მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავრობის წევრებს რუსეთის ხსენება აკრძალული გაქვთ? პრემიერი რომ ამბობს ლოცვები გავაძლიეროთო, რომელი მღვდელი ეგ გვყავს?" - რომან გოცირიძე გომელაურს
"მთავრობის წევრებს რუსეთის ხსენება აკრძალული გაქვთ?  პრემიერი რომ ამბობს ლოცვები გავაძლიეროთო, რომელი მღვდელი ეგ გვყავს?" - რომან გოცირიძე გომელაურს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი რა­ტომ არ ამ­ბობს ერთ სი­ტყვას რუ­სეთ­ზე? ლოც­ვე­ბი გა­ვაძ­ლი­ე­რო­თო რომ ამ­ბობს, რო­მე­ლი მღვდე­ლი ეგ გვყავს? - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა რო­მან გო­ცი­რი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც "მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს უს­მე­ნენ.

გო­ცი­რი­ძემ გო­მე­ლა­ურს მი­მარ­თა, რო­გორც მთავ­რო­ბის წევ­რმა თქვას, რომ "რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას თავს და­ეს­ხა და ის აგ­რე­სო­რია“.

"მი­ნის­ტრებს და მთავ­რო­ბის წევ­რებს რუ­სე­თის ხსე­ნე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი გაქვთ? შე­გიძ­ლი­ათ, ახლა გა­მოხ­ვი­დეთ და თქვათ, რომ რუ­სე­თი თავს და­ეს­ხა უკ­რა­ი­ნას? პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ამ ომის და­წყე­ბი­დან ერთხე­ლაც არ ახ­სე­ნა რუ­სე­თი, დე­პუ­ტა­ტებ­მაც კი სულ 5 დღის წინ პირ­ვე­ლად ახ­სე­ნეს, რომ რუ­სე­თი აგ­რე­სო­რია, რად­გან ერთი ამ­ბა­ვი მო­ვუ­წყე კო­მი­ტეტ­ზე. მა­შინ მი­ი­ღეთ სიგ­ნა­ლი - მო­დით, მთავ­რო­ბამ არ ახ­სე­ნოს, პარ­ლა­მენ­ტმა ახ­სე­ნოს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი რა­ტომ არ ამ­ბობს ერთ სი­ტყვას რუ­სეთ­ზე? ლოც­ვე­ბი გა­ვაძ­ლი­ე­რო­თო, რომ ამ­ბობს, რო­მე­ლი მღვდე­ლი ეს გვყავს? რომ დაბ­რუნ­დე­ბით მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე, ჰკი­თხეთ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, აპი­რებს თუ არა სი­ტყვა რუ­სე­თი ამო­ღერ­ღოს. თქვენ­გან, რო­გორც მთავ­რო­ბის წევ­რის­გან მო­ვე­ლით სი­ტყვებს, რომ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას თავს და­ეს­ხა და ის აგ­რე­სო­რია“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

მან ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს კი­დევ ერთი კი­თხვა და­უს­ვა და მი­მარ­თა, რომ და­ა­ფიქ­სი­როს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ჩეჩ­ნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მო­მა­ვა­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­კი­თხზე.

"რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ მო­ა­წყო თათ­ბი­რი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, გროზ­ნო­ში, ამ რეს­პუბ­ლი­კე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან და სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, სა­დაც კი­დევ ერთხელ და­ის­ვა სა­კი­თხი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ჩეჩ­ნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მო­მა­ვა­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბა გაგ­რძელ­დეს. შე­გიძ­ლი­ათ თქვათ თუ არა, რომ ეს და­უშ­ვე­ბე­ლია და რომ სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რე­ზე არა­ფე­რი სა­მუ­შაო არ ჩა­ტარ­დე­ბა; რომ ეს არ არის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და მშვი­დო­ბის გზა, ეს არის ომის გზა. ჩვენ არ გჭირ­დე­ბა ოკუ­პანტ სა­ხელ­მწი­ფოს­თან ისე­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ძირს გა­მო­უ­თხრის ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნენო
2

ბატონო რომან, სადაც მიშამ დაიწყო ლოცვა, კიდევ გიკვირთ რამე?

ზურა
1

გოცირიძეს (კუპონოვიჩს) ისე ესმის (და იცის) ლოცვის ძალა, როგორც მე ვანუატუელების ენა და გრამატიკა. ამ გამოთაყვანებულის აზრით, მარტო სასულიერო პირმა უნდა (და უფლება აქვს) ილოცოს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"მთავრობის წევრებს რუსეთის ხსენება აკრძალული გაქვთ? პრემიერი რომ ამბობს ლოცვები გავაძლიეროთო, რომელი მღვდელი ეგ გვყავს?" - რომან გოცირიძე გომელაურს

"მთავრობის წევრებს რუსეთის ხსენება აკრძალული გაქვთ?  პრემიერი რომ ამბობს ლოცვები გავაძლიეროთო, რომელი მღვდელი ეგ გვყავს?" - რომან გოცირიძე გომელაურს

პრემიერ-მინისტრი რატომ არ ამბობს ერთ სიტყვას რუსეთზე? ლოცვები გავაძლიეროთო რომ ამბობს, რომელი მღვდელი ეგ გვყავს? - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც "მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

გოცირიძემ გომელაურს მიმართა, როგორც მთავრობის წევრმა თქვას, რომ "რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და ის აგრესორია“.

"მინისტრებს და მთავრობის წევრებს რუსეთის ხსენება აკრძალული გაქვთ? შეგიძლიათ, ახლა გამოხვიდეთ და თქვათ, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას? პრემიერ-მინისტრმა ამ ომის დაწყებიდან ერთხელაც არ ახსენა რუსეთი, დეპუტატებმაც კი სულ 5 დღის წინ პირველად ახსენეს, რომ რუსეთი აგრესორია, რადგან ერთი ამბავი მოვუწყე კომიტეტზე. მაშინ მიიღეთ სიგნალი - მოდით, მთავრობამ არ ახსენოს, პარლამენტმა ახსენოს.

პრემიერ-მინისტრი რატომ არ ამბობს ერთ სიტყვას რუსეთზე? ლოცვები გავაძლიეროთო, რომ ამბობს, რომელი მღვდელი ეს გვყავს? რომ დაბრუნდებით მთავრობის სხდომაზე, ჰკითხეთ პრემიერ-მინისტრს, აპირებს თუ არა სიტყვა რუსეთი ამოღერღოს. თქვენგან, როგორც მთავრობის წევრისგან მოველით სიტყვებს, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და ის აგრესორია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მან შინაგან საქმეთა მინისტრს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა და მიმართა, რომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მომავალი გზის მშენებლობის გაგრძელების საკითხზე.

"რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ მოაწყო თათბირი ჩრდილოეთ კავკასიაში, გროზნოში, ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენელთან, სადაც კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი იმის თაობაზე, რომ ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მომავალი გზის მშენებლობა გაგრძელდეს. შეგიძლიათ თქვათ თუ არა, რომ ეს დაუშვებელია და რომ საქართველოს მხარეზე არაფერი სამუშაო არ ჩატარდება; რომ ეს არ არის ეკონომიკური თანამშრომლობის და მშვიდობის გზა, ეს არის ომის გზა. ჩვენ არ გჭირდება ოკუპანტ სახელმწიფოსთან ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ძირს გამოუთხრის ქვეყნის უსაფრთხოებას“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.