უკვე მეხუთე წელია, რაც ფინეთი "ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა". სიის სათავეში სკანდინავიური ქვეყნები გვხვდება: მეორე ადგილზე დანია და მესამეზე ისლანდიაა, მეშვიდე და მერვე ადგილები კი შვედეთმა და ნორვეგიამ დაიკავა.
სტატისტიკის შესაქმნელად, გლობალური გამოკითხვის შედეგებს იყენებენ იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. გამოკითხვაში მნიშვნელოვანია კრიმინალის დაბალი მაჩვენებელი, თითოეული ქვეყნის მშპ, სოციალური მხარდაჭერა, კორუფციის დონე..
2022 წლის სტატისტიკაში დიდი როლი ითამაშა ქველმოქმედებამ, რომლის დონეც ბევრადაა მომატებული კოვიდ-19-ის ფონზე. "უცნობების დახმარება, მოხალისეობა და შემოწირულობები 2021 წელს მკვეთრად გაიზარდა მსოფლიოს ყველა კუთხეში და თითქმის 25 პროცენტით აღემატება პანდემიამდელ შედეგებს“, - თქვა ჯონ ჰელიველმა, რედაქტორმა და ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა.
სიის შემქმნელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კვლევები, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ადრე ჩატარდა. მიუხედავად ამისა, რუსეთი და უკრაინა ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ტოპ 100-ში დაბალ პოზიციებზე იყვნენ: რუსეთი 74-ე ადგილზე, ხოლო უკრაინა 108-ე ადგილზე.
საქართველომ კი 106 ადგილი დაიკავა. ჩვენი ქვეყანა ვენესუელასა და ალჟირს შორისაა.
სრული სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ: worldpopulationreview
წყარო: independent
მოამზადა ანა სიბოშვილმა