სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ყველაზე ბედნიერი იმ გამარჯვებით შეიძლება იყო, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებთან შეჯიბრმა მოგიტანა“ -  კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ ჟიურის რჩეული ოლანი ბიწაძე
„ყველაზე ბედნიერი იმ გამარჯვებით შეიძლება იყო, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებთან შეჯიბრმა მოგიტანა“ -  კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ ჟიურის რჩეული ოლანი ბიწაძე

„მა­ნი­ტუ“ - ეს წიგ­ნია, რო­მელ­შიც სამი დროა: წარ­სუ­ლი, აწ­მყო და სიზ­მა­რი. რე­ა­ლო­ბა­სა და აწ­მყო დრო­ში კი ოლა­ნი ბი­ძა­წის „მა­ნი­ტუ“ კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2022-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ჟი­უ­რის რჩე­უ­ლია.

მა­ნი­ტუ მფარ­ვე­ლი სუ­ლია, სა­ი­დუმ­ლო ჯა­დოს­ნუ­რი ძალა, რომ­ლის არ­სე­ბო­ბი­საც ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ინ­დი­ე­ლებს სჯე­რათ. თუმ­ცა ოლა­ნი ბი­წა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბის ერთ-ერთი გმი­რი ასე­ვე თვლის, რომ მა­ნი­ტუდ შე­იძ­ლე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი, ჩვენ­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც იქ­ცნენ, ან უბ­რა­ლოდ ისი­ნი, ვინც ფიქ­რე­ბით ყო­ველ­თვის ჩვენ­თან არი­ან. ეს წიგ­ნი და­კარ­გუ­ლი მა­ნი­ტუს ძი­ე­ბა­ზეა, რომ­ლის გზაც სი­ნამ­დვი­ლის და გა­მო­ნა­გო­ნის, ცხა­დის და სიზ­მრის სა­ზღვარ­ზე გა­დის.

„წიგ­ნის მთა­ვა­რი თემა ისაა, თუ რამ­ხე­ლა გავ­ლე­ნა აქვს ბავ­შვო­ბა­ში მი­ღე­ბულ ტრავ­მებ­სა თუ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე. რომ ეს გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბის რო­გორც ცნო­ბი­ერ, ისე არაც­ნო­ბი­ერ ნა­წილ­ზე. ზუს­ტად აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეთ­მო­ბა წიგ­ნის დიდი ნა­წი­ლი პერ­სო­ნა­ჟის სიზ­მრებს. ეს თემა ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და და წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბამ­დეც და მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­შიც ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ­დი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თვი­თონ სი­უ­ჟე­ტი თა­ვი­დან მხო­ლოდ მო­ნა­ხა­ზად წარ­მო­ვიდ­გი­ნე გო­ნე­ბა­ში და წე­რის პრო­ცეს­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, უამ­რა­ვი რამ შე­იც­ვა­ლა. მათ შო­რის, სა­თა­უ­რის იდე­აც და ამ იდე­ის წიგნ­ში ჩარ­თვა სწო­რედ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გაჩ­ნდა. ერთ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ვკი­თხუ­ლობ­დი ამე­რი­კის ინ­დი­ელ­თა კულ­ტუ­რა­ზე და იქ იყო ერთი აბ­ზა­ცი მა­ნი­ტუს შე­სა­ხებ. მა­შინ­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­მეჩ­ვე­ნა და მერე კი­დევ რა­ღა­ცე­ბი რომ წა­ვი­კი­თხე, ვი­ფიქ­რე, ტექ­სტში ხომ არ გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა რო­გორ­მე. სი­უ­ჟეტს ისე მო­უხ­და, რომ სა­ბო­ლო­ოდ, წიგ­ნის სა­თა­უ­რა­დაც იქცა“ - ასე ახა­სი­ა­თებს სა­კუ­თარ წიგნს ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს უფრო დე­ტა­ლუ­რად თა­ვად გაგ­ვაც­ნობს.

მოგ­ვი­ყე­ვით ბავ­შვო­ბა­ზე... რაზე ოც­ნე­ბობ­დით? ბავ­შვო­ბი­დან გიყ­ვარ­დათ წერა?

ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო და ბევ­რი რა­მით და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ბავ­შვო­ბა მქონ­და. სა­ინ­ტე­რე­სო­ში არ ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ კარ­გი ხდე­ბო­და. ძა­ლი­ან ღრმა ბავ­შვო­ბაც კი ცო­ცხალ კად­რე­ბად მახ­სოვს და ამ ეპი­ზო­დებს ფიქ­რე­ბით ხში­რად ვუბ­რუნ­დე­ბი. მე­ტიც, ზოგ­ჯერ მსგავ­სი მო­გო­ნე­ბე­ბი მი­ჩენს შთა­გო­ნე­ბას.

ბევ­რი ბავ­შვუ­რი ოც­ნე­ბა მქონ­და ად­რე­ულ წლებ­ში და ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ისაა, რომ ამ გუ­ლუბ­რყვი­ლო ოც­ნე­ბე­ბი­დან არ­ცერ­თი ამ­ხდე­ნია. უბ­რა­ლოდ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მიზ­ნე­ბი ვარ­ჩიე და ოც­ნე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა შევ­ძე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა წე­რას, ეს ამ­ბა­ვიც სწო­რედ ჩემი ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა, იმ დღი­დან, როცა სახ­ლში გა­მო­ვა­ცხა­დე, რომ მწე­რა­ლი ვარ. ალ­ბათ 7-8 წლის ვი­ყა­ვი და მარ­თა­ლია, მა­შინ გა­ცი­ლე­ბით თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სა­კუ­თა­რი მწერ­ლო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას. ბუ­ნებ­რი­ვია, ის, რა­საც ამ ასაკ­ში ვწერ­დი, ბავ­შვუ­რი "ნა­ჯღაბ­ნე­ბი“ იყო. მაგ­რამ ამის შემ­დეგ წერა ცხოვ­რე­ბის არ­ცერთ ეტაპ­ზე შე­მი­წყვე­ტია და სხვა­დას­ხვა ფორ­მით ყო­ველ­თვის ვპო­უ­ლობ­დი ფურ­ცელ­თან მის­ვლის მი­ზეზს.

ბავ­შვო­ბა­ში გინ­დო­დათ, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი ყო­ფი­ლი­ყა­ვით?

არ მახ­სოვს, რომ ეს სურ­ვი­ლად მქო­ნო­და. თუმ­ცა ყო­ველ­თვის, როცა რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა მი­წევ­და, თავს მთლად კომ­ფორ­ტუ­ლად ვერ ვგრძნობ­დი. დღემ­დე ასეა.

მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს პირ­ველ ნა­წე­რებ­ზე... რას შე­ე­ხე­ბო­და ისი­ნი და რა იყო თქვე­ნი ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო?

ზო­გა­დად, წე­რის სურ­ვი­ლი, ვფიქ­რობ, კი­თხვის სიყ­ვა­რულ­მა გა­მი­ჩი­ნა. ჯერ კი­დევ სკო­ლამ­დელ ასა­კამ­დე დედა მი­კი­თხავ­და ძა­ლი­ან ბევ­რს და ყვე­ლა კლა­სი­კუ­რი სა­ბავ­შვო ნა­წარ­მო­ე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­ნამ ჩე­მით წა­ვი­კი­თხავ­დი, ასე მაქვს მოს­მე­ნი­ლი. ამ­დე­ნი თავ­გა­და­სავ­ლის შემ­ყუ­რეს მეც მო­მინ­და რამე მსგავ­სის შექ­მნა, უფრო სწო­რად სა­კუ­თა­რი თავ­გა­დას­ვლის და ამი­ტომ ჩემი პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბე­ბი ძი­რი­თა­დად ჩემი თა­ვის­თვის მო­გო­ნილ ის­ტო­რი­ებ­ზეა: ტყე­ში და­კარ­გვა­ზე, ახა­ლი სამ­ყა­როს აღ­მო­ჩე­ნა­ზე, ჯა­დოს­ნურ გმი­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე და ა.შ.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­კურ­სში „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“?

კონ­კურ­სის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თვალს ვა­დევ­ნებ­დი. წლე­ვან­დელ კონ­კურ­სზე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან შე­ვი­ტყვე და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნა­წარ­მო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტე. ჩავ­თვა­ლე, რომ ეს კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. მარ­თა­ლია, მა­ნამ­დე ბევრ კონ­კურ­სში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო, როცა სა­კონ­კურ­სოდ რო­მა­ნი გავ­გზავ­ნე, რო­მე­ლიც მერე შე­იძ­ლე­ბო­და წიგ­ნად ქცე­უ­ლი­ყო. ეს ერთი მხრივ, ამ ამ­ბის სა­სურ­ვე­ლი ფი­ნა­ლი იყო, მე­ო­რე მხრივ, სა­ნერ­ვი­უ­ლოც. ახ­ლაც ვღე­ლავ და მა­ინ­ტე­რე­სებს, მკი­თხვე­ლი რო­გორ მი­ი­ღებს "მა­ნი­ტუს.“

გა­მარ­ჯვე­ბას ელო­დით თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს თქვენ­თვის?

გარ­კვე­უ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი მქონ­და, თუმ­ცა, წი­ნას­წარ ასეთ გან­წყო­ბას არ ვიქ­მნი ხოლ­მე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, აქ­ტი­უ­რად არც ვყო­ფილ­ვარ ჩარ­თუ­ლი ხმე­ბის მო­პო­ვე­ბა-დაგ­რო­ვე­ბის პრო­ცეს­ში და ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბი უფრო ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვან­დე. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სწო­რი გზა ავირ­ჩიე. ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო­ცაა და ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოც. სა­სი­ა­მოვ­ნო იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ჩემ­მა ტექ­სტმა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ლი­ტე­რა­ტო­რე­ბი­სა თუ მწერ­ლე­ბის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოც ზუს­ტად ამი­ტომ. მკი­თხვე­ლის­თვის ეს შე­იძ­ლე­ბა გზავ­ნი­ლი­ვით იყოს და ჩემს წიგნ­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი გა­უჩ­ნდეთ. იმე­დი მაქვს",მა­ნი­ტუ“ ამ მო­ლო­დი­ნებს გა­ა­მარ­თლებს.

კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხართ. გარ­და გა­მარ­ჯვე­ბი­სა, რა მოგ­ცათ კონ­კურ­სმა? რა ის­წავ­ლეთ ამ პე­რი­ოდ­ში?

კონ­კურ­სმა მომ­ცა შან­სი, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობ, ყვე­ლა დამ­წყე­ბი მწერ­ლის მწერ­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს შან­სი მკი­თხვე­ლის შე­ძე­ნას გუ­ლის­ხმობს. ამას­თან, უშუ­ა­ლოდ კონ­კურ­სის შე­დეგ­მა მომ­ცა ცოტა მეტი რწმე­ნა და იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მხო­ლოდ იმ გა­მარ­ჯვე­ბით შე­იძ­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავ­თან, სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან შე­ჯიბრმა მო­გი­ტა­ნა და არა სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ბრძო­ლამ.

რო­გო­რია თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა წე­რის მიღ­მა?

ზოგ­ჯერ მგო­ნია, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა წე­რის მიღ­მა არ არ­სე­ბობს და თუ რა­მეს არ ვწერ, სხვე­ბის ნა­წე­რებს ვკი­თხუ­ლობ. წერა და კი­თხვა ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა­ცაა და ჰო­ბიც. თუმ­ცა ამის გარ­და, მიყ­ვარს ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით იმ სიხ­ში­რით ვუ­ყუ­რებ ფილ­მებს, რა სიხ­ში­რი­თაც ვკი­თხუ­ლობ ან ვწერ.

თა­ვი­სუ­ფალ დროს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ და, ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ისე­თი­ვე მრა­ვალ­ხმრი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბაა ჩემ­თვის, რო­გორც წიგ­ნე­ბის კი­თხვა ან ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა.

ვინ არის თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი და წე­რის დროს მისი გავ­ლე­ნის ქვეშ ხომ არ ექ­ცე­ვით ხოლ­მე?

ერთი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რის და­სა­ხე­ლე­ბა რთუ­ლია. ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი მყავს და თუ ყვე­ლა მათ­გა­ნის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ვექ­ცე­ვი წე­რის დროს, რა­ღაც ან ძა­ლი­ან კარ­გი უნდა გა­მო­ვი­დეს, ან ძა­ლი­ან ცუდი. დაე, მკი­თხველ­მა შე­ა­ფა­სოს. ყვე­ლა ავ­ტო­რის­გან, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბაც ოდეს­მე წა­მი­კი­თხავს, მის­წავ­ლია რა­ღაც. თუნ­დაც ის, რო­გო­რი არ მინ­და, რომ თა­ვად ვიყო.

სოფიკო კურტანიძე
0

გილოცავ ოლანი ბევრი წარმატება იყოს შენი ცხოვრების მეგზური,❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

„ყველაზე ბედნიერი იმ გამარჯვებით შეიძლება იყო, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებთან შეჯიბრმა მოგიტანა“ -  კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ ჟიურის რჩეული ოლანი ბიწაძე

„ყველაზე ბედნიერი იმ გამარჯვებით შეიძლება იყო, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებთან შეჯიბრმა მოგიტანა“ -  კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ ჟიურის რჩეული ოლანი ბიწაძე

„მანიტუ“ - ეს წიგნია, რომელშიც სამი დროა: წარსული, აწმყო და სიზმარი. რეალობასა და აწმყო დროში კი ოლანი ბიძაწის „მანიტუ“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებული და ჟიურის რჩეულია.

მანიტუ მფარველი სულია, საიდუმლო ჯადოსნური ძალა, რომლის არსებობისაც ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებს სჯერათ. თუმცა ოლანი ბიწაძის ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი ასევე თვლის, რომ მანიტუდ შეიძლება გარდაცვლილი, ჩვენთვის საყვარელი ადამიანებიც იქცნენ, ან უბრალოდ ისინი, ვინც ფიქრებით ყოველთვის ჩვენთან არიან. ეს წიგნი დაკარგული მანიტუს ძიებაზეა, რომლის გზაც სინამდვილის და გამონაგონის, ცხადის და სიზმრის საზღვარზე გადის.

„წიგნის მთავარი თემა ისაა, თუ რამხელა გავლენა აქვს ბავშვობაში მიღებულ ტრავმებსა თუ შთაბეჭდილებებს ადამიანის ცხოვრებაზე. რომ ეს გავლენა შეიძლება აისახოს ადამიანის გონების როგორც ცნობიერ, ისე არაცნობიერ ნაწილზე. ზუსტად აქედან გამომდინარე ეთმობა წიგნის დიდი ნაწილი პერსონაჟის სიზმრებს. ეს თემა ძალიან მაინტერესებდა და წიგნზე მუშაობამდეც და მუშაობის პროცესშიც ბევრს ვკითხულობდი ამასთან დაკავშირებით. თვითონ სიუჟეტი თავიდან მხოლოდ მონახაზად წარმოვიდგინე გონებაში და წერის პროცესში, ბუნებრივია, უამრავი რამ შეიცვალა. მათ შორის, სათაურის იდეაც და ამ იდეის წიგნში ჩართვა სწორედ მუშაობის პროცესში გაჩნდა. ერთ სახელმძღვანელოს ვკითხულობდი ამერიკის ინდიელთა კულტურაზე და იქ იყო ერთი აბზაცი მანიტუს შესახებ. მაშინვე ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა და მერე კიდევ რაღაცები რომ წავიკითხე, ვიფიქრე, ტექსტში ხომ არ გამომეყენებინა როგორმე. სიუჟეტს ისე მოუხდა, რომ საბოლოოდ, წიგნის სათაურადაც იქცა“ - ასე ახასიათებს საკუთარ წიგნს ჟიურის რჩეული ავტორი, რომელიც საკუთარ თავს უფრო დეტალურად თავად გაგვაცნობს.

მოგვიყევით ბავშვობაზე... რაზე ოცნებობდით? ბავშვობიდან გიყვარდათ წერა?

ვფიქრობ, საინტერესო და ბევრი რამით დასამახსოვრებელი ბავშვობა მქონდა. საინტერესოში არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ კარგი ხდებოდა. ძალიან ღრმა ბავშვობაც კი ცოცხალ კადრებად მახსოვს და ამ ეპიზოდებს ფიქრებით ხშირად ვუბრუნდები. მეტიც, ზოგჯერ მსგავსი მოგონებები მიჩენს შთაგონებას.

ბევრი ბავშვური ოცნება მქონდა ადრეულ წლებში და ყველაზე უცნაური ისაა, რომ ამ გულუბრყვილო ოცნებებიდან არცერთი ამხდენია. უბრალოდ დროთა განმავლობაში მიზნები ვარჩიე და ოცნებებისგან განსხვავებით, მიზნების მიღწევა შევძელი.

რაც შეეხება წერას, ეს ამბავიც სწორედ ჩემი ბავშვობიდან იწყება, იმ დღიდან, როცა სახლში გამოვაცხადე, რომ მწერალი ვარ. ალბათ 7-8 წლის ვიყავი და მართალია, მაშინ გაცილებით თავდაჯერებული ვიყავი საკუთარი მწერლობის შეფასებისას. ბუნებრივია, ის, რასაც ამ ასაკში ვწერდი, ბავშვური ,,ნაჯღაბნები“ იყო. მაგრამ ამის შემდეგ წერა ცხოვრების არცერთ ეტაპზე შემიწყვეტია და სხვადასხვა ფორმით ყოველთვის ვპოულობდი ფურცელთან მისვლის მიზეზს.

ბავშვობაში გინდოდათ, რომ პოპულარული ყოფილიყავით?

არ მახსოვს, რომ ეს სურვილად მქონოდა. თუმცა ყოველთვის, როცა რიგი მიზეზების გამო ყურადღების ცენტრში ყოფნა მიწევდა, თავს მთლად კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. დღემდე ასეა.

მოგვიყევით თქვენს პირველ ნაწერებზე... რას შეეხებოდა ისინი და რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო?

ზოგადად, წერის სურვილი, ვფიქრობ, კითხვის სიყვარულმა გამიჩინა. ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკამდე დედა მიკითხავდა ძალიან ბევრს და ყველა კლასიკური საბავშვო ნაწარმოები, შეიძლება ითქვას, სანამ ჩემით წავიკითხავდი, ასე მაქვს მოსმენილი. ამდენი თავგადასავლის შემყურეს მეც მომინდა რამე მსგავსის შექმნა, უფრო სწორად საკუთარი თავგადასვლის და ამიტომ ჩემი პირველი მოთხრობები ძირითადად ჩემი თავისთვის მოგონილ ისტორიებზეა: ტყეში დაკარგვაზე, ახალი სამყაროს აღმოჩენაზე, ჯადოსნურ გმირებთან შეხვედრაზე და ა.შ.

რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“?

კონკურსის წლების განმავლობაში თვალს ვადევნებდი. წლევანდელ კონკურსზე სოციალური ქსელიდან შევიტყვე და მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებზე მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, მონაწილეობა გადავწყვიტე. ჩავთვალე, რომ ეს კარგი საშუალება იყო, რომელიც შეიძლებოდა გამომეყენებინა. მართალია, მანამდე ბევრ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საკონკურსოდ რომანი გავგზავნე, რომელიც მერე შეიძლებოდა წიგნად ქცეულიყო. ეს ერთი მხრივ, ამ ამბის სასურველი ფინალი იყო, მეორე მხრივ, სანერვიულოც. ახლაც ვღელავ და მაინტერესებს, მკითხველი როგორ მიიღებს ,,მანიტუს.“

გამარჯვებას ელოდით თუ მოულოდნელი იყო ეს თქვენთვის?

გარკვეული მოლოდინები მქონდა, თუმცა, წინასწარ ასეთ განწყობას არ ვიქმნი ხოლმე. სიმართლე გითხრათ, აქტიურად არც ვყოფილვარ ჩართული ხმების მოპოვება-დაგროვების პროცესში და ჩემი ნაწარმოები უფრო ჟიურის გადაწყვეტილებას მივანდე. როგორც აღმოჩნდა, სწორი გზა ავირჩიე. ეს ფაქტი ძალიან სასიამოვნოცაა და ძალიან საპასუხისმგებლოც. სასიამოვნო იმდენად, რამდენადაც ჩემმა ტექსტმა პროფესიონალი ლიტერატორებისა თუ მწერლების მოწონება დაიმსახურა და საპასუხისმგებლოც ზუსტად ამიტომ. მკითხველისთვის ეს შეიძლება გზავნილივით იყოს და ჩემს წიგნთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები გაუჩნდეთ. იმედი მაქვს, ,,მანიტუ“ ამ მოლოდინებს გაამართლებს.

კონკურსის გამარჯვებული ხართ. გარდა გამარჯვებისა, რა მოგცათ კონკურსმა? რა ისწავლეთ ამ პერიოდში?

კონკურსმა მომცა შანსი, რომელიც, ვფიქრობ, ყველა დამწყები მწერლის მწერლური ცხოვრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს შანსი მკითხველის შეძენას გულისხმობს. ამასთან, უშუალოდ კონკურსის შედეგმა მომცა ცოტა მეტი რწმენა და იმის მტკიცებულება, რომ, ყველაზე ბედნიერი მხოლოდ იმ გამარჯვებით შეიძლება იყო, რომელიც საკუთარ თავთან, საკუთარ შესაძლებლობებთან შეჯიბრმა მოგიტანა და არა სხვა ადამიანებთან ბრძოლამ.

როგორია თქვენი ცხოვრება წერის მიღმა?

ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი ცხოვრება წერის მიღმა არ არსებობს და თუ რამეს არ ვწერ, სხვების ნაწერებს ვკითხულობ. წერა და კითხვა ჩემი პროფესიული საქმიანობაცაა და ჰობიც. თუმცა ამის გარდა, მიყვარს ფილმების ყურება და დაახლოებით იმ სიხშირით ვუყურებ ფილმებს, რა სიხშირითაც ვკითხულობ ან ვწერ.

თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ და, ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობა ისეთივე მრავალხმრივი და საინტერესო გამოცდილებაა ჩემთვის, როგორც წიგნების კითხვა ან ფილმების ყურება.

ვინ არის თქვენი საყვარელი ავტორი და წერის დროს მისი გავლენის ქვეშ ხომ არ ექცევით ხოლმე?

ერთი საყვარელი ავტორის დასახელება რთულია. ბევრი საყვარელი ავტორი მყავს და თუ ყველა მათგანის გავლენის ქვეშ მოვექცევი წერის დროს, რაღაც ან ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს, ან ძალიან ცუდი. დაე, მკითხველმა შეაფასოს. ყველა ავტორისგან, რომლის შემოქმედებაც ოდესმე წამიკითხავს, მისწავლია რაღაც. თუნდაც ის, როგორი არ მინდა, რომ თავად ვიყო.