Faceამბები
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც იქნა კარგი ამბებია მარიუპოლიდან! თავშესაფარმა იერიშს გაუძლო" - უკრაინელი დეპუტატის ინფორმაციით, მარიუპოლში თეატრის დაბომბვისას ადამიანები, რომლებიც იქ იმალებოდნენ, გადარჩნენ
"როგორც იქნა კარგი ამბებია მარიუპოლიდან! თავშესაფარმა იერიშს გაუძლო" - უკრაინელი დეპუტატის ინფორმაციით, მარიუპოლში თეატრის დაბომბვისას ადამიანები, რომლებიც იქ იმალებოდნენ, გადარჩნენ

უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტის სერ­გეი ტა­რუ­ტას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რი­უ­პოლ­ში დრა­მა­ტულ თე­ატ­რში არ­სე­ბულ­მა თავ­შე­სა­ფარ­მა და­ბომბვას გა­უძ­ლო და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ რუ­სულ ავი­ა­ი­ე­რი­შებს ემა­ლე­ბოდ­ნენ, გა­დარ­ჩნენ.

ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

"გა­ურ­კვევ­ლო­ბის სა­ში­ნე­ლი ღა­მის შემ­დეგ, ომის 22-ე დი­ლით, რო­გორც იქნა კარ­გი ამ­ბე­ბია მა­რი­უ­პო­ლი­დან! თავ­შე­სა­ფარ­მა იე­რიშს გა­უძ­ლო. ნან­გრე­ვე­ბის გა­სუფ­თა­ვე­ბა და­ი­წყეს და ადა­მი­ა­ნე­ბი ცო­ცხლე­ბი გა­მო­დი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ტა­რუ­ტამ.

რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა მა­რი­უ­პო­ლის თე­ატ­რი გუ­შინ და­ბომ­ბეს, რო­მელ­შიც ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ შე­ფა­რე­ბუ­ლი.

ამას­თან, BBC ავ­რცე­ლებს სა­ტე­ლი­ტით გა­და­ღე­ბულ სუ­რათს, რო­მელ­ზეც ჩანს, რომ თე­ატ­რის წინ და უკა­ნა მხა­რეს მი­წა­ზე დიდი თეთ­რი ასო­ე­ბით რუ­სულ ენა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია სი­ტყვა "ბავ­შვე­ბი“.

თე­ატრს, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბის სა­მიზ­ნე გახ­და, 1000 -1200 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე აფა­რებ­და თავს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"როგორც იქნა კარგი ამბებია მარიუპოლიდან! თავშესაფარმა იერიშს გაუძლო" - უკრაინელი დეპუტატის ინფორმაციით, მარიუპოლში თეატრის დაბომბვისას ადამიანები, რომლებიც იქ იმალებოდნენ, გადარჩნენ

"როგორც იქნა კარგი ამბებია მარიუპოლიდან! თავშესაფარმა იერიშს გაუძლო" - უკრაინელი დეპუტატის ინფორმაციით, მარიუპოლში თეატრის დაბომბვისას ადამიანები, რომლებიც იქ იმალებოდნენ, გადარჩნენ

უკრაინის სახალხო დეპუტატის სერგეი ტარუტას ინფორმაციით, მარიუპოლში დრამატულ თეატრში არსებულმა თავშესაფარმა დაბომბვას გაუძლო და ადამიანები, რომლებიც იქ რუსულ ავიაიერიშებს ემალებოდნენ, გადარჩნენ.

ამის შესახებ სახალხო დეპუტატი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"გაურკვევლობის საშინელი ღამის შემდეგ, ომის 22-ე დილით, როგორც იქნა კარგი ამბებია მარიუპოლიდან! თავშესაფარმა იერიშს გაუძლო. ნანგრევების გასუფთავება დაიწყეს და ადამიანები ცოცხლები გამოდიან“, - განაცხადა ტარუტამ.

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის თეატრი გუშინ დაბომბეს, რომელშიც ბავშვები იყვნენ შეფარებული.

ამასთან, BBC ავრცელებს სატელიტით გადაღებულ სურათს, რომელზეც ჩანს, რომ თეატრის წინ და უკანა მხარეს მიწაზე დიდი თეთრი ასოებით რუსულ ენაზე გამოსახულია სიტყვა "ბავშვები“.

თეატრს, რომელიც რუსული ავიაიერიშების სამიზნე გახდა, 1000 -1200 მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.