ირაკლი ოაქრუაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას თავდაცვის ექსმინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
არსებული ცნობით, ქართველები აფეთქებისას, ირპენში დაიღუპნენ.
როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა. დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი უკრაინაში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრდა და რუსების წინააღმდეგ იბრძვის. ის უკვე ოფიციალურად გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგითი.