საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასდროს ვიფიქრებდი, რომ რუსეთის შემრცხვებოდა" - მოსკოვის დიდი თეატრი ბალეტის ვარსკვლავმა, ოლგა სმირნოვამ დატოვა
"არასდროს ვიფიქრებდი, რომ რუსეთის შემრცხვებოდა" - მოსკოვის დიდი თეატრი ბალეტის ვარსკვლავმა, ოლგა სმირნოვამ დატოვა

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის გამო, მოს­კო­ვის დიდი თე­ატ­რი ბა­ლე­ტის ერთ-ერ­თმა ვარ­სკვლავ­მა ოლგა სმირ­ნო­ვამ და­ტო­ვა და ამის ნაც­ვლად ის ამ­სტერ­დამ­ში ჰო­ლან­დი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის­თვის იცეკ­ვებს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს.

სმირ­ნო­ვამ, რომ­ლის ბა­ბუა უკ­რა­ი­ნე­ლია, ტე­ლეგ­რამ­ზე და­წე­რა, რომ ის „მთე­ლი სუ­ლით“ ამ ომის წი­ნა­აღ­მდე­გია.

"არას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ რუ­სე­თის შემ­რცხვე­ბო­და. ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ­დი ნი­ჭი­ე­რი რუსი ხალ­ხით, ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი და სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბით, მაგ­რამ ახლა ვგრძნობ, რომ გავ­ლე­ბუ­ლია ხაზი, რაც აქამ­დე იყო და რაც შემ­დეგ იქ­ნე­ბა”, - და­წე­რა ბა­ლე­რი­ნამ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სმირ­ნო­ვამ აღ­ნიშ­ნა, ის გა­ნიც­დის, რად­გან ხალ­ხი კვდე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი კარ­გა­ვენ სა­ცხოვ­რებ­ლებს ან იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან მი­ა­ტო­ვონ სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბი.

"ვინ იფიქ­რებ­და რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და? შე­საძ­ლოა, ჩვენ არ ვართ სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის ეპი­ცენ­ტრში, მაგ­რამ ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია გულ­გრი­ლი დავ­რჩეთ ამ გლო­ბა­ლუ­რი კა­ტას­ტრო­ფის მი­მართ“, - გა­ნა­ცხა­და სმირ­ნო­ვამ.

CNN-ის ცნო­ბით, მა­ნამ­დე რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის სა­პა­სუ­ხოდ, დიდი თე­ატ­რი ორმა წევ­რმა - ბრა­ზი­ლი­ელ­მა სო­ლის­ტმა დე­ვიდ მოტა სო­ა­რეს­მა და იტა­ლი­ელ­მა მთა­ვარ­მა მო­ცეკ­ვა­ვემ ჯა­კო­პო ტი­სიმ და­ტო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Emma
8

ახლა ვინც ამოიღო ხმა და არა 25 თებერვლამდე, ყველა ეს კატეგორია არის თავის ტყავზე მზრუნველი მხოლოდ. ნახეს რომ გემი იძირება და ამ განცხადებებს მომავალში ინდულგენციებად გამოიყენებენ, რეალურად ფეხზე კიდიათ უკრაინელი ბავშვების ბედი.... 

ტტ
8

ა ეხლა რო ამოგტენეს სანქციებით ეხლა შეგრცხვათ? საქართველოს რო ბომბავდით და ტერიტორიებს რო გვართმევდით მაშინ რატო არ იწმენდდით მაგ სირცხვილის ოფლს? 

ავტორი:

"არასდროს ვიფიქრებდი, რომ რუსეთის შემრცხვებოდა" - მოსკოვის დიდი თეატრი ბალეტის ვარსკვლავმა, ოლგა სმირნოვამ დატოვა

"არასდროს ვიფიქრებდი, რომ რუსეთის შემრცხვებოდა" - მოსკოვის დიდი თეატრი ბალეტის ვარსკვლავმა, ოლგა სმირნოვამ დატოვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მოსკოვის დიდი თეატრი ბალეტის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა ოლგა სმირნოვამ დატოვა და ამის ნაცვლად ის ამსტერდამში ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტისთვის იცეკვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სმირნოვამ, რომლის ბაბუა უკრაინელია, ტელეგრამზე დაწერა, რომ ის „მთელი სულით“ ამ ომის წინააღმდეგია.

"არასდროს ვიფიქრებდი, რომ რუსეთის შემრცხვებოდა. ყოველთვის ვამაყობდი ნიჭიერი რუსი ხალხით, ჩვენი კულტურული და სპორტული მიღწევებით, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ გავლებულია ხაზი, რაც აქამდე იყო და რაც შემდეგ იქნება”, - დაწერა ბალერინამ განცხადებაში.

სმირნოვამ აღნიშნა, ის განიცდის, რადგან ხალხი კვდება, ადამიანები კარგავენ საცხოვრებლებს ან იძულებულნი არიან მიატოვონ საკუთარი სახლები.

"ვინ იფიქრებდა რამდენიმე კვირის წინ, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა? შესაძლოა, ჩვენ არ ვართ სამხედრო კონფლიქტის ეპიცენტრში, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი დავრჩეთ ამ გლობალური კატასტროფის მიმართ“, - განაცხადა სმირნოვამ.

CNN-ის ცნობით, მანამდე რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, დიდი თეატრი ორმა წევრმა - ბრაზილიელმა სოლისტმა დევიდ მოტა სოარესმა და იტალიელმა მთავარმა მოცეკვავემ ჯაკოპო ტისიმ დატოვეს.