

არგაღიზიანების პოლიტიკა არის პოლიტიკა და სწორი პოლიტიკაა, მანამ, სანამ შენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს დამოუკიდებლობას რისკს არ უქმნის და დღეს უქმნის. ეს არ არის არგაღიზიანების პოლიტიკა ეს არის ფაქტობრივად, შენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომლებიც დღეს უზრუნველყოფენ და არიან გარანტები შენი უსაფრთხოების, მათთვის ზურგის შექცევის პოლიტიკა, მეტი არაფერი არ არის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის, ხშირ შემთხვევაში, წარმოუდგენლად ცინიკურია ის პოზიციები, რომელსაც დღეს ზოგიერთი ხელისუფლების წარმომადგენელი იკავებს.

"თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მარტო მთავრობას აქვს ურთიერთობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან? - ჩვენც გვაქვს. მათთვის წარმოუდგენლად ცინიკურია, ხშირ შემთხვევაში, ის პოზიცია, რომელსაც დღეს ზოგიერთი ხელისუფლების წარმომადგენელი იკავებს. მაგალითად, პოზიცია, როდესაც ამბობ, რომ ომი იქ არის და მე აქ ეკონომიკას უნდა მივხედო. როგორ უნდა მიხედო ეკონომიკას, როცა შენი ორი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ერთმანეთში ომობს? რა ლოგიკაა?! ან როდესაც ამბობ რომ ცუდია, რომ უკრაინამ ვერ მოახერხა ომის არიდება, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ამას არაპროვოცირებულ თავდასხმას ეძახის", - აღნიშნა მან.

გიორგი გახარიას განცხადებით, ხშირ შემთხვევაში მმართველი გუნდის წევრებს არ ესმით რას ლაპარაკობენ, რაც კომპეტენციის პრობლემას უკავშირდება.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე, აქვს თუ არა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კომპეტენციის ნაკლებობა, გახარია პასუხობს:

"რას ნიშნავს ღარიბაშვილს აქვს კომპეტენციის პრობლემა? რა მნიშვნელობა აქვს ახლა, ბევრს აქვს კომპეტენციის ნაკლებობა", - განაცხადა გახარიამ.

დღეს ქართული მთავრობა ჩვენ რუსული სამხედრო ძალით გვაშინებს და ამას ეძახიან ფრთხილ პოლიტიკას. ამას ფრთხილი პოლიტიკა არ ჰქვია, მხდალი ჰქვია.