ავტორი:

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, გია ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, გია ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ გია ლორთქიფანიძე დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დეპუტატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"გენერალი გია ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა. ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი საქმე ომის პირობებში“,- წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისათვის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.