ავტორი:

"დაყარეთ იარაღი, რადგან ეს უკეთესია, ვიდრე ჩვენს მიწაზე ბრძოლის ველზე დაღუპვა” - ზელენსკი რუს ჯარისკაცებს მიმართავს

"დაყარეთ იარაღი, რადგან ეს უკეთესია, ვიდრე ჩვენს მიწაზე ბრძოლის ველზე დაღუპვა” - ზელენსკი რუს ჯარისკაცებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახადებს, რომ რუსი სამხედროებისთვის არ არსებობს სამხედრო დანაშაული, რომელიც მათ ჯერ არ ჩაუდენიათ.

"სამწუხაროდ, ჰუმანიტარულმა დერეფნებმა ოთხშაბათს არ იმუშავა. რუსმა სამხედროებმა არ შეაჩერეს დაბომბვა და არ უზრუნველყვეს უსაფრთხოების გარანტია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე ისაუბრა რუსული ძალების მიერ მარიუპოლსა და ჩერნიგოვში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შემთხვევებზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

"დღის განმავლობაში მოხერხდა 6 000-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მარიუპოლიდან, აქედან 2 000-ზე მეტი ბავშვი იყო. რუსი ოკუპანტები ამ გადაადგილების შეჩერებასაც ცდილობდნენ და ცეცხლი გახსნეს. 5 უკრაინელი დაიჭრა, მათ შორის 2 ბავშვია. საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა. ოკუპანტებმა, ჩერნიგოვში, პურის რიგში მდგომ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს. წარმოიდგინეთ, 10 დაღუპულია.

მარიუპოლში, მტერმა ქალაქის ცენტრში არსებული დრამატული თეატრი მიზანმიმართულად დაბომბა. იქ სროლებისგან თავს ასობით ადამიანი აფარებდა. შენობა მთლიანად დანგრეულია. დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია”,- აღნიშნა ზელენსკიმ.

"თუ ეს ომი კიდევ გაგრძელდება, რუსი დედები იმაზე მეტ შვილს დაკარგავენ, ვიდრე მათ ჩეჩნეთისა და ავღანეთის ომებში ერთად დაკარგეს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული რუსი ჯარისკაცი, რომელიც იარაღს დაყრის, გადარჩენის შანსს მიიღებს.

"მივმართავ რუს წვევამდელებს, ასევე სხვა რუს ჯარისკაცებსაც: დაყარეთ იარაღი, რადგან ეს უკეთესია, ვიდრე ჩვენს მიწაზე ბრძოლის ველზე დაღუპვა”, - აღნიშნა ზელენსკიმ.“რუსეთის მოქალაქეებო, რით განსხვავდება მარიუპოლის ბლოკადა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ლენინგრადის ბლოკადისგან?! ვის მაგალითს იღებთ? არ დავივიწყებთ არავის, ვისაც სიცოცხლე ოკუპანტებმა წაართვეს. არც ერთ მოკლულ სულს არ ვაპატიებთ. მარადიული ხსოვნა ამ ტერორის ყველა მსხვერპლს! რუსეთის სახელმწიფოს მიერ გაჩაღებული ომის ყველა მსხვერპლს“, - მიმართა ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების აუცილებლობას.

"უცნობია, კიდევ რა უნდა გააკეთონ ოკუპანტებმა, კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან, რომ დასავლეთის ლიდერებმა, ნატოს ლიდერებმა დადებითად უპასუხონ უკრაინის მოთხოვნას არასაფრენი ზონის შესახებ, ან უკრაინას მიაწოდონ ის თვითმფრინავები, რომლებიც მას ასე სჭირდება,“ - აღნიშნა ზელენკსიმ.

ასევე იხილეთ: