პარტნიორები:
    ავტორი:

    უკრაინის უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ცენტრი აქვეყნებს უკრაინის მიერ ლიკვიდირებული რუსული ჯარების უმაღლესი სარდლობის სიას: "მათ აქ ერთი ფასი აქვთ: სასუქი შავი ნიადაგისთვის"

    უკრაინის უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ცენტრი აქვეყნებს უკრაინის მიერ ლიკვიდირებული რუსული ჯარების უმაღლესი სარდლობის სიას: "მათ აქ ერთი ფასი აქვთ: სასუქი შავი ნიადაგისთვის"

    რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის 20 დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების უმაღლესი სარდლობის 10 წევრი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციისა და საინფორმაციო უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის ოთხი გენერალ-მაიორი, სამი პოლკოვნიკი და სამი ვიცე-პოლკოვნიკი:

    გენერალ-მაიორი მაგომედ თუშაევი,

    გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი,

    გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი,

    გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი,

    პოლკოვნიკი ანდრეი ზახაროვი,

    პოლკოვნიკი სერგეი პოროხნია,

    პოლკოვნიკი იგორ ნიკოლაევი,

    ვიცე-პოლკოვნიკი იური აგარკოვი,

    ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი სოფრონოვი,

    ვიცე-პოლკოვნიკი მიხაილ ერმოლინი.

    "სიკვდილი ელის ყველა რუს სამხედროს, რაც არ უნდა "ელიტურად" თუ "განსაკუთრებულად" ჩათვალონ ოკუპანტებმა. უკრაინის მიწაზე მას ერთი ფასი აქვს - სასუქი შავი ნიადაგისთვის. დიდება უკრაინას!"-აცხადებენ ცენტრში.