მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხრუშჩოვკის" ტიპის ბინაში გავიზარდე და სულ მინდოდა, განსხვავებული სახლი მქონოდა" - როგორ გამოიყურება ცნობიილ ტელეწამყვანების სახლი, რომელიც თავად მოაწყვეს
"ხრუშჩოვკის" ტიპის ბინაში გავიზარდე და სულ მინდოდა, განსხვავებული სახლი მქონოდა" - როგორ გამოიყურება ცნობიილ ტელეწამყვანების სახლი, რომელიც თავად მოაწყვეს

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი და ასე­ვე ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნუცა ქავ­თა­რა­ძე მა­რი­ჯა­ნის ქუ­ჩა­ზე პა­ტა­რა სა­ნის­თან და ოთხფე­ხა მე­გო­ბარ­თან, ლი­ლი­კოს­თან ერ­თად ცხოვ­რო­ბენ.წყვილ­მა სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი თა­ვად მო­ა­წყო. ინ­ტე­რი­ე­რის ძი­რი­თა­დი ფერი თეთ­რია, რაც ბი­ნა­ში შე­მოჭ­რილ უხვ მზის სხი­ვებს და სი­ნათ­ლეს კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს. რო­გორც აჩი­კო გვი­ამ­ბობს, სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ნუცა უფრო აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა ინ­ტე­რი­ე­რის და­გეგ­მვის პრო­ცეს­ში ორი­ვე თა­ნაბ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

- სახ­ლი ჩემ­თვის ასო­ცირ­დე­ბა ოჯახ­თან, სიმ­ყუდ­რო­ვე­სა და სიმ­შვი­დეს­თან. ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლად ვგრძნობ თავს. ბინა, სა­დაც ახლა ვიმ­ყო­ფე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წლის წინ შე­ვი­ძი­ნეთ. მე თა­ვად ე.წ. ხრუშ­ჩოვ­კის ტი­პის ბი­ნა­ში გა­ვი­ზარ­დე და სულ მინ­დო­და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სახ­ლი მქო­ნო­და. აქ როცა შე­მო­ვე­დი, მივ­ხვდი, რომ ეს არის სახ­ლი, სა­დაც ბედ­ნი­ე­რად ვი­ცხოვ­რებ­დი - აი­ვან­ზე რომ გა­მოვ­დი­ვარ, წინ არც ერთი კორ­პუ­სი არ დგას და სივ­რცე იშ­ლე­ბა. თბი­ლის­ში ხედი თით­ქმის აღარ დარ­ჩა, მაგ­რამ აქ სივ­რცე მაქვს, რაც ერთ-ერთი მი­ზე­ზი იყო, რომ ეს ბინა გვე­ყი­და. თან, ქა­ლა­ქის ცენ­ტრშია, სამ­სა­ხურ­თან ახ­ლოს ვარ და რაც მთა­ვა­რია, არ არის ხმა­უ­რი­ა­ნი უბა­ნი.

- ბინა რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­ი­ძი­ნეთ?

- ჩვე­ნამ­დე ამ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ. რომ შე­ვი­ძი­ნეთ, შავ კარ­კა­სამ­დე და­ვიყ­ვა­ნეთ და მერე და­ვი­წყეთ რე­მონ­ტი. საკ­მა­ოდ რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სი იყო. მით უმე­ტეს, იმ დროს მე უფრო დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მქონ­და, ამი­ტომ ყვე­ლა­ფერ­ზე ნუცა ზრუ­ნავ­და. ერ­თმა­ნეთს ვუ­თან­ხმებ­დით სხვა­დას­ხვა დე­ტალს და შემ­დეგ ნუცა მი­დი­ო­და ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე ან მა­ღა­ზი­ებ­ში, ხან მუ­შებ­თან ერ­თად, ხა­ნაც მარ­ტო. სა­ერ­თო ჯამ­ში უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თვა თავი. და­ახ­ლო­ე­ბით სამი თვე დას­ჭირ­და რე­მონტს. მა­შინ ახა­ლი წყვი­ლი ვი­ყა­ვით და ვჩ­ქა­რობ­დით ცალ­კე გა­დას­ვლას.

- რე­მონტს ყო­ველ­თვის თან ახ­ლავს სირ­თუ­ლე­ე­ბი. თქვენ რა სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა მო­გიხ­დათ?

- როცა რე­მონ­ტი და­ი­წყო, არ გვქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, მა­სა­ლე­ბი ერ­თი­ა­ნად გვე­ყი­და და სად­მე შეგ­ვე­ნა­ხა. ეტა­პობ­რი­ვად გვი­წევ­და ყიდ­ვა და მა­ღა­ზი­ა­ში­ვე ვა­ნახ­ვი­ნებ­დით. მა­გა­ლი­თად, სამ­ზა­რე­უ­ლოს მა­სა­ლა, ლა­მი­ნა­ტი მა­ღა­ზი­ამ შეგ­ვი­ნა­ხა დრო­ე­ბით. ამან გა­ა­ჩი­ნა შიში, რამ­დე­ნად მო­უხ­დე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს. ახლა რომ ვა­კე­თებ­დე რე­მონტს, სულ სხვა ფე­რე­ბი მექ­ნე­ბო­და სახ­ლში. ცალ-ცალ­კე ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამის გამო ცოტა „აჯაფ­სან­და­ლი“ გა­მო­ვი­და, მაგ­რამ სა­ერ­თო ჯამ­ში ვე­ცა­დეთ, რომ მყუდ­რო ყო­ფი­ლი­ლი­ყო და ვფიქ­რობ, შევ­ძე­ლით.რთუ­ლი იყო ხე­ლოს­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც. მა­გა­ლი­თად, ლა­მი­ნა­ტი დაგ­ვი­გეს, რო­მე­ლიც თვე-ნა­ხე­ვარ­ში აი­ყა­რა. იყო სხვა დე­ტა­ლე­ბი, რო­მე­ლიც მალე გა­ფუჭ­და. ხე­ლოს­ნე­ბის პრობ­ლე­მა სულ არის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ვფიქ­რობ, ზო­გა­დად ეს კა­ცობ­რი­ო­ბის პრობ­ლე­მაა (იღი­მის).

- რა ფე­რე­ბი ჭარ­ბობს ინ­ტე­რი­ერ­ში?

- უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ვა­ნი­ჭეთ ღია ფე­რებს. როცა თეთ­რია კედ­ლე­ბი, დე­კო­რა­ცი­ე­ბით, ნა­ხა­ტე­ბით, ფარ­დით, გა­და­სა­ფა­რებ­ლე­ბით, ფარ­და­გით, კი­ბით შე­გიძ­ლია გა­ა­ხა­ლი­სო და სხვა­დას­ხვა ტო­ნა­ლო­ბა შე­ი­ტა­ნო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ად­ვი­ლი გა­მო­საც­ვლე­ლია, კედ­ლე­ბის ფერს კი ვერ შეც­ვლი, როცა მო­გინ­დე­ბა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ სახ­ლის ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
37

უნახავმა რა ნახა და რუსთავი ორიო :დდდდდ

ზეზვა
35

თქვენ ხომ არ უბერავთ, რა დროს რემონტია ქვეყანაში კრიზისია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ხრუშჩოვკის" ტიპის ბინაში გავიზარდე და სულ მინდოდა, განსხვავებული სახლი მქონოდა" - როგორ გამოიყურება ცნობიილ ტელეწამყვანების სახლი, რომელიც თავად მოაწყვეს

"ხრუშჩოვკის" ტიპის ბინაში გავიზარდე და სულ მინდოდა, განსხვავებული სახლი მქონოდა" - როგორ გამოიყურება ცნობიილ ტელეწამყვანების სახლი, რომელიც თავად მოაწყვეს

მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი და ასევე ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე მარიჯანის ქუჩაზე პატარა სანისთან და ოთხფეხა მეგობართან, ლილიკოსთან ერთად ცხოვრობენ.წყვილმა საკუთარი საცხოვრებელი თავად მოაწყო. ინტერიერის ძირითადი ფერი თეთრია, რაც ბინაში შემოჭრილ უხვ მზის სხივებს და სინათლეს კიდევ უფრო ამძაფრებს. როგორც აჩიკო გვიამბობს, სარემონტო სამუშაოებში ნუცა უფრო აქტიურად იყო ჩართული, თუმცა ინტერიერის დაგეგმვის პროცესში ორივე თანაბრად მონაწილეობდა.

- სახლი ჩემთვის ასოცირდება ოჯახთან, სიმყუდროვესა და სიმშვიდესთან. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე დაცულად ვგრძნობ თავს. ბინა, სადაც ახლა ვიმყოფებით, დაახლოებით ხუთი წლის წინ შევიძინეთ. მე თავად ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის ბინაში გავიზარდე და სულ მინდოდა, განსხვავებული სახლი მქონოდა. აქ როცა შემოვედი, მივხვდი, რომ ეს არის სახლი, სადაც ბედნიერად ვიცხოვრებდი - აივანზე რომ გამოვდივარ, წინ არც ერთი კორპუსი არ დგას და სივრცე იშლება. თბილისში ხედი თითქმის აღარ დარჩა, მაგრამ აქ სივრცე მაქვს, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ეს ბინა გვეყიდა. თან, ქალაქის ცენტრშია, სამსახურთან ახლოს ვარ და რაც მთავარია, არ არის ხმაურიანი უბანი.

- ბინა რა მდგომარეობაში შეიძინეთ?

- ჩვენამდე ამ ბინაში ცხოვრობდნენ. რომ შევიძინეთ, შავ კარკასამდე დავიყვანეთ და მერე დავიწყეთ რემონტი. საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი იყო. მით უმეტეს, იმ დროს მე უფრო დატვირთული გრაფიკი მქონდა, ამიტომ ყველაფერზე ნუცა ზრუნავდა. ერთმანეთს ვუთანხმებდით სხვადასხვა დეტალს და შემდეგ ნუცა მიდიოდა ელიავას ბაზრობაზე ან მაღაზიებში, ხან მუშებთან ერთად, ხანაც მარტო. საერთო ჯამში უნდა ვაღიარო, რომ შესანიშნავად გაართვა თავი. დაახლოებით სამი თვე დასჭირდა რემონტს. მაშინ ახალი წყვილი ვიყავით და ვჩქარობდით ცალკე გადასვლას.

- რემონტს ყოველთვის თან ახლავს სირთულეები. თქვენ რა სირთულეების დაძლევა მოგიხდათ?

- როცა რემონტი დაიწყო, არ გვქონდა საშუალება, მასალები ერთიანად გვეყიდა და სადმე შეგვენახა. ეტაპობრივად გვიწევდა ყიდვა და მაღაზიაშივე ვანახვინებდით. მაგალითად, სამზარეულოს მასალა, ლამინატი მაღაზიამ შეგვინახა დროებით. ამან გააჩინა შიში, რამდენად მოუხდებოდა ეს ყველაფერი ერთმანეთს. ახლა რომ ვაკეთებდე რემონტს, სულ სხვა ფერები მექნებოდა სახლში. ცალ-ცალკე ძალიან რთულია. ამის გამო ცოტა „აჯაფსანდალი“ გამოვიდა, მაგრამ საერთო ჯამში ვეცადეთ, რომ მყუდრო ყოფილილიყო და ვფიქრობ, შევძელით.რთული იყო ხელოსნებთან ურთიერთობაც. მაგალითად, ლამინატი დაგვიგეს, რომელიც თვე-ნახევარში აიყარა. იყო სხვა დეტალები, რომელიც მალე გაფუჭდა. ხელოსნების პრობლემა სულ არის ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, ზოგადად ეს კაცობრიობის პრობლემაა (იღიმის).

- რა ფერები ჭარბობს ინტერიერში?

- უპირატესობა მივანიჭეთ ღია ფერებს. როცა თეთრია კედლები, დეკორაციებით, ნახატებით, ფარდით, გადასაფარებლებით, ფარდაგით, კიბით შეგიძლია გაახალისო და სხვადასხვა ტონალობა შეიტანო. ეს ყველაფერი ადვილი გამოსაცვლელია, კედლების ფერს კი ვერ შეცვლი, როცა მოგინდება...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ სახლის ფოტოები