Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს" - კელი დეგნანი
"ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს" - კელი დეგნანი

მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ არა­ვინ სთხოვს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, რომ და­ა­წე­სოს ორ­მხრი­ვი სან­ქცი­ე­ბი, თუ მათ ამის გა­კე­თე­ბა არ სურთ და თუ ეს მათ ასე გა­და­წყვი­ტეს. ორ­მხრი­ვი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­სა­წყვე­ტია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს ელჩმა კელი დეგ­ნან­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სან­ქცი­ე­ბი მი­მარ­თუ­ლია რუ­სე­თის ქმე­დე­ბებ­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის­კენ.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვახ­სოვ­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის შემ­დეგ მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია, ჩემი და სხვა ქვეყ­ნე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და თავ­დაც­ვის უნა­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ში დიდი ძა­ლის­ხმე­ვა ჩა­ი­დო. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი 2008 წელ­თან შე­და­რე­ბით ამე­რი­კას­თან და სხვა მე­გობ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად გაძ­ლი­ერ­და.

ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ჩვენ ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია ვაჩ­ვე­ნოთ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას, რო­მელ­მაც ათა­სო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა და გა­ა­ნად­გუ­რა უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქე­ბი. სან­ქცი­ე­ბი მი­მარ­თუ­ლია რუ­სე­თის ქმე­დე­ბებ­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის­კენ.

მინ­და ცხა­დად გან­ვა­ცხა­დო, რომ არა­ვინ სთხოვს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, რომ და­ა­წე­სოს ორ­მხრი­ვი სან­ქცი­ე­ბი, თუ მათ ამის გა­კე­თე­ბა არ სურთ და თუ ეს მათ ასე გა­და­წყვი­ტეს. ორ­მხრი­ვი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­სა­წყვე­ტია, თუმ­ცა რა მო­ლო­დი­ნიც არ­სე­ბობს ყვე­ლა ქვეყ­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდე­გია, იქ­ნე­ბა ეს ჩემი ქვე­ყა­ნა, თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა არის ის, რომ ისი­ნი და­ე­მორ­ჩი­ლონ სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის რე­ჟიმს. სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის კარ­გი პარტნი­ო­რი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის კუ­თხით, იქ­ნე­ბო­და ეს მი­მარ­თუ­ლი ირა­ნის თუ სხვა ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს, აშშ-ის და ყვე­ლა იმ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბენ, რომ­ლებ­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სჯე­რა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს ორი სა­კი­თხი გა­ი­მიჯ­ნოს - ჩვენ ვსა­უბ­რობთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო ემორ­ჩი­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებს. ბევ­რი სან­ქცია შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე პირ­და­პირ არც მოქ­მე­დებ­დეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და გა­ვი­აზ­როთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ბევ­რი სხვა ქვეყ­ნის მსგავ­სად აღას­რუ­ლებს სან­ქცი­ებს რამ­დე­ნა­დაც ეს მათ შე­უძ­ლი­ათ. ჩვენ ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებს, პა­სუხს აგებს. გა­ვი­მე­ო­რებ, მთა­ვა­რია, რომ ჩვენ ყვე­ლამ ერ­თი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რა გა­მოვ­ხა­ტოთ უკ­რა­ი­ნის მი­მართ და ამის გა­კე­თე­ბის ერთ-ერთი გზა სწო­რედ სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და კელი დეგ­ნან­მა.

ელჩმა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რა საფრ­თხე­ებს შე­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩეჩ­ნეთს შო­რის გზის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლეს, გა­ნა­ცხა­და:

  • "ვიდ­რე რუ­სე­თი რა­ი­მე გზებ­ზე, პრო­ექ­ტებ­სა თუ და­პი­რე­ბებ­ზე და­ი­წყებს სა­უ­ბარს, მა­ნამ­დე მათ უნდა შე­ას­რუ­ლონ 2008 წლის შე­თან­ხმე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და გა­იყ­ვა­ნოს ძა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან" - თქვა დეგ­ნან­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, რუ­სეთს არც ერთი ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­უს­რუ­ლე­ბია.

"რაც შე­ე­ხე­ბა გზას, რო­გორც მი­თხრეს საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის, 1970-იანი წლე­ბის პრო­ექ­ტზეა სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა რაც არ უნდა იყოს, ვიდ­რე რუ­სე­თი რა­ი­მე გზებ­ზე, პრო­ექ­ტებ­სა თუ და­პი­რე­ბებ­ზე და­ი­წყებს სა­უ­ბარს, მა­ნამ­დე მათ უნდა შე­ას­რუ­ლონ 2008 წლის შე­თან­ხმე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და გა­იყ­ვა­ნოს ძა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან. თუ გსურთ გა­ი­გოთ რუ­სე­თის გულ­წრფე­ლო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მისი და­პი­რე­ბი­სა თუ გან­ცხა­დე­ბის მი­მართ, საკ­მა­რი­სია შე­ხე­დოთ თუ რას აკე­თე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ 2008 წლის შე­თან­ხმე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლონ - მათ არ­ცერ­თი ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­უს­რუ­ლე­ბი­ათ,“- გა­ნა­ცხა­და კელი დეგ­ნან­მა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
1

მაშინ აგოს ევროპამ პასუხი რომ არ დაემორჩილა და დღემდე აგუგუნებს გაზს

შეშფოთებული
9

აბა რა , დემოკრატია ლობიოს ჭამა არ არისო ითქვა. ალბათ უფრო ძალად გაჭმევ ღორის ხორცსაო გულისხმობს დედა ტერეზა სანქციებში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს" - კელი დეგნანი

"ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს" - კელი დეგნანი

მინდა განვაცხადო, რომ არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ და თუ ეს მათ ასე გადაწყვიტეს. ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, სანქციები მიმართულია რუსეთის ქმედებებზე ზეგავლენის მოხდენისკენ.

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოს 2008 წლის შემდეგ მილიარდი დოლარის დახმარება გაეწია, ჩემი და სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს გაძლიერებასა და თავდაცვის უნარების განმტკიცებაში დიდი ძალისხმევა ჩაიდო. საქართველოს თავდაცვის ძალები 2008 წელთან შედარებით ამერიკასთან და სხვა მეგობრებთან თანამშრომლობის შედეგად გაძლიერდა.

ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ერთიანი პოზიცია ვაჩვენოთ რუსეთის აგრესიას, რომელმაც ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა უკრაინის ქალაქები. სანქციები მიმართულია რუსეთის ქმედებებზე ზეგავლენის მოხდენისკენ.

მინდა ცხადად განვაცხადო, რომ არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ და თუ ეს მათ ასე გადაწყვიტეს. ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუმცა რა მოლოდინიც არსებობს ყველა ქვეყნის მიმართ, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგია, იქნება ეს ჩემი ქვეყანა, თუ ნებისმიერი სხვა არის ის, რომ ისინი დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს. საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით, იქნებოდა ეს მიმართული ირანის თუ სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს, აშშ-ის და ყველა იმ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, რომლებსაც თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების სჯერა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი საკითხი გაიმიჯნოს - ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე.

საქართველო ემორჩილება საერთაშორისო სანქციებს. ბევრი სანქცია შეიძლება საქართველოზე პირდაპირ არც მოქმედებდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, რომ საქართველო ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად აღასრულებს სანქციებს რამდენადაც ეს მათ შეუძლიათ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს. გავიმეორებ, მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთიანი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ და ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა სწორედ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა ჟურნალისტის კითხვაზე, რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის გზის მშენებლობის საკითხი, რომელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს, განაცხადა:

  • "ვიდრე რუსეთი რაიმე გზებზე, პროექტებსა თუ დაპირებებზე დაიწყებს საუბარს, მანამდე მათ უნდა შეასრულონ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან" - თქვა დეგნანმა.

მისივე განცხადებით, რუსეთს არც ერთი ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

"რაც შეეხება გზას, როგორც მითხრეს საბჭოთა პერიოდის, 1970-იანი წლების პროექტზეა საუბარი, თუმცა რაც არ უნდა იყოს, ვიდრე რუსეთი რაიმე გზებზე, პროექტებსა თუ დაპირებებზე დაიწყებს საუბარს, მანამდე მათ უნდა შეასრულონ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. თუ გსურთ გაიგოთ რუსეთის გულწრფელობა ნებისმიერი მისი დაპირებისა თუ განცხადების მიმართ, საკმარისია შეხედოთ თუ რას აკეთებენ იმისათვის, რომ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ - მათ არცერთი ეს ვალდებულება არ შეუსრულებიათ,“- განაცხადა კელი დეგნანმა.