საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვებრძოლოთ თხილის კვირტის ტკიპას?
როგორ ვებრძოლოთ თხილის კვირტის ტკიპას?

თხი­ლის კვირ­ტის ტკი­პა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ის სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის ბა­ღებს. მავ­ნე­ბელ­მა პლან­ტა­ცი­ის 70%-იც კი შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ნად­გუ­როს. ამ დროს ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გზა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კვირ­ტის მე­ქა­ნი­კუ­რად მო­ცი­ლე­ბა, ნაკ­ვე­თი­დან გა­ტა­ნა და დაწ­ვაა. ამას­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, დრო­უ­ლი წამ­ლო­ბა და პრე­პა­რა­ტის სწო­რად შერ­ჩე­ვა, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვამ­ცი­როთ მო­სა­ვალ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი.

რო­გორ ამო­ვიც­ნოთ თხი­ლის კვირ­ტის ტკი­პა?

ტკი­პა სახ­ლდე­ბა თხი­ლის მცე­ნა­რის კვირ­ტებ­ზე, რის შე­დე­გა­დაც კვირ­ტე­ბი არა­ნორ­მა­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა ან სა­ერ­თოდ ვერ იშ­ლე­ბა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ნა­ყო­ფე კვირ­ტე­ბი გა­ნიც­დი­ან დე­ფორ­მა­ცი­ას და გა­ფურ­ჩქნილ ყვა­ვილს მოგ­ვა­გო­ნებს, მათი ზომა საღ­თან შე­და­რე­ბით 4-ჯერ დი­დია. ასე­ვე, სა­ფოთ­ლე კვირ­ტე­ბი გა­ზა­ფხულ­ზე საგ­რძნობ­ლად არის გა­ფურ­ჩქნი­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 20-ჯერ დი­დია საღ კვირ­ტებ­თან შე­და­რე­ბით. და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი კვირ­ტე­ბი თვალ­სა­ჩი­ნოა ზამ­თრის პე­რი­ო­დი­დან და იმა­ტებს ადრე გა­ზა­ფხუ­ლამ­დე. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კვირ­ტე­ბი გა­ზა­ფხულ­ზე არ იშ­ლე­ბა, ხმე­ბა და ცვი­ვა, ანდა ზოგ­ჯერ იძ­ლე­ვა გა­ნუ­ვი­თა­რე­ბელ ყლორ­ტებს.

გა­მო­ზამ­თრე­ბუ­ლი ტკი­პე­ბის გა­ზა­ფხუ­ლის მიგ­რა­ცია იწყე­ბა აპ­რილ-მა­ის­ში, ხოლო ზა­ფხუ­ლის მიგ­რა­ცია ივ­ლი­სი-აგ­ვის­ტო­ში. ინ­ტენ­სი­უ­რი გამ­რავ­ლე­ბი­სას ერთ კვირ­ტში 30000- მდე ტკი­პა შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს.

რო­დის უნდა დავ­გეგ­მოთ წამ­ლო­ბა?

კვირ­ტის ტკი­პას­თან წარ­მა­ტე­ბულ ბრძო­ლას აბ­რკო­ლებს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ იგი კვირ­ტში ცხოვ­რობს და და­ცუ­ლია სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან.

ტკი­პე­ბის მიგ­რა­ცია ძვე­ლი კვირ­ტე­ბი­დან იწყე­ბა აპ­რილ­ში მა­შინ, რო­დე­საც დღე-ღა­მუ­რი სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა 13-14 ℃ -ს მი­აღ­წევს, ხოლო ფარ­დო­ბი­თი ტე­ნი­ა­ნო­ბა 50-60%-ია. მიგ­რა­ცია უფრო აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­ი­სის თვე­ში, ამ დროს ტკი­პე­ბი კვირ­ტის გა­რეთ არი­ან მო­ფე­ნილ­ნი, რისი და­ნახ­ვაც შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა. პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს მზი­ან ამინ­დებ­ში, ხოლო წვი­მი­სას კი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. და­ზი­ა­ნე­ბულ კვირ­ტებ­ში ზრდას­რულ ტკი­პებ­თან ერ­თად გვხვდე­ბა კვერ­ცხე­ბიც, სა­ი­და­ნაც მავ­ნე­ბე­ლი იჩე­კე­ბა და საღ კვირ­ტებ­ზე ვრცელ­დე­ბა.

მიგ­რა­ცი­ის პიკ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი წამ­ლო­ბა არის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი.

რა მო­ვი­მოქ­მე­დოთ კვირ­ტის ტკი­პის წი­ნა­აღ­მდეგ?

მო­ნი­ტო­რინ­გი აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმი­სათ­ვის, რომ წამ­ლო­ბის სწო­რი პე­რი­ო­დი და­ვად­გი­ნოთ.

კვირ­ტის ტკი­პას­თან ბრძო­ლის გა­მო­ციდ­ლი და ეფექ­ტუ­რი გზა არის „პი­რა­ტით“ წამ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ზრდას­რულ ტკი­პას­თან ერ­თად ანად­გუ­რებს მის კვერ­ცხებ­საც. „პი­რა­ტის“ გა­მო­ყე­ნე­ბა მი­წან­შე­წო­ნი­ლია აპ­რილ-მა­ის­ში, რო­დე­საც ტკი­პე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან ფოთ­ლი­სა და ყლორ­ტის ზე­და­პირ­ზე. „პი­რა­ტი“ არ აზი­ა­ნებს სა­სარ­გებ­ლო მწე­რებს.

გა­ე­ცა­ნით „პი­რა­ტის“ უპი­რა­ტე­სო­ბებს ლინკზე:

https://baraka.ge/product/pirati/

კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის დაგ­ვი­კავ­შირ­დით WWW.BARAKA.GE | 032 204 44 49

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

როგორ ვებრძოლოთ თხილის კვირტის ტკიპას?

როგორ ვებრძოლოთ თხილის კვირტის ტკიპას?

თხილის კვირტის ტკიპა საქართველოს ყველა რეგიონში არის გავრცელებული და ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბაღებს. მავნებელმა პლანტაციის 70%-იც კი შეიძლება გაანადგუროს. ამ დროს ყველაზე ეფექტური გზა დაზიანებული კვირტის მექანიკურად მოცილება, ნაკვეთიდან გატანა და დაწვაა. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია მეურნეობის მონიტორინგი, დროული წამლობა და პრეპარატის სწორად შერჩევა, რათა მაქსიმალურად შევამციროთ მოსავალზე მიყენებული ზიანი.

როგორ ამოვიცნოთ თხილის კვირტის ტკიპა?

ტკიპა სახლდება თხილის მცენარის კვირტებზე, რის შედეგადაც კვირტები არანორმალურად ვითარდება ან საერთოდ ვერ იშლება. დაზიანებული სანაყოფე კვირტები განიცდიან დეფორმაციას და გაფურჩქნილ ყვავილს მოგვაგონებს, მათი ზომა საღთან შედარებით 4-ჯერ დიდია. ასევე, საფოთლე კვირტები გაზაფხულზე საგრძნობლად არის გაფურჩქნილი და დაახლოებით 20-ჯერ დიდია საღ კვირტებთან შედარებით. დამახინჯებული კვირტები თვალსაჩინოა ზამთრის პერიოდიდან და იმატებს ადრე გაზაფხულამდე. დაზიანებული კვირტები გაზაფხულზე არ იშლება, ხმება და ცვივა, ანდა ზოგჯერ იძლევა განუვითარებელ ყლორტებს.

გამოზამთრებული ტკიპების გაზაფხულის მიგრაცია იწყება აპრილ-მაისში, ხოლო ზაფხულის მიგრაცია ივლისი-აგვისტოში. ინტენსიური გამრავლებისას ერთ კვირტში 30000- მდე ტკიპა შეიძლება აღმოჩნდეს.

როდის უნდა დავგეგმოთ წამლობა?

კვირტის ტკიპასთან წარმატებულ ბრძოლას აბრკოლებს ის გარემოება, რომ იგი კვირტში ცხოვრობს და დაცულია სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებისგან.

ტკიპების მიგრაცია ძველი კვირტებიდან იწყება აპრილში მაშინ, როდესაც დღე-ღამური საშუალო ტემპერატურა 13-14 ℃ -ს მიაღწევს, ხოლო ფარდობითი ტენიანობა 50-60%-ია. მიგრაცია უფრო აქტიურად მიმდინარეობს მაისის თვეში, ამ დროს ტკიპები კვირტის გარეთ არიან მოფენილნი, რისი დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. პროცესი მიმდინარეობს მზიან ამინდებში, ხოლო წვიმისას კი შეჩერებულია. დაზიანებულ კვირტებში ზრდასრულ ტკიპებთან ერთად გვხვდება კვერცხებიც, საიდანაც მავნებელი იჩეკება და საღ კვირტებზე ვრცელდება.

მიგრაციის პიკში ჩატარებული წამლობა არის ყველაზე ეფექტური.

რა მოვიმოქმედოთ კვირტის ტკიპის წინააღმდეგ?

მონიტორინგი აუცილებელია იმისათვის, რომ წამლობის სწორი პერიოდი დავადგინოთ.

კვირტის ტკიპასთან ბრძოლის გამოციდლი და ეფექტური გზა არის „პირატით“ წამლობა, რომელიც ზრდასრულ ტკიპასთან ერთად ანადგურებს მის კვერცხებსაც. „პირატის“ გამოყენება მიწანშეწონილია აპრილ-მაისში, როდესაც ტკიპები იმყოფებიან ფოთლისა და ყლორტის ზედაპირზე. „პირატი“ არ აზიანებს სასარგებლო მწერებს.

გაეცანით „პირატის“ უპირატესობებს ლინკზე:

https://baraka.ge/product/pirati/

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით WWW.BARAKA.GE | 032 204 44 49

R