საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გახდა ილონ მასკი "ილონა მასკი"? - SpaceX-ის ხელმძღვანელის ირონიული პასუხი რამზან კადიროვს და "მწვავე დაპირისპირების" დეტალები
რატომ გახდა ილონ მასკი "ილონა მასკი"? - SpaceX-ის ხელმძღვანელის ირონიული პასუხი რამზან კადიროვს და "მწვავე დაპირისპირების" დეტალები

რამ­დე­ნი­მე დღის წინ SpaceX-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ილონ მასკმა "ტვი­ტერ­ზე“ და­წე­რა, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს ორ­თაბ­რძო­ლა­ში იწ­ვევ­და.

"ვიწ­ვევ ვლა­დი­მერ პუ­ტინს ორ­თაბ­რძო­ლა­ში უკ­რა­ი­ნის­თვის. თა­ნახ­მა ხართ ამ ბრძო­ლა­ზე?“, - წერ­და მას­კი.

მის ამ გან­ცხა­დე­ბას ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი, რამ­ზან კა­დი­რო­ვი ვრცე­ლი წე­რი­ლით გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც მან "ტე­ლეგ­რა­მის“ არხზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

პუ­ტი­ნის მომ­ხრე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ ფო­ტოს ავ­რცე­ლე­ბენ წარ­წე­რით - აირ­ჩიე შენი მებ­რძო­ლი

• კა­დი­რო­ვი წე­რილ­ში მასკს დამ­ცი­ნა­ვად მო­იხ­სე­ნი­ებ­და, რო­გორც "ილო­ნას“ და "ნაზი ილო­ნა­დან სას­ტიკ ილო­ნად" გა­დაქ­ცე­ვას ურ­ჩევ­და:

"არ გირ­ჩევ­დი პუ­ტინ­თან ბრძო­ლას. სხვა­დას­ხვა წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ე­ბი ხართ. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? თქვენ ხართ რინ­გის წი­თელ კუ­თხე­ში - ბიზ­ნეს­მე­ნი და Twitter-ის ბლო­გე­რი. პუ­ტი­ნი კი ლურჯ კუ­თხე­ში არის მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კო­სი, სტრა­ტე­გი, ჭექა-ქუ­ხი­ლი და­სავ­ლეთ­სა და აშშ-ში. თქვენ­თან ორ­თაბ­რძო­ლა, ვლა­დი­მირ ვლა­დი­მი­რო­ვის ძის­თვის არას­პორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა.

თქვენ უნდა ივარ­ჯი­შოთ, რათა ნაზი ილო­ნა­დან სას­ტიკ ილო­ნად გა­და­იქ­ცეთ. გთა­ვა­ზობთ ტრე­ნინგს ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის რამ­დე­ნი­მე ცენ­ტრში". - აღ­ნიშ­ნა კა­დი­როვ­მა.

რო­გორც ჩანს, ილონ მას­კი კა­დი­რო­ვის ამ­გვარ­მა მი­მარ­თვამ ხუმ­რო­ბის გან­წყო­ბა­ზე და­ა­ყე­ნა. მან კა­დი­როვს ასე უპა­სუ­ხა:

"მად­ლო­ბა შე­მო­თა­ვა­ზე­ბის­თვის, მაგ­რამ ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტრე­ნინ­გი ძა­ლი­ან დიდ უპი­რა­ტე­სო­ბას მომ­ცემ­და. თუ მას (პუ­ტინს) ჩხუ­ბის ეში­ნია, თა­ნახ­მა ვარ, მხო­ლოდ მარ­ცხე­ნა ხელი გა­მო­ვი­ყე­ნო და ცნო­ბის­თვის, ცა­ცია არ ვარ... ელო­ნა“, - წერს მას­კი "ტვი­ტერ­ში.“

იხი­ლეთ ასე­ვე:

მან კა­დი­რო­ვის წე­რი­ლის, რო­გორც რუ­სუ­ლი, ასე­ვე მისი ინ­გლი­სუ­რი თარ­გმა­ნიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რამაზ კადირაშვილი
0

რამზანი და ეს სათვალე, ისეა, როგორც ვირი და ჩიბუხი.

9

ნეტავი ამ ტლუს თავს როგორ უყადრებს მასკი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

რატომ გახდა ილონ მასკი "ილონა მასკი"? - SpaceX-ის ხელმძღვანელის ირონიული პასუხი რამზან კადიროვს და "მწვავე დაპირისპირების" დეტალები

რატომ გახდა ილონ მასკი "ილონა მასკი"? - SpaceX-ის ხელმძღვანელის ირონიული პასუხი რამზან კადიროვს და "მწვავე დაპირისპირების" დეტალები

რამდენიმე დღის წინ SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა "ტვიტერზე“ დაწერა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ორთაბრძოლაში იწვევდა.

"ვიწვევ ვლადიმერ პუტინს ორთაბრძოლაში უკრაინისთვის. თანახმა ხართ ამ ბრძოლაზე?“, - წერდა მასკი.

მის ამ განცხადებას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ვრცელი წერილით გამოეხმაურა, რომელიც მან "ტელეგრამის“ არხზე გამოაქვეყნა.

პუტინის მომხრეები სოციალურ ქსელში ამ ფოტოს ავრცელებენ წარწერით - აირჩიე შენი მებრძოლი

• კადიროვი წერილში მასკს დამცინავად მოიხსენიებდა, როგორც "ილონას“ და "ნაზი ილონადან სასტიკ ილონად" გადაქცევას ურჩევდა:

"არ გირჩევდი პუტინთან ბრძოლას. სხვადასხვა წონითი კატეგორიები ხართ. როგორ წარმოგიდგენიათ? თქვენ ხართ რინგის წითელ კუთხეში - ბიზნესმენი და Twitter-ის ბლოგერი. პუტინი კი ლურჯ კუთხეში არის მსოფლიო პოლიტიკოსი, სტრატეგი, ჭექა-ქუხილი დასავლეთსა და აშშ-ში. თქვენთან ორთაბრძოლა, ვლადიმირ ვლადიმიროვის ძისთვის არასპორტული იქნება.

თქვენ უნდა ივარჯიშოთ, რათა ნაზი ილონადან სასტიკ ილონად გადაიქცეთ. გთავაზობთ ტრენინგს ჩეჩნეთის რესპუბლიკის რამდენიმე ცენტრში". - აღნიშნა კადიროვმა.

როგორც ჩანს, ილონ მასკი კადიროვის ამგვარმა მიმართვამ ხუმრობის განწყობაზე დააყენა. მან კადიროვს ასე უპასუხა:

"მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ ასეთი შესანიშნავი ტრენინგი ძალიან დიდ უპირატესობას მომცემდა. თუ მას (პუტინს) ჩხუბის ეშინია, თანახმა ვარ, მხოლოდ მარცხენა ხელი გამოვიყენო და ცნობისთვის, ცაცია არ ვარ... ელონა“, - წერს მასკი "ტვიტერში.“

იხილეთ ასევე:

Thank you for the offer, but such excellent training would give me too much of an advantage.

If he is afraid to fight, I will agree to use only my left hand and I am not even left-handed.

Elona
— Elona Musk (@elonmusk) March 15, 2022

მან კადიროვის წერილის, როგორც რუსული, ასევე მისი ინგლისური თარგმანიც გამოაქვეყნა:

Telegram post by Ramzan Kadyrov, head of Chechen Republic! pic.twitter.com/UyByR9kywq
— Elona Musk (@elonmusk) March 15, 2022

იხილეთ ასევე: