სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელ მსოფლიო ლიდერებს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებიათ... ჩვენმა ხელისუფლებამ კი, ომის შემდეგ, რუსულ კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა" - პრემიერი
"აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელ მსოფლიო ლიდერებს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებიათ... ჩვენმა ხელისუფლებამ კი, ომის შემდეგ, რუსულ კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა" - პრემიერი

მინ­და ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნო, რომ სამ­წუ­ხა­როდ, აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ მა­შინ­დე­ლი მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის მხრი­დან რუ­სე­თის მი­მართ არა­ვი­თა­რი სან­ქცია არ და­წე­სე­ბუ­ლა - ჩვენ­მა მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც კი არ და­უ­წე­სა სან­ქცი­ე­ბი რუ­სეთს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პო­ლო­ნელ კო­ლე­გას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს ცალ­მხრი­ვად სა­ვი­ზო რე­ჟი­მი მო­უხ­სნა და მხა­რი და­უ­ჭი­რა რუ­სე­თის სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას.

"აქვე მინ­და გა­ვიხ­სე­ნო პრე­ზი­დენ­ტი კა­ჩინ­სკი, რო­მე­ლიც მა­შინ ხმა­მაღ­ლა მო­უ­წო­დებ­და და­სავ­ლე­თის ლი­დე­რებს, მი­ე­ღოთ მკვეთ­რი და თა­მა­მი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ ვნა­ხეთ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა რუ­სე­თის მი­მართ, ახა­ლი სა­ვაჭ­რო ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტე­ბი და არა­ვი­თა­რი სან­ქცია, სამ­წუ­ხა­როდ. უფრო მე­ტიც, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­მა მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც კი არ და­უ­წე­სა სან­ქცი­ე­ბი რუ­სეთს, მხო­ლოდ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­წყდა. ომის შემ­დეგ მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუ­სულ კომ­პა­ნი­ებს მიჰ­ყი­და სტრა­ტე­გი­უ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი და მო­უხ­სნა ცალ­მხრი­ვად სა­ვი­ზო რე­ჟი­მი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს და მხა­რი და­უ­ჭი­რა რუ­სე­თის სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, ეს ყვე­ლა­ფე­რი ომის შემ­დეგ მოხ­და. შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო დღე­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, სტა­ტუს-კვო არ შეც­ვლი­ლა, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში გვი­წევს გამ­კლა­ვე­ბა ოკუ­პა­ცი­ას­თან, გა­მოწ­ვე­ვას­თან, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბორ­დე­რი­ზა­ცი­ას­თან, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბა და დრო­ე­ბით მათი ცი­ხე­ებ­ში ჩას­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტიც გვაქვს მათი მოკ­ვლის თუ გარ­დაც­ვა­ლე­ბის. ესაა რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ შე­იქ­მნა. შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რამ­ხე­ლა ტრა­გე­დია მიმ­დი­ნა­რე­ობს ახლა უკ­რა­ი­ნა­ში. რა თქმა უნდა, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გა­ვა­ცა­ნი აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნას უწევს ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო, პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე იქ­ნე­ბო­და ეს ეუ­თოს ფორ­მატ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის, ევ­რო­პის საბ­ჭოს ფორ­მატ­ში, ყველ­გან მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ, ან ვი­ყა­ვით თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ამ რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბის, მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას, რო­მელ­მაც უნდა შე­ის­წავ­ლოს უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბი. ამი­ტომ ჩვე­ნი პო­ზი­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცხა­დი და გა­სა­გე­ბია. ჩვენ ვართ სო­ლი­და­რუ­ლე­ბი. მინ­და კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ხა­ტო მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი, უკ­რა­ი­ნას­თან გვა­კავ­ში­რებს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ხალ­ხთა­შო­რი­სი მე­გობ­რო­ბის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია და ცხა­დია, კვლავ ვიქ­ნე­ბით უკ­რა­ი­ნი­სად­მი სო­ლი­და­რუ­ლი და გა­ვაგ­რძე­ლებთ მის მხარ­და­ჭე­რას. ჩვე­ნი სა­ერ­თო სურ­ვი­ლია, ეს ომი დას­რულ­დეს და უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბა დამ­ყარ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასდს
1

მოვა არჩევნები და გნახავთ ფერდაკარგულებს ან არის დიდი შანსი არჩევნებამდეც მოხდეს ეს ...

ნია
8

პატრიოტობაში ნამდვილი ორიანი, დაჯექი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელ მსოფლიო ლიდერებს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებიათ... ჩვენმა ხელისუფლებამ კი, ომის შემდეგ, რუსულ კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა" - პრემიერი

"აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელ მსოფლიო ლიდერებს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებიათ... ჩვენმა ხელისუფლებამ კი, ომის შემდეგ, რუსულ კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა" - პრემიერი

მინდა ყველას შევახსენო, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან რუსეთის მიმართ არავითარი სანქცია არ დაწესებულა - ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებს ცალმხრივად სავიზო რეჟიმი მოუხსნა და მხარი დაუჭირა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას.

"აქვე მინდა გავიხსენო პრეზიდენტი კაჩინსკი, რომელიც მაშინ ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლეთის ლიდერებს, მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ აგვისტოს ომის შემდეგ ვნახეთ განახლებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ახალი სავაჭრო ეკონომიკური პროექტები და არავითარი სანქცია, სამწუხაროდ. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა. ომის შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსულ კომპანიებს მიჰყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები და მოუხსნა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და მხარი დაუჭირა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, ეს ყველაფერი ომის შემდეგ მოხდა. შედეგად, საქართველო დღესაც ოკუპირებულია, სტატუს-კვო არ შეცვლილა, ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან, გამოწვევასთან, რომელიც დაკავშირებულია ბორდერიზაციასთან, ჩვენი მოქალაქეების გატაცება და დროებით მათი ციხეებში ჩასმა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ბევრი ტრაგიკული ფაქტიც გვაქვს მათი მოკვლის თუ გარდაცვალების. ესაა რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შესაბამისად, კარგად ვაცნობიერებთ, რამხელა ტრაგედია მიმდინარეობს ახლა უკრაინაში. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს გავაცანი აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უკრაინას უწევს ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე იქნებოდა ეს ეუთოს ფორმატში, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს ფორმატში, ყველგან მხარი დავუჭირეთ, ან ვიყავით თანაორგანიზატორი ამ რეზოლუციების, მხარი დავუჭირეთ გამოძიების დაწყებას, რომელმაც უნდა შეისწავლოს უკრაინაში ომის დანაშაულები. ამიტომ ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ცხადი და გასაგებია. ჩვენ ვართ სოლიდარულები. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, უკრაინასთან გვაკავშირებს სახელმწიფოებრივი და ხალხთაშორისი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია და ცხადია, კვლავ ვიქნებით უკრაინისადმი სოლიდარული და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. ჩვენი საერთო სურვილია, ეს ომი დასრულდეს და უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.