საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგი, დე, ჩემო გაუსაძლისო ტკივილო.. დღეს გავიდა ერთი წელი, როცა ..."  - მეგი ბაქრაძის დედის ემოციური წერილი
"მეგი, დე, ჩემო გაუსაძლისო ტკივილო.. დღეს გავიდა ერთი წელი, როცა ..."  - მეგი ბაქრაძის დედის ემოციური წერილი

2021 წლის 18 მარტს კლი­ნი­კა "იმე­დის“ ექთა­ნი, მეგი ბაქ­რა­ძე ახალ­ცი­ხე­ში, "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ ცუ­დად გახ­და და მე­ო­რე დღეს, 19 მარტს თბი­ლის­ში, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია და ფილ­ტვის ემ­ბო­ლია და­სა­ხელ­და.

  • მე­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან უკვე ერთი წელი გა­ვი­და. მას დედა, ირმა ტეფ­ნა­ძე იხ­სე­ნებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"მეგი, დე, ჩემო გა­უ­საძ­ლი­სო ტკი­ვი­ლო, დღეს გა­ვი­და ერთი წელი როცა უკა­ნას­კნე­ლად ნახე მამა, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, დიშ­ვი­ლე­ბი, ავთო ძია. შემ­დეგ წახ­ვე­დი და გა­ი­ხუ­რე შენი მშობ­ლი­უ­რი სახ­ლის კა­რე­ბი. როცა უკა­ნას­კნე­ლად მე­ლა­პა­რა­კე. უკა­ნას­კნე­ლად მი­თხა­რი, დე ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბიო ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვი­ლა­პა­რა­კეთ და მა­ინც არ გინ­დო­და, რომ ტე­ლე­ფო­ნი გა­მე­თი­შა. ნეტა, რისი თქმა გინ­დო­და?!

შემ­პირ­დი, რომ ხვალ და­გი­რე­კა­ვო, ნემსს რომ გა­ვი­კე­თე­ბო და გე­ლო­დე­ბო­დი.

დღე­საც გე­ლო­დე­ბი მე ხო ყო­ველ დღე გი­რე­კავ მაგ­რამ დუმს შენი ტე­ლე­ფო­ნი, აღარ მეს­მის შენი წკრი­ა­ლა ხმა. როცა ია­კობ­მა დაგვტო­ვა, მა­შინ ყვე­ლა ჩემს გვერ­დით იყა­ვით, ახლა კი მარ­ტო ვარ და ძა­ლი­ან მი­ჭირს, მაგ­რამ ასე მგო­ნია, გუ­ლის მა­გივ­რად ქვა მი­დევს მკერ­დში რომ ამ ტკი­ვილს ვუძ­ლებ.

დედ­მა­მიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი მე არ გა­მო­მიც­დია, მშობ­ლებ­მაც ადრე დამ­ტო­ვეს. ქმარ-შვი­ლით ვხა­რობ­დი და ეს სი­ხა­რუ­ლიც არ დამ­ცალ­და. ღმერ­თმა ნა­თელ­ში მიმ­ყო­ფოს შენი და შენი ძა­მი­კოს სული", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მეგი ბაქ­რა­ძის დედა.

ცნო­ბის­თვის, აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ორი ექი­მი, ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძე, გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი და ერთი მედ­და, შეც­ვლი­ლი ჩვე­ნე­ბის გამო, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს. ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან 20 მარტს გა­ნა­ცხა­და, რომ მეგი ბაქ­რა­ძის ცუ­დად გახ­დო­მის დროს ის და რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და პა­ცი­ენტს პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას უწევ­დნენ, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბას­თან აღი­ა­რეს, რომ კლი­ნი­კა მეგი ბაქ­რა­ძის აც­რის შემ­დეგ მა­ლე­ვე და­ტო­ვეს და მისი ცუ­დად გახ­დო­მის დროს, კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ.

სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ექი­მებს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 370-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უცხო
0

 მახსოვს და კიდევ ყველა ქართველი ვინც კოვიდს ემსხვეპლა, ყველაზე გული მტკივა.. 

ania
16

საოცარი ტექსტია!

დიშვილ-მიშვილები, ზია და ვინ არარ უხსენა როცა თავად მეგის შვილები და ქმარი არც უხსენებია! როგორ გავიგოთ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მეგი, დე, ჩემო გაუსაძლისო ტკივილო.. დღეს გავიდა ერთი წელი, როცა ..."  - მეგი ბაქრაძის დედის ემოციური წერილი

"მეგი, დე, ჩემო გაუსაძლისო ტკივილო.. დღეს გავიდა ერთი წელი, როცა ..."  - მეგი ბაქრაძის დედის ემოციური წერილი

2021 წლის 18 მარტს კლინიკა "იმედის“ ექთანი, მეგი ბაქრაძე ახალციხეში, "ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ცუდად გახდა და მეორე დღეს, 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. პაციენტის გარდაცვალების მიზეზად ანაფილაქსიური რეაქცია და ფილტვის ემბოლია დასახელდა.

  • მეგის გარდაცვალებიდან უკვე ერთი წელი გავიდა. მას დედა, ირმა ტეფნაძე იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"მეგი, დე, ჩემო გაუსაძლისო ტკივილო, დღეს გავიდა ერთი წელი როცა უკანასკნელად ნახე მამა, დედმამიშვილები, დიშვილები, ავთო ძია. შემდეგ წახვედი და გაიხურე შენი მშობლიური სახლის კარები. როცა უკანასკნელად მელაპარაკე. უკანასკნელად მითხარი, დე ძალიან მენატრებიო ნახევარი საათი ვილაპარაკეთ და მაინც არ გინდოდა, რომ ტელეფონი გამეთიშა. ნეტა, რისი თქმა გინდოდა?!

შემპირდი, რომ ხვალ დაგირეკავო, ნემსს რომ გავიკეთებო და გელოდებოდი.

დღესაც გელოდები მე ხო ყოველ დღე გირეკავ მაგრამ დუმს შენი ტელეფონი, აღარ მესმის შენი წკრიალა ხმა. როცა იაკობმა დაგვტოვა, მაშინ ყველა ჩემს გვერდით იყავით, ახლა კი მარტო ვარ და ძალიან მიჭირს, მაგრამ ასე მგონია, გულის მაგივრად ქვა მიდევს მკერდში რომ ამ ტკივილს ვუძლებ.

დედმამიშვილის სიყვარული მე არ გამომიცდია, მშობლებმაც ადრე დამტოვეს. ქმარ-შვილით ვხარობდი და ეს სიხარულიც არ დამცალდა. ღმერთმა ნათელში მიმყოფოს შენი და შენი ძამიკოს სული", - წერს სოციალურ ქსელში მეგი ბაქრაძის დედა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ორი ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, გიორგი აფციაური და ერთი მედდა, შეცვლილი ჩვენების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს და პასუხისგებაში მისცეს. ვიოლეტა ინასარიძემ ჟურნალისტებთან 20 მარტს განაცხადა, რომ მეგი ბაქრაძის ცუდად გახდომის დროს ის და რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური კლინიკაში იმყოფებოდნენ და პაციენტს პირველად დახმარებას უწევდნენ, თუმცა მოგვიანებით, გამოძიებასთან აღიარეს, რომ კლინიკა მეგი ბაქრაძის აცრის შემდეგ მალევე დატოვეს და მისი ცუდად გახდომის დროს, კონფერენციას ესწრებოდნენ.

სამსახურიდან გათავისუფლებულ ექიმებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული.