ავტორი:

დღის ფოტო: ევროსაბჭოდან რუსეთის დროშა ჩამოიხსნა - "რუსეთი ევროპა არ არის"

დღის ფოტო: ევროსაბჭოდან რუსეთის დროშა ჩამოიხსნა - "რუსეთი ევროპა არ არის"

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვას მხარი დაუჭირა.

მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების სასარგებლოდ ხმა საპარლამენტო ასამბლეის 216-მა დელეგატმა მისცა, სამმა - თავი შეიკავა, წინააღმდეგი კი არავინ წასულა.

ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 17 მარტს მიიღებს.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ევროსაბჭოს ოფიციალურად დატოვების გადაწყვეტილების შესახებ უწყება ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბუჩის გადასცა.

გადაწყვეტილების შემდეგ ევროსაბჭოდან რუსეთის დროშაც ჩამოიხსნა: "რუსეთი ევროპა არ არის" - წერენ უცხოური გამოცემები ფოტოს კომენტირებისას.