მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიუპოლში არც ერთი დაუზიანებელი შენობა აღარ დარჩა, მოსახლეობა წყალს გუბეებიდან სვამს, ზოგი კი თოვლს ადნობს - მარიუპოლის მერის მოადგილე
მარიუპოლში არც ერთი დაუზიანებელი შენობა აღარ დარჩა, მოსახლეობა წყალს გუბეებიდან სვამს, ზოგი კი თოვლს ადნობს - მარიუპოლის მერის მოადგილე

მა­რი­უ­პოლ­ში რუსი ოკუ­პან­ტე­ბის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად არც ერთი მთე­ლი შე­ნო­ბა აღარ დარ­ჩა, მო­სახ­ლე­ო­ბა კი წყალს გუ­ბე­ე­ბი­დან სვამს, - ამის შე­სა­ხებ ქა­ლა­ქის მე­რის მო­ად­გი­ლემ სერ­გეი ორ­ლოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ვფიქ­რობ, რომ 80-90% და­ბომ­ბი­ლია. არც ერთი შე­ნო­ბა არ არის და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გა­რე­შე. ან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. ბლო­კა­დის მო­მენ­ტის­თვის ქა­ლაქ­ში 350 ათა­სი­დან 400 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი რჩე­ბო­და. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნე­ბი წყლის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დი­ან. ადა­მი­ან­თა უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­ო­დე­ნო­ბა წყალს ჭა­ბურ­ღი­ლე­ბი­დან იღებს. ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ გათ­ბო­ბა და ისი­ნი გა­მათ­ბობ­ლე­ბი­დან უშ­ვე­ბენ წყალს და ამას იყე­ნე­ბენ. ვი­ღა­ცე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გუ­ბე­ებ­ში აგ­რო­ვე­ბენ წყალს, ზოგი კი თოვლს ად­ნობ­და. ქა­ლაქ­ში ასე­ვე არის 3-4 წყა­რო, სა­დაც წყა­ლი ზე­და­პირ­ზე ამო­დის, კო­მუ­ნა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი იქ აგ­რო­ვებს წყალს და ცენ­ტრის რამ­დე­ნი­მე წერ­ტილ­ში მი­აქვს და ანა­წი­ლებს, თუმ­ცა ეს წყა­რო­ე­ბი ნა­ხე­ვარ­მი­ლი­ო­ნი­ან ქა­ლაქს არ ჰყოფ­ნის“,- გა­ნა­ცხა­და ორ­ლოვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქა­ლაქს გა­და­უ­დებ­ლად სჭირ­დე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რეფ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და ევა­კუ­ა­ცია.

"ჩვენ, რო­გორც ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, მხო­ლოდ ერთი რა­ღაც გვსურს, რომ გა­იხ­სნას ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რე­ფა­ნი და ჩვენ შევ­ძლოთ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის შე­ტა­ნა. უკვე 11 დღეა ვცდი­ლობთ ქა­ლა­ქის­თვის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბას. ჩვე­ნი უკა­ნას­კნე­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კო­ლო­ნა უკვე 4 დღეა გზა­შია და რუ­სე­ბი არ აძ­ლე­ვენ მას მა­რი­უ­პოლ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბას. არის ასე­ვე ავ­ტო­ბუ­სე­ბი, მზად ვართ ყო­ველ­დღი­უ­რად 3 ათა­სი ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის, მაგ­რამ არც ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლე­ვენ. რა არის გა­მო­სა­ვა­ლი?“- გა­ნა­ცხა­და მე­რის მო­ად­გი­ლემ.

რო­გორც ორ­ლოვ­მა გან­მარ­ტა, რუს ოკუ­პან­ტებს ეს­მით, რომ უკ­რა­ი­ნულ სამ­ხედ­რო­ებ­თან პი­რის­პირ ომში ვე­რა­ფერს გახ­დე­ბი­ან და ამი­ტომ უკ­რა­ი­ნის მხრი­დან დათ­მო­ბე­ბის მიღ­წე­ვას მსგავ­სი წნე­ხის სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
juve
6

xoda gaantavisuflon mere. tqveni azrit xo ukraena igebs oms da rusebi garbian.

123
1

ჩვენთან ვინც არის ჩამოსული, ისინი გუდაურში და ბაკურიანში კი მიდიან დასასვენებლად, იმის ნაცვლად რომ დაბრუნდნენ და თავიანთ ხალხს გვერდში ამოუდგნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

მარიუპოლში არც ერთი დაუზიანებელი შენობა აღარ დარჩა, მოსახლეობა წყალს გუბეებიდან სვამს, ზოგი კი თოვლს ადნობს - მარიუპოლის მერის მოადგილე

მარიუპოლში არც ერთი დაუზიანებელი შენობა აღარ დარჩა, მოსახლეობა წყალს გუბეებიდან სვამს, ზოგი კი თოვლს ადნობს - მარიუპოლის მერის მოადგილე

მარიუპოლში რუსი ოკუპანტების სამხედრო მოქმედებების შედეგად არც ერთი მთელი შენობა აღარ დარჩა, მოსახლეობა კი წყალს გუბეებიდან სვამს, - ამის შესახებ ქალაქის მერის მოადგილემ სერგეი ორლოვმა განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ 80-90% დაბომბილია. არც ერთი შენობა არ არის დაზიანებების გარეშე. ან განადგურებულია, ან დაზიანებულია. ბლოკადის მომენტისთვის ქალაქში 350 ათასიდან 400 ათასამდე ადამიანი რჩებოდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, ადამიანები წყლის ნაკლებობას განიცდიან. ადამიანთა უმნიშვნელო რაოდენობა წყალს ჭაბურღილებიდან იღებს. ადამიანებს არ აქვთ გათბობა და ისინი გამათბობლებიდან უშვებენ წყალს და ამას იყენებენ. ვიღაცები ამბობენ, რომ გუბეებში აგროვებენ წყალს, ზოგი კი თოვლს ადნობდა. ქალაქში ასევე არის 3-4 წყარო, სადაც წყალი ზედაპირზე ამოდის, კომუნალური სამსახური იქ აგროვებს წყალს და ცენტრის რამდენიმე წერტილში მიაქვს და ანაწილებს, თუმცა ეს წყაროები ნახევარმილიონიან ქალაქს არ ჰყოფნის“,- განაცხადა ორლოვმა.

მისივე თქმით, ქალაქს გადაუდებლად სჭირდება ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზება და ევაკუაცია.

"ჩვენ, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობას, მხოლოდ ერთი რაღაც გვსურს, რომ გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი და ჩვენ შევძლოთ ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. უკვე 11 დღეა ვცდილობთ ქალაქისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ჩვენი უკანასკნელი ჰუმანიტარული კოლონა უკვე 4 დღეა გზაშია და რუსები არ აძლევენ მას მარიუპოლში შესვლის უფლებას. არის ასევე ავტობუსები, მზად ვართ ყოველდღიურად 3 ათასი ადამიანის ევაკუაციისთვის, მაგრამ არც ამის საშუალებას გვაძლევენ. რა არის გამოსავალი?“- განაცხადა მერის მოადგილემ.

როგორც ორლოვმა განმარტა, რუს ოკუპანტებს ესმით, რომ უკრაინულ სამხედროებთან პირისპირ ომში ვერაფერს გახდებიან და ამიტომ უკრაინის მხრიდან დათმობების მიღწევას მსგავსი წნეხის საშუალებით ცდილობენ.