ავტორი:

"რუსეთმა სანქციები ჯო ბაიდენის ნაცვლად შესაძლოა, მამამისს დაუწესა... მშვიდად განისვენოს" - რა განმარტება გაკეთდა თეთრი სახლში?

"რუსეთმა სანქციები ჯო ბაიდენის ნაცვლად შესაძლოა, მამამისს დაუწესა... მშვიდად განისვენოს" - რა განმარტება გაკეთდა თეთრი სახლში?

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ, რუსეთის მიერ, აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებულ ბოლო სანქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეზღუდვები დიდ გავლენას ვერ მოახდენს მათ მიზნებზე.

"არ გაგიკვირდებათ, რომ არცერთი ჩვენგანი არ გეგმავს ტურისტულ მოგზაურობებს რუსეთში, არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს საბანკო ანგარიშები, რომლებზეც წვდომა არ შეგვეძლება, ასე რომ, ჩვენ წინ წავალთ", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ. ფსაკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის განცხადებაში, სანქციების შესახებ, გამოტოვებული იყო, რომ "პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები მათ, შესაძლოა, დაუწესეს მამამისს, მშვიდად განისვენოს".