პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტუშაევის შემდეგ ანზორ ბისაევი:  ვინ არის კადიროვის "მარჯვენა ხელი" და რა საქმეებს ასრულებინებენ მას - "ახმატ-გროზნის" მეთაური ჩეჩნეთის ლიდერმა უკრაინაში გაუშვა
ტუშაევის შემდეგ ანზორ ბისაევი:  ვინ არის კადიროვის "მარჯვენა ხელი" და რა საქმეებს ასრულებინებენ მას - "ახმატ-გროზნის" მეთაური ჩეჩნეთის ლიდერმა უკრაინაში გაუშვა

თით­ქმის ყო­ველ დღე, უკ­რა­ი­ნუ­ლი და და­სავ­ლუ­რი მე­დია "ძლე­ვა­მო­სი­ლი რუ­სუ­ლი არ­მი­ის" ე.წ. ელი­ტუ­რი და­ნა­ყო­ფე­ბის უმო­წყა­ლოდ გა­ნად­გუ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, იტყო­ბი­ნე­ბი­ან, სად, რო­მელ რა­ი­ონ­ში გა­ა­ნად­გუ­რეს ჩე­ჩენ­თის რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის მიერ გა­პი­ა­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, რო­მელ­თა სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა­შიც, მი­სი­ვე თქმით, მი­ლი­არ­დო­ბით რუბ­ლია ჩა­დე­ბუ­ლი.

მარ­თა­ლია, პუ­ტი­ნი­სა და მისი ფა­ვო­რი­ტის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნე­ბი კვლა­ვაც იმ ხაზს მიჰ­ყვე­ბი­ან, რომ მათი არ­მია უძ­ლე­ვე­ლია და რუს სამ­ხედ­რო­ებს "უკ­რა­ი­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა სი­ხა­რუ­ლით იღებს", თუმ­ცა რუ­სეთ­შიც საკ­მა­ოდ ბევ­რს აქვს ინ­ფორ­მა­ცია, იმის შე­სა­ხებ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე უკ­რა­ი­ნის შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ხა­ლი­სე­ე­ბის პი­რის­პირ, ისი­ნი ერ­თა­დერთ რა­მეს ფლო­ბენ - რა­ო­დე­ნობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბა, თუმ­ცა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, არც ეს არის ეფექ­ტი­ა­ნი.

ინ­ტერ­ნეტ­ში მუდ­მი­ვად ვრცელ­დე­ბა "კა­დი­როვ­ცე­ბის" დამ­წვა­რი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­სა და გაქ­ცე­უ­ლი ჩეჩ­ნუ­რი ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა, რაც კი­დევ ერთხელ მოწ­მობს, რომ მათი "მა­ღა­ლი დო­ნის სამ­ხედ­რო წვრთნა და მომ­ზა­დე­ბა" სი­ნამ­დვი­ლე­ში მი­თია. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ფსევ­დო­ნი­მე­ბით წერ­დნენ, "კა­დი­როვ­ცე­ბი" მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი, უია­რა­ღო ადა­მი­ა­ნე­ბის, პუ­ტი­ნი­სა და კა­დი­რო­ვის პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ გან­წყო­ბი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის პი­რის­პირ არი­ან ძლი­ე­რე­ბი"

  • რამ­დე­ნი­მე დღის წინ, უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­ღუ­პა კა­დი­რო­ვის "მარ­ჯვე­ნა ხელი", მა­გო­მედ ტუ­შა­ე­ვი, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, უკ­რა­ი­ნელ­მა სნა­ი­პერ­მა ქალ­მა მოკ­ლა. ის 141-ე მო­ტო­ზი­რე­ბუ­ლი პოლ­კის მე­თა­უ­რი იყო. რამ­ზან კა­დი­როვ­მა რამ­დე­ნი­მე მე­და­ლიც გა­დას­ცა და რაც მთა­ვა­რია, მუდ­მი­ვად აცხა­დებ­და, რომ "ტუ­შა­ე­ვი, მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და­სა­ცა­ვად, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მყო­ფი პირი იყო."

ცნო­ბის­თვის, მისი და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას კარ­გა ხანს მა­ლავ­და ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი და მხო­ლოდ გვი­ან აღი­ა­რა. კა­დი­რო­ვი მუდ­მი­ვად აცხა­დებს, რომ "უკ­რა­ი­ნა­ში სა­ომ­რად და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად ათო­ბით ათა­სი მო­ხა­ლი­სე მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს." რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გავ­რცელ­და მისი მი­მარ­თვა, სა­დაც პუ­ტინს ჰპირ­დე­ბა, რომ მისი ყვე­ლა ბრძა­ნე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

  • ტუ­შა­ე­ვის შემ­დეგ, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი ამ­ბობს, რომ ამ­ჯე­რად, უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი "მარ­ჯვე­ნა ხელი" ან­ზორ ბი­სა­ე­ვი გა­უშ­ვა, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნეთ­სა და ზო­გა­დად, რუ­სეთ­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი ОМОН -ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბა­ტა­ლი­ონ "ახ­მატ-გროზ­ნის" მე­თა­უ­რია.

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რო­მელ­თათ­ვი­საც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ჯერ კი­დევ ხელ­მი­საწ­ვდო­მია, სხვა­დას­ხვა პუბ­ლი­კა­ცი­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი წერს:

"რუ­სე­თის ბო­უ­ჯე­ტი­დან ე.წ. სამ­ხედ­რო რე­ფორ­მებ­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბა­ში გა­მო­ყო­ფი­ლი უზარ­მა­ზა­რი თან­ხე­ბი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, პუ­ტი­ნის გა­რე­მოც­ვის, სამ­ხედ­რო გე­ნე­რა­ლი­ტე­ტის, კა­დი­რო­ვი­სა და მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რე­ბის ჯი­ბე­ში მი­დი­ო­და, მო­სახ­ლე­ო­ბას კი უტიფ­რად ატყუ­ებ­დნენ, რომ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ჯარი გვყავს და მათი მომ­ზა­დე­ბის­თვის უამ­რა­ვი თან­ხა იხარ­ჯე­ბა, თუმ­ცა, ასე­თი შე­დე­გი დად­გა..."

  • "კა­დი­რო­ვის ხელ­ქვე­ი­თე­ბი, მა­გო­მედ ტუ­შა­ე­ვი, ჰუ­სე­ინ მე­ჯი­დო­ვი, ან­ზორ ბი­სა­ე­ვი და მათ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გვარ­დი­ა­ში ირი­ცხე­ბი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, კა­დი­რო­ვის ბრძა­ნე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან, აქამ­დე საჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო, პუ­ტინ­სა და მის გა­რე­მოც­ვას სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი აქვს. მათ გზავ­ნიდ­ნენ ისეთ საქ­მე­ებ­ზე, სა­დაც სამ­ხედ­რო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის შან­სი ნაკ­ლე­ბი იყო, ასე­ვე გა­წა­ფულ­ნი არი­ან აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვა­ში, არა­სა­სურ­ვე­ლი პი­რე­ბის აყ­ვა­ნა­ში, კერ­ძო პი­რებ­ზე ნა­დი­რო­ბა­ში, თუმ­ცა, ეს არ არის არ­მი­ის სახე", - წერს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ანა­ტო­ლი პას­ტუ­ხო­ვი.

ბი­სა­ე­ვი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, როსგვარ­დი­ის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის და­ნა­ყოფ­ში ირი­ცხე­ბო­და, თა­ვად კა­დი­როვ­მა 2019 წელს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­მა­მა­ცის­თვის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა. ადი­ლობ­რი­ვე­ბი წე­რენ, - "რო­დე­საც საქ­მე პუტ­ნის ერ­თგუ­ლე­ბას ეხე­ბა, კა­დი­რო­ვი უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­საც ად­ვი­ლად წი­რავს, ასე რომ ტუ­შა­ე­ვის შემ­დეგ, რომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­საც კა­დი­რო­ვი კარ­გა ხანს მა­ლავ­და, ახლა ბი­სა­ე­ვის ჯერი დად­გა", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ტა­ტი­ა­ნა პო­ნო­მა­რე­ვა.

რუსი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ჩე­ჩენ მე­ომ­რებს უკ­რა­ი­ნა­ში დამ­ხმა­რე ძა­ლის ფუნ­ქცია აქვთ.

"ჩე­ჩე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი იქ მხო­ლოდ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბის მიერ აღე­ბულ ობი­ექ­ტებს იცა­ვენ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ შე­ტე­ვით სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში. შე­საძ­ლოა, გარ­კვე­უ­ლი სა­ხის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, მაგ­რამ ეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ არის ფრონ­ტის წინა ხაზი", - ამ­ბობს ალექ­სან­დრე პე­რენ­ჯი­ე­ვი.

  • სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ექ­სპერ­ტის, აზად ისა­ზა­დეს მო­საზ­რე­ბით, ჩე­ჩენ სამ­ხედ­რო­ებს, უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებ­ში უფრო დი­ვერ­სი­უ­ლი და სა­დაზ­ვერ­ვო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვთ და არა თავ­დას­ხმის.

"არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ში მათ შე­უძ­ლი­ათ და­ა­ზი­ა­ნონ, ან გა­წყვი­ტონ კო­მუ­ნი­კა­ცია, გა­მო­იწ­ვი­ონ პა­ნი­კა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე­ში და თუ მი­ზანს მი­აღ­წი­ეს, ამის შემ­დეგ, მოქ­მე­დე­ბას იწყე­ბენ და შტურმ­ზე გა­და­დი­ან სხვა სამ­ხედ­რო­ე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გვარ­დია. მათ ასე­ვე ევა­ლე­ბათ, არ მის­ცენ ად­გი­ლობ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის გა­მარ­თვის უფ­ლე­ბა, რა­საც ასე­ვე ვერ აკე­თე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ნა­წილს, ვინც მსა­ხუ­რობს ОМОН -ში, ცხა­დია, მო­უ­წევს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ასე­თი ბევ­რი არ არის", - ამ­ბობს ისა­ზა­დე kavkaz-uzel.eu-სთან სა­უ­ბარ­ში.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტტ
0

ეს იმდენს იცინის რო აუცილებლად მოხვდება. აუცილებლად. უკრაინაში ომი დამთავრდება თუ არ დამთავრდება პუტინის რეჟიმს სანქციებით მაინც ყცელა ვარიანტში დარხეული აქვს. აი ნახავთ. ჩათვალეთ რო სანქციებით ყელში წაჭერილი აქვთ

ზურა
0

ამასაც მალე გააგორებენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ტუშაევის შემდეგ ანზორ ბისაევი:  ვინ არის კადიროვის "მარჯვენა ხელი" და რა საქმეებს ასრულებინებენ მას - "ახმატ-გროზნის" მეთაური ჩეჩნეთის ლიდერმა უკრაინაში გაუშვა

ტუშაევის შემდეგ ანზორ ბისაევი:  ვინ არის კადიროვის "მარჯვენა ხელი" და რა საქმეებს ასრულებინებენ მას - "ახმატ-გროზნის" მეთაური ჩეჩნეთის ლიდერმა უკრაინაში გაუშვა

თითქმის ყოველ დღე, უკრაინული და დასავლური მედია "ძლევამოსილი რუსული არმიის" ე.წ. ელიტური დანაყოფების უმოწყალოდ განადგურების პარალელურად, იტყობინებიან, სად, რომელ რაიონში გაანადგურეს ჩეჩენთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ გაპიარებული სამხედროები, რომელთა სამხედრო მომზადებაშიც, მისივე თქმით, მილიარდობით რუბლია ჩადებული.

მართალია, პუტინისა და მისი ფავორიტის პროპაგანდისტული მანქანები კვლავაც იმ ხაზს მიჰყვებიან, რომ მათი არმია უძლეველია და რუს სამხედროებს "უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა სიხარულით იღებს", თუმცა რუსეთშიც საკმაოდ ბევრს აქვს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თანამედროვე სტანდარტების მქონე უკრაინის შეირაღებული ძალებისა და სხვადასხვა ქვეყნის მოხალისეების პირისპირ, ისინი ერთადერთ რამეს ფლობენ - რაოდენობრივი უპირატესობა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, არც ეს არის ეფექტიანი.

ინტერნეტში მუდმივად ვრცელდება "კადიროვცების" დამწვარი და განადგურებული სამხედრო ტექნიკისა და გაქცეული ჩეჩნური ბატალიონების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მათი "მაღალი დონის სამხედრო წვრთნა და მომზადება" სინამდვილეში მითია. როგორც ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებლები სხვადასხვა ფსევდონიმებით წერდნენ, "კადიროვცები" მხოლოდ მშვიდობიანი, უიარაღო ადამიანების, პუტინისა და კადიროვის პოლიტიკის წინააღმდეგ განწყობილი სამოქალაქო აქტივისტებისა და სექსუალური უმცირესობების პირისპირ არიან ძლიერები"

  • რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში დაიღუპა კადიროვის "მარჯვენა ხელი", მაგომედ ტუშაევი, რომელიც გავრცელებული ცნობებით, უკრაინელმა სნაიპერმა ქალმა მოკლა. ის 141-ე მოტოზირებული პოლკის მეთაური იყო. რამზან კადიროვმა რამდენიმე მედალიც გადასცა და რაც მთავარია, მუდმივად აცხადებდა, რომ "ტუშაევი, მისი ნდობით აღჭურვილი, რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტის დასაცავად, სამხედრო სამსახურში მყოფი პირი იყო."

ცნობისთვის, მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაციას კარგა ხანს მალავდა ჩეჩნეთის ლიდერი და მხოლოდ გვიან აღიარა. კადიროვი მუდმივად აცხადებს, რომ "უკრაინაში საომრად და უკრაინელი ხალხის გასათავისუფლებლად ათობით ათასი მოხალისე მზადყოფნას გამოთქვამს." რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა მისი მიმართვა, სადაც პუტინს ჰპირდება, რომ მისი ყველა ბრძანება შესრულებული იქნება.

  • ტუშაევის შემდეგ, ჩეჩნეთის ლიდერი ამბობს, რომ ამჯერად, უკრაინაში კიდევ ერთი "მარჯვენა ხელი" ანზორ ბისაევი გაუშვა, რომელიც ჩეჩნეთსა და ზოგადად, რუსეთში კარგად ცნობილი ОМОН -ის დაქვემდებარებაში არსებული ბატალიონ "ახმატ-გროზნის" მეთაურია.

ინტერნეტმომხმარებლები, რომელთათვისაც სოციალური ქსელები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, სხვადასხვა პუბლიკაციებს აქვეყნებენ. ერთ-ერთი მათგანი წერს:

"რუსეთის ბოუჯეტიდან ე.წ. სამხედრო რეფორმებსა და შეიარაღებული ძალების სათანადოდ მომზადებაში გამოყოფილი უზარმაზარი თანხები, სინამდვილეში, პუტინის გარემოცვის, სამხედრო გენერალიტეტის, კადიროვისა და მისი ნდობით აღჭურვილი პირების ჯიბეში მიდიოდა, მოსახლეობას კი უტიფრად ატყუებდნენ, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჯარი გვყავს და მათი მომზადებისთვის უამრავი თანხა იხარჯება, თუმცა, ასეთი შედეგი დადგა..."

  • "კადიროვის ხელქვეითები, მაგომედ ტუშაევი, ჰუსეინ მეჯიდოვი, ანზორ ბისაევი და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფები, რომლებიც რუსეთის ნაციონალური გვარდიაში ირიცხებიან, სინამდვილეში კი, კადიროვის ბრძანების შემსრულებლები არიან, აქამდე საჩვენებელი იყო, პუტინსა და მის გარემოცვას სანერვიულო არაფერი აქვს. მათ გზავნიდნენ ისეთ საქმეებზე, სადაც სამხედრო წინააღმდეგობის შანსი ნაკლები იყო, ასევე გაწაფულნი არიან აქციების დარბევაში, არასასურველი პირების აყვანაში, კერძო პირებზე ნადირობაში, თუმცა, ეს არ არის არმიის სახე", - წერს სამოქალაქო აქტივისტი ანატოლი პასტუხოვი.

ბისაევი, რომელიც წლების განმავლობაში, როსგვარდიის სწრაფი რეაგირების დანაყოფში ირიცხებოდა, თავად კადიროვმა 2019 წელს, განსაკუთრებული სიმამაცისთვის უმაღლესი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ადილობრივები წერენ, - "როდესაც საქმე პუტნის ერთგულებას ეხება, კადიროვი უახლოეს გარემოცვასაც ადვილად წირავს, ასე რომ ტუშაევის შემდეგ, რომლის გარდაცვალებასაც კადიროვი კარგა ხანს მალავდა, ახლა ბისაევის ჯერი დადგა", - წერს ინტერნეტმომხმარებელი ტატიანა პონომარევა.

რუსი სამხედრო ექსპერტების თქმით, ჩეჩენ მეომრებს უკრაინაში დამხმარე ძალის ფუნქცია აქვთ.

"ჩეჩენი სამხედროები იქ მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ნაწილების მიერ აღებულ ობიექტებს იცავენ, შეძლებისდაგვარად და არ მონაწილეობენ შეტევით სამხედრო ოპერაციებში. შესაძლოა, გარკვეული სახის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ფრონტის წინა ხაზი", - ამბობს ალექსანდრე პერენჯიევი.

  • საინფორმაციო-ანალიტიკური მიმართულების ექსპერტის, აზად ისაზადეს მოსაზრებით, ჩეჩენ სამხედროებს, უკრაინის ქალაქებში უფრო დივერსიული და სადაზვერვო დანიშნულება აქვთ და არა თავდასხმის.

"არსებულ რეალობაში მათ შეუძლიათ დააზიანონ, ან გაწყვიტონ კომუნიკაცია, გამოიწვიონ პანიკა მოწინააღმდეგე მხარეში და თუ მიზანს მიაღწიეს, ამის შემდეგ, მოქმედებას იწყებენ და შტურმზე გადადიან სხვა სამხედროები, ამ შემთხვევაში, ნაციონალური გვარდია. მათ ასევე ევალებათ, არ მისცენ ადგილობრივ მოქალაქეებს საპროტესტო აქციის გამართვის უფლება, რასაც ასევე ვერ აკეთებენ. რაც შეეხება იმ ნაწილს, ვინც მსახურობს ОМОН -ში, ცხადია, მოუწევს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, მაგრამ ასეთი ბევრი არ არის", - ამბობს ისაზადე kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში.