ავტორი:

"რუსებო, მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა, რომ ზომბირებულები ხართ... ახლა ჩემს წინააღმდეგ კონსპირაციული თეორია აამოქმედეს" - მარინა ოვსიანიკოვა

"რუსებო, მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა, რომ ზომბირებულები ხართ... ახლა ჩემს წინააღმდეგ კონსპირაციული თეორია აამოქმედეს" - მარინა ოვსიანიკოვა

რუსებო, მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა, რომ ზომბირებულები ხართ კრემლის პროპაგანდით. შეწყვიტეთ მათი დაჯერება. შეწყვიტეთ კრემლის არხების მოსმენა, - ამის შესახებ რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილმა რედაქტორმა მარინა ოვსიანიკოვამ BBC -სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის თქმით, მას ესმის, რომ საინფორმაციო ომის პირობებში რთულია რუსეთში მცხოვრები ადამიანებისთვის ალტერნატიული ინფორმაციის წყაროების მოძიება, თუმცა მათ ეს უნდა გააკეთონ, რადგან არსებობს უკრაინული და დასავლური მედია.

"ისწავლეთ ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება. დასავლური წყაროები, უკრაინული წყაროები, მესმის, რომ ინფორმაციული ომის პირობებში ძალიან რთულია ალტერნატიული ინფორმაციის მოძიება, მაგრამ უნდა სცადოთ მათი პოვნა, - განაცხადა ოვსიანიკოვამ.

მარინა ოვსიანიკოვას განცხადებით, მის შესახებ კონსპირაციული თეორიები აამუშავეს, რომლის უკანაც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურები დგანან.

ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ მას სურდა დასავლური სამყაროსთვის ეჩვენებინა, რომ ყველა რუსი ერთნაირი არ არის.

"მინდოდა მეჩვენებინა დასავლური აუდიტორიისთვის, რომ რუსები ომის წინააღმდეგნი არიან და რომ ყველა რუსი ერთნაირი არ არის“-განაცხადა მარინამ.

შეგახსენებთ, სასამართლომ რუსეთის „პირველი არხის“ თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც გადაცემა „ვრემიას“ მსვლელობისას გადაცემის წამყვანის ზურგს უკან ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, 30 000 რუბლით დააჯარიმა.