საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის ცის ნაწილობრივ ჩაკეტვის ყველაზე სწრაფი საშუალება - "სტინგერები" აშშ-დან და "სამთავიანი“ საზენიტო რაკეტები დიდი ბრიტანეთიდან
უკრაინის ცის ნაწილობრივ ჩაკეტვის ყველაზე სწრაფი საშუალება - "სტინგერები" აშშ-დან და "სამთავიანი“ საზენიტო რაკეტები დიდი ბრიტანეთიდან
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ ნა­ტო­საც თურ­მე, რო­დე­საც მო­ინ­დო­მებს, შეს­ძლე­ბია მეტ-ნაკ­ლე­ბად ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­აგ­ვა­როს საქ­მე - ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის ცის დაც­ვის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, რა­საც პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი ნა­ტოს ომის და­წყე­ბის დღი­დან ეხ­ვე­წე­ბა, უკ­რა­ი­ნე­ლებს სა­ზე­ნი­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­უგ­ზავ­ნოს.

ამე­რი­კე­ლე­ბის მო­რიგ 800 მლნ დო­ლა­რი­ან სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა­ში 2 ათასს "ჯა­ვე­ლინ­თან“ ერ­თად, 800 "სტინ­გე­რია“, ხოლო ალი­ან­სის ევ­რო­პე­ლი წევ­რე­ბი კი უკ­რა­ი­ნე­ლებს იმ სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კოპმპლექ­სე­ბით ეხ­მა­რე­ბი­ან, რომ­ლებც ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩა ნა­ტოს წევრ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პე­ლი ქვეყ­ნე­ბის არ­მი­ე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში, მათ შო­რის "სტრე­ლა-10“-ის, "ოსას“ და "ს-300“-ების მო­ბი­ლურ სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო და­ნად­გა­რე­ბის სა­ხით.

ეს უდი­დე­სი პრობ­ლე­მის - უკ­რა­ი­ნის ცის ნა­წი­ლობ­რივ ჩა­კეტვის, ყვე­ლა­ზე სწრა­ფი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რად­გან ასე­თი­ვე სა­ზე­ნი­ტო და­ნად­გა­რე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ზე­ნი­ტე­ე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­შია და მათ გა­დამ­ზა­დე­ბა­ში ასე დე­ფი­ცი­ტუ­რი დრო აღარ და­ი­კარ­გე­ბა.

დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად კი თა­ვი­სი გზა აირ­ჩია - ის უკ­რა­ი­ნე­ლებს ამე­რი­კულ "სტინ­გერ­ზე“ უფრო შორს მოქ­მედ გა­და­სა­ტან Starstreak-ებს სთა­ვა­ზობს, რაც ქარ­თუ­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­თარ­გმნოს, რო­გორც "ვარ­სკვლა­ვუ­რი ზოლი“, უფრო მარ­ტი­ვად კი, მე -"სამი ერ­თში“ და­ვარ­ქმევ­დი...

"სამი ერ­თში", ანუ "სამ­თა­ვი­ა­ნი“ სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტა - რა­ტომ ასე უც­ნა­უ­რი "სამი ერ­თში“, იკი­თხავს გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლი და შე­ვეც­დე­ბი ავუხ­სნა - "სამი ერ­თში“ იმი­ტომ, რომ ეს სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ზღაპ­რე­ბის გმირ გვე­ლე­შა­პი­ვით "სამ­თა­ვი­ა­ნია“, რი­თაც კარ­დი­ნა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა "თა­ნა­მოძ­მე­ე­ბის­გან“.

მა­გა­ლი­თად, საბ­ჭო­თა გა­და­სა­ტან-სა­ზე­ნი­ტო სა­რა­კე­ტო კომ­პლექსში "სტრე­ლა-2მ“-ში მოქ­მე­დებ­და პრინ­ცი­პი "გა­ის­რო­ლე-და­ი­ვი­წყე“, რო­დე­საც სტარ­ტა­ღე­ბუ­ლი სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტა სა­ჰა­ე­რო სა­მიზ­ნის რე­აქ­ტი­უ­ლი ძრა­ვის საქ­შე­ნი­დან გა­მო­ტყორ­ცნილ მა­ღალ­ტემ­პე­რა­ტუ­რი­ან ინფრა­წი­თელ გა­მოს­ხი­ვე­ბას "მიჰ­ყვე­ბო­და“.

ბრი­ტა­ნუ­ლი "ვარ­სკვლა­ვუ­რი ზო­ლის“ საბ­რძო­ლო გა­მო­ყე­ნე­ბა ერთ მე­ზე­ნი­ტე­საც შე­უძ­ლია. ანა­ლო­გი­უ­რი პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებს ამე­რი­კუ­ლი "სტინ­გე­რის“ რა­კე­ტაც, რომ­ლის მა­ღალმგრძნო­ბი­ა­რე და­მიზ­ნე­ბის სის­ტე­მა თვითმფრი­ნა­ვის კუდ­ში მი­სა­დევ­ნად ან შემ­ხვედ­რი კურ­სით "შე­სახ­ვედ­რად“, ინფრა­წი­თე­ლის გარ­და, ულტრა­ი­ის­ფე­რი დი­ა­პა­ზო­ნის ტალ­ღე­ბა­საც აღიქ­ვამს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

უკრაინის ცის ნაწილობრივ ჩაკეტვის ყველაზე სწრაფი საშუალება - "სტინგერები" აშშ-დან და "სამთავიანი“ საზენიტო რაკეტები დიდი ბრიტანეთიდან

უკრაინის ცის ნაწილობრივ ჩაკეტვის ყველაზე სწრაფი საშუალება - "სტინგერები" აშშ-დან და "სამთავიანი“ საზენიტო რაკეტები დიდი ბრიტანეთიდან
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ბიუროკრატიულ ნატოსაც თურმე, როდესაც მოინდომებს, შესძლებია მეტ-ნაკლებად ოპერატიულად მოაგვაროს საქმე - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ცის დაცვის გასაძლიერებლად, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი ნატოს ომის დაწყების დღიდან ეხვეწება, უკრაინელებს საზენიტო საშუალებები გაუგზავნოს.

ამერიკელების მორიგ 800 მლნ დოლარიან სამხედრო დახმარებაში 2 ათასს "ჯაველინთან“ ერთად, 800 "სტინგერია“, ხოლო ალიანსის ევროპელი წევრები კი უკრაინელებს იმ საზენიტო-სარაკეტო კოპმპლექსებით ეხმარებიან, რომლებც ჯერ კიდევ შემორჩა ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპელი ქვეყნების არმიების შეიარაღებაში, მათ შორის "სტრელა-10“-ის, "ოსას“ და "ს-300“-ების მობილურ საზენიტო-სარაკეტო დანადგარების სახით.

ეს უდიდესი პრობლემის - უკრაინის ცის ნაწილობრივ ჩაკეტვის, ყველაზე სწრაფი საშუალებაა, რადგან ასეთივე საზენიტო დანადგარები უკრაინელი მეზენიტეების შეიარაღებაშია და მათ გადამზადებაში ასე დეფიციტური დრო აღარ დაიკარგება.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელების დასახმარებლად კი თავისი გზა აირჩია - ის უკრაინელებს ამერიკულ "სტინგერზე“ უფრო შორს მოქმედ გადასატან Starstreak-ებს სთავაზობს, რაც ქართულად შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც "ვარსკვლავური ზოლი“, უფრო მარტივად კი, მე -"სამი ერთში“ დავარქმევდი...

"სამი ერთში", ანუ "სამთავიანი“ საზენიტო რაკეტა - რატომ ასე უცნაური "სამი ერთში“, იკითხავს გაკვირვებული მკითხველი და შევეცდები ავუხსნა - "სამი ერთში“ იმიტომ, რომ ეს საზენიტო რაკეტა, ფაქტობრივად, ზღაპრების გმირ გველეშაპივით "სამთავიანია“, რითაც კარდინალურად განსხვავდება "თანამოძმეებისგან“.

მაგალითად, საბჭოთა გადასატან-საზენიტო სარაკეტო კომპლექსში "სტრელა-2მ“-ში მოქმედებდა პრინციპი "გაისროლე-დაივიწყე“, როდესაც სტარტაღებული საზენიტო რაკეტა საჰაერო სამიზნის რეაქტიული ძრავის საქშენიდან გამოტყორცნილ მაღალტემპერატურიან ინფრაწითელ გამოსხივებას "მიჰყვებოდა“.

ბრიტანული "ვარსკვლავური ზოლის“ საბრძოლო გამოყენება ერთ მეზენიტესაც შეუძლია. ანალოგიური პრინციპით მოქმედებს ამერიკული "სტინგერის“ რაკეტაც, რომლის მაღალმგრძნობიარე დამიზნების სისტემა თვითმფრინავის კუდში მისადევნად ან შემხვედრი კურსით "შესახვედრად“, ინფრაწითელის გარდა, ულტრაიისფერი დიაპაზონის ტალღებასაც აღიქვამს. გააგრძელეთ კითხვა