საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სხვის ომში მებრძოლები - მოხალისეები თუ დაქირავებული მეომრები?
სხვის ომში მებრძოლები - მოხალისეები თუ დაქირავებული მეომრები?

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი უფრო დიდ მას­შტაბს იღებს და მას­ში უკვე ერ­თვე­ბი­ან მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან ჩა­სუ­ლი მებ­რძო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან არც რუ­სე­თი­სა და არც უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

თა­ვი­სი ქვეყ­ნის გა­სარ­ჩე­ნად მებ­რძო­ლი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამა­ყად აცხა­დე­ბენ, რომ მათ და­სახ­მა­რებ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში უკვე ჩა­ვი­და მსოფ­ლი­ოს 52 ქვეყ­ნის 20 ათა­სამ­დე მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც, ია­რა­ღით ხელ­ში, მხარ­ში ამო­უდ­გე­ბი­ან უკ­რა­ი­ნე­ლებს.

კრემ­ლი კი აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ პრე­ზი­დენტ ბა­შარ ასა­დის მომ­ხრე 16 ათას­მა სი­რი­ელ­მა მებ­რძოლ­მა მზად­ყოფ­ნა გა­მო­ხა­ტა უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის არ­მი­ის მხარ­დამ­ხარ საბ­რძოლ­ვე­ლად.

საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი ის­ტო­რი­უ­ლად ცნო­ბი­ლია, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის ყვე­ლა ომში ასე ხდე­ბო­და, მაგ­რამ სხვა საქ­მეა, რო­გორ მას­შტაბს იღებს ასე­თი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა კონ­კრე­ტულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში.

სი­მარ­თლე რომ ით­ქვას, ამ ომში და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის - უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი­სა და რუ­სე­ბის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ციფ­რე­ბი მათი დამ­ხმა­რე უცხო­ე­ლი მებ­რძო­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე გაზ­ვი­ა­დე­ბულს ჰგავს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ უკ­რა­ი­ნის და­სა­ცა­ვად მარ­თლაც ყო­ველ­დღი­უ­რად ჩა­დი­ან უცხო­ე­ლე­ბი და არც ის იმა­ლე­ბა, რომ 11 წელი სა­მო­ქა­ლა­ქო ომში მყოფ ასა­დის სი­რი­ე­ლებს კრემ­ლი­დან უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის არ­მი­ას­თან ერ­თად ად­ვილ გა­მარ­ჯვე­ბას და უკ­რა­ი­ნე­ლი მან­დი­ლოს­ნე­ბის სი­ლა­მა­ზის ნახ­ვას ჰპირ­დე­ბი­ან.

ომში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა და, სამ­წუ­ხა­როდ, არც ტყვე­ო­ბაა გა­მო­რი­ცხუ­ლი. ხელ­ყუმ­ბა­რას ხელ­ში ყვე­ლა ვერ აი­ფეთ­ქებს და ვერც ბოლო ტყვი­ას და­იხ­ლის - ტყვედ ჩა­ვარ­დნილს სი­ცო­ცხლის გაგ­რძე­ლე­ბი­სა და ადრე თუ გვი­ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შან­სი ეძ­ლე­ვა, მაგ­რამ ჟე­ნე­ვის 1949 წლის კონ­ვენ­ცი­ის თა­ნახ­მად, მი­ე­ცე­მათ თუ არა სამ­ხედ­რო ტყვის სტა­ტუ­სი ია­რა­ღით ხელ­ში და­კა­ვე­ბულ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის იმ მებ­რძო­ლებს, რომ­ლე­ბიც არ არი­ან ომში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნის, ამ შემ­თხვე­ვა­ში - უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი? გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
1

ეს უბედურები ცოცხლები მაინც გადარჩნენ, ჭკუა ეყოთ....

AKAKI
1

როცა ბრძოლის ველზე აგყავს ტყვე! ვინც არ უნდა იყვეს დაქირვებული ან სამხედრო გაწვევით შემოსული! ამათ აქვთ საჭირო ""ტყუილი,,, ლეგენდა! ტყვეთ ჩავარდნის შემთხვევაში! თავის შეცოდება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

სხვის ომში მებრძოლები - მოხალისეები თუ დაქირავებული მეომრები?

სხვის ომში მებრძოლები - მოხალისეები თუ დაქირავებული მეომრები?

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთ-უკრაინის ომი უფრო დიდ მასშტაბს იღებს და მასში უკვე ერთვებიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მებრძოლები, რომლებიც არ არიან არც რუსეთისა და არც უკრაინის მოქალაქეები.

თავისი ქვეყნის გასარჩენად მებრძოლი უკრაინელები ამაყად აცხადებენ, რომ მათ დასახმარებლად უკრაინაში უკვე ჩავიდა მსოფლიოს 52 ქვეყნის 20 ათასამდე მოქალაქე, რომლებიც, იარაღით ხელში, მხარში ამოუდგებიან უკრაინელებს.

კრემლი კი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტ ბაშარ ასადის მომხრე 16 ათასმა სირიელმა მებრძოლმა მზადყოფნა გამოხატა უკრაინაში რუსეთის არმიის მხარდამხარ საბრძოლველად.

საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა ინტერნაციონალიზმი ისტორიულად ცნობილია, საუკუნეების განმავლობაში თითქმის ყველა ომში ასე ხდებოდა, მაგრამ სხვა საქმეა, როგორ მასშტაბს იღებს ასეთი არაოფიციალური საერთაშორისო სამხედრო დახმარება კონკრეტულ შეიარაღებულ კონფლიქტში.

სიმართლე რომ ითქვას, ამ ომში დაპირისპირებული მხარეების - უკრაინელებისა და რუსების დასახელებული ციფრები მათი დამხმარე უცხოელი მებრძოლების თაობაზე გაზვიადებულს ჰგავს, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის დასაცავად მართლაც ყოველდღიურად ჩადიან უცხოელები და არც ის იმალება, რომ 11 წელი სამოქალაქო ომში მყოფ ასადის სირიელებს კრემლიდან უკრაინაში რუსეთის არმიასთან ერთად ადვილ გამარჯვებას და უკრაინელი მანდილოსნების სილამაზის ნახვას ჰპირდებიან.

ომში ყველაფერი ხდება და, სამწუხაროდ, არც ტყვეობაა გამორიცხული. ხელყუმბარას ხელში ყველა ვერ აიფეთქებს და ვერც ბოლო ტყვიას დაიხლის - ტყვედ ჩავარდნილს სიცოცხლის გაგრძელებისა და ადრე თუ გვიან გათავისუფლების შანსი ეძლევა, მაგრამ ჟენევის 1949 წლის კონვენციის თანახმად, მიეცემათ თუ არა სამხედრო ტყვის სტატუსი იარაღით ხელში დაკავებულ მოწინააღმდეგე მხარის იმ მებრძოლებს, რომლებიც არ არიან ომში მონაწილე ქვეყნის, ამ შემთხვევაში - უკრაინის მოქალაქეები? განაგრძეთ კითხვა